საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.11.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/588
სარეგისტრაციო კოდი 310000000.22.024.016471
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,388 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 23.05.2019 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 16.12.2016 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 28.02.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 15.12.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 13.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/588 2016 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს (შემდგომში – მოკვლევის ბიურო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მოკვლევის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. მოკვლევის ბიურო წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.  3. მოკვლევის ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, საქართველოს საზღვაო კოდექსის,  საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების, წინამდებარე დებულებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. მოკვლევის ბიურო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. მოკვლევის ბიურო, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. ამასთან, მოკვლევის ჩატარებისას მოკვლევის ბიურო არის ფუნქციურად დამოუკიდებელი, არ  ხელმძღვანელობს არავის მითითებებით და მას გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება  მოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის ფარგლებში. 6. მოკვლევის ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.  მუხლი 2🔗. მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელობა   1. მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელობს მოკვლევის ბიუროს უფროსი. 2. მოკვლევის ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი  კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მოკვლევის ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე. 4. მოკვლევის ბიუროს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ბიუროს საქმიანობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მოკვლევის ჩატარების შესახებ; გ) ბიუროს საქმიანობის ფარგლებში სამინისტროს სახელით აფორმებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; დ) ანაწილებს მოვალეობებს ბიუროს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ხელს აწერს ბიუროში მომზადებულ წერილებს, რეკომენდაციებს და მოკვლევის საბოლოო ანგარიშს; ვ) მინისტრს წარუდგენს ჩატარებული მოკვლევის ანგარიშს; ზ) ყოველი წლის იანვრის თვის პირველ ნახევარში მინისტრს წარუდგენს წინა წლის ანგარიშს ბიუროს მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ;  თ) მინისტრთან შუამდგომლობს  იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად; ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, ბიუროს მოსამსახურეთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) მინისტრთან შუამდგომლობს  ბიუროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3🔗. მოკვლევის ბიუროს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები  1. ავიაციის დარგში მოკვლევის ბიუროს  ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) განახორციელოს იმ სამოქალაქო საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მონაწილეობა მიიღოს, როგორც დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენელმა იმ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა ქვეყანაში და საჰაერო ხომალდს ექსპლუატაციას უწევდა საქართველოში დარეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, ან დაზარალდა და/ან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები); ბ) აცნობოს საავიაციო შემთხვევასა და/ან სერიოზულ ინციდენტში მონაწილე ქვეყნების საავიაციო უფლებამოსილ ორგანოებს და  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებული მოკვლევის დაწყების შესახებ. ასევე მოკვლევაში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების თხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობა; გ) უზრუნველყოს მუდმივი 24-საათიანი მზადყოფნა საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების ადგილზე დაუყოვნებლივ გასამგზავრებლად; დ) მოამზადოს საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევის საბოლოო ანგარიში (დასკვნა), ასევე მონაწილეობა მიიღოს წინადადებების და უსაფრთხოების რეკომენდაციების მომზადებაში, მსგავსი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით; ე) წერილობით მიაწოდოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების რეკომენდაციები სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საქართველოში დარეგისტრირებულ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს და ავიასაწარმოებს და აღრიცხოს ბიუროს მიერ გამოცემული უსაფრთხოების რეკომენდაციებზე მიღებული პასუხები; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და/ან სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევას და/ან საჰაერო ხომალდის ბორტზე განთავსებულ ან სხვა  ობიექტური კონტროლის თვითჩამწერი მოწყობილობის გაშიფვრას; ზ) აწარმოოს აღრიცხვა, ინფორმაციის შენახვა და სტატისტიკა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტებისა, ასევე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარ საავიაციო შემთხვევებსა და სერიოზულ ინციდენტებზე; თ) განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში ჩართოს სხვა ექსპერტები ასევე, მოკვლევის  ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვოს და მიიღოს საჯარო და ფიზიკური პირებისაგან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ბაზის შემუშავებაში და მიაწოდოს საკუთარი მოსაზრებები სხვა უწყებების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშაოს მოკვლევის სახელმძღვანელო და პროცედურები; ლ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ავიასაწარმოების ობიექტებზე თავისუფალი დაშვებით; მ) საავიაციო შემთხვევისას ისარგებლოს დაუბრკოლებელი დაშვებით  საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე,  სადაც ის მოხდა ან განთავსებულია საჰაერო ხომალდის ნამსხვრევები და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი ქმედება; ნ) მიმართოს შესაბამის ორგანოებს საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოკვლევასთან  დაკავშირებული ნებისმიერი სახის მასალის გამოთხოვაზე; ო) მიიღოს მონაწილეობა ფრენის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო თათბირებში, სწავლებებსა და კონფერენციების მუშაობაში; პ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს სამინისტროს ტრანსპორტითა  და კომუნიკაციის საშუალებებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საზღვაო ტრანსპორტის დარგში მოკვლევის ბიუროს  ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) განახორციელოს იმ სამოქალაქო საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე და მონაწილეობა მიიღოს როგორც დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენელმა  იმ საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ გემებზე სხვა ქვეყანაში და დაზარალდა და/ან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები); ბ) საზღვაო ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას ყოველმხრივ შეისწავლოს მისი თანამდევი გარემოებები, დაადგინოს გამომწვევი მიზეზები და შედეგები, შეაფასოს მასში მონაწილე პირთა ქმედებები, შეიმუშაოს პრევენციული ღონისძიებები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად; გ) აცნობოს საზღვაო შემთხვევასა და/ან სერიოზულ ინციდენტში მონაწილე ქვეყნების საზღვაო  უფლებამოსილ ორგანოებს და  საზღვაო საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებული მოკვლევის დაწყების შესახებ. ასევე მოკვლევაში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების თხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობა; დ) უზრუნველყოს  მუდმივი 24-საათიანი მზადყოფნა საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების ადგილზე დაუყოვნებლივ გასამგზავრებლად; ე) მოამზადოს საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევის საბოლოო ანგარიში (დასკვნა), ასევე მონაწილეობა მიიღოს წინადადებების და უსაფრთხოების რეკომენდაციების მომზადებაში, მსგავსი საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით; ვ) წერილობით მიაწოდოს საზღვაო  სფეროში საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების რეკომენდაციები სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემების ექსპლუატანტებს, მფლობელებს და აღრიცხოს ბიუროს მიერ გამოცემულ უსაფრთხოების რეკომენდაციებზე მიღებული პასუხები; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ყოველწლიური ანგარიშგება, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან,  მონაწილეობა მიიღოს სხვა სახელმწიფოთა საზღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და/ან სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევას და/ან საზღვაო ხომალდის ბორტზე განთავსებულ ან სხვა  ობიექტური კონტროლის თვითჩამწერი მოწყობილობის გაშიფვრას; ი) აწარმოოს აღრიცხვა, ინფორმაციის შენახვა და სტატისტიკა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტებისა, ასევე საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარ საზღვაო შემთხვევებსა და სერიოზულ ინციდენტებზე; კ) განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში ჩართოს სხვა ექსპერტები, ასევე, მოკვლევის  ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვოს და მიიღოს საჯარო და ფიზიკური პირებისაგან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ბაზის შემუშავებაში და მიაწოდოს საკუთარი მოსაზრებები სხვა უწყებების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, შეიმუშაოს მოკვლევის სახელმძღვანელო და პროცედურები; ნ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საზღვაო საწარმოების ობიექტებზე თავისუფალი დაშვებით; ო) საზღვაო შემთხვევისას ისარგებლოს დაუბრკოლებელი დაშვებით საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე,  სადაც ის მოხდა ან განთავსებულია საზღვაო ხომალდის ნამსხვრევები და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი ქმედება; პ) მიმართოს შესაბამის ორგანოებს საზღვაო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოკვლევასთან  დაკავშირებული ნებისმიერი სახის მასალის გამოთხოვაზე; ჟ) მიიღოს მონაწილეობა საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო თათბირებში, სწავლებებსა და კონფერენციების მუშაობაში; რ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს სამინისტროს ტრანსპორტითა  და კომუნიკაციის საშუალებებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეები  1. მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მოკვლევის ბიუროს უფროსი. 3. მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან მოკვლევის ბიუროს უფროსის წინაშე.