საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2016
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №501
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019567
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №501
2016 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური (შემდგომში - სამსახური).
2. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. სამსახურის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 2🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 5 დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს სამსახურის დებულების დამტკიცება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი