სააქციო საზოგადოების „ინდუსტრია-ინვესტის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოების „ინდუსტრია-ინვესტის“ აქციონერთა საყურადღებოდ

2016 წლის 7 დეკემბერს, 10 საათზე, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. № 11-ში მოწვეულია სს „ინდუსტრია-ინვესტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:

1. შპს „იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის“ სს „ინდუსტრია-ინვესტთან“ შერწყმის (მიერთების) შესახებ;

2. სს „ინდუსტრია-ინვესტის“ მიერ გამოსყიდული აქციების გაუქმებისა და საზოგადოების კაპიტალის შემცირების შესახებ;

3. სს „ინდუსტრია-ინვესტის“ იურიდიული მისამართის შესახებ;

4. სს „ინდუსტრია-ინვესტის“ წესდებაში ცვლილებების შეტანის შასახებ.

სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების რეკომენდაციები გადაწყვეტილებების მისაღებად დღის წესრიგის:

პირველ საკითხზე – საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულების მიზნით, მოხდეს სს „ინდუსტრია-ინვესტთან“ მისი 100%-იანი შვილობილი საწარმოს – შპს „იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის“ შერწყმა მიერთების გზით;

მე-2 საკითხზე – კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმდეს სს „ინდუსტრია-ინვესტის“ მიერ გამოსყიდული აქციები და, შესაბამისად, ხელახლა განისაზღვროს საზოგადოების გამოშვებული აქციების რაოდენობა და კაპიტალი;

მე-3 საკითხზე – საზოგადოების იურიდიულ მისამართად განისაზღვროს ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ, №11;

მე-4 საკითხზე – შეტანილ იქნეს ცვლილებები საზოგადოების წესდებაში, დღის წესრიგის მე-2 და მე-3 საკითხებიდან გამომდინარე.

აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 10 ნოემბერი.

აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 9 საათიდან.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საზოგადოების ოფისში ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №11-ში; ტელეფონი (422) 270596, მობ.: 577408017. კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან“ (თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 74, მე-7 სართული, ტელ.: (32)2226418) ან მის წარმომადგენლობაში ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ., №37, მობ. ტელ.: 5(99)158806).

სს „ინდუსტრია-ინვესტის“ სამეთვალყურეო საბჭო