პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.11.2016
ძალაში შესვლა 01.12.2016
გამომცემი ორგანო №
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.038.016741
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2016
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| № | თარიღი |
| მედიკამენტის დასახელება | მედიკამენტის ოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დამტკიცების და განხორციელების წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.01.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ პენიტენციურ დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №148/№01-47/ნ
2016 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 25-ე მუხლებისა და „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის დამტკიცების და განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის №01-5/ნ-№12 ერთობლივი ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები
მუხლი 1🔗. წესის/პირობების მოქმედების სფერო
1. ეს წესი/პირობები განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) განთავსებული C ჰეპატიტით დაავადებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის (შემდგომში – ბენეფიციარი) სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესსა და პირობებს.
2. დაწესებულებებში C ჰეპატიტით დაავადებულi ბენეფიციარისთვის პროგრამის მიწოდება ხორციელდება „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით (შემდგომში – დადგენილება) განსაზღვრული წესით, თუ ამ წესით/პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2🔗. დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა
1. დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამას, რომლის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – განმახორციელებელი).
2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის პროგრამის მიმწოდებელს წარმოდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. პროგრამას მართავს სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი).
მუხლი 3🔗. პროგრამის ბენეფიციარი
1. პროგრამაში ბენეფიციარის ჩართვა ხორციელდება დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
2. ბენეფიციარი პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
მუხლი 4🔗. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
1. პროგრამა ითვალისწინებს დადგენილებით განსაზღვრულ სკრინინგული კვლევის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის კომპონენტებს.
2. პროგრამის მოსარგებლეებისთვის სკრინინგული/დიაგნოსტიკის/მკურნალობის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებისა) მიწოდებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
მუხლი 5🔗. სერვისის მიწოდების ზოგადი პირობები
1. სერვისის მისაწოდებლად, სამინისტროს მხრიდან დაცული უნდა იყოს მედიკამენტების უსაფრთხო შენახვა, გაცემა და ცივი ჯაჭვით უზრუნველყოფა, რაც მოიცავს:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სპეციალური პირის გამოყოფას, რომელსაც პასუხისმგებლობა დაეკისრება C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე;
ბ) C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის შესანახად, ცეცხლგამძლე კარადა-სეიფის გამოყოფას, ასევე ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინვენტარის არსებობას;
გ) C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის გასაცემი ოთახის და ცეცხლგამძლე კარადა-სეიფის დაკეტვას სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ;
დ) განმახორციელებლისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ხარჯვისა და ბრუნვის შესახებ ინფორმაციის ასახვას დადგენილებით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში;
ე) მკურნალობის გვერდითი ეფექტების ელექტრონულ პროგრამაში ასახვის უზრუნველყოფას.
2. სამინისტრო პროგრამის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას ბენეფიციარის პერსონალური მონაცემები, კერძოდ:
ა) მონაცემთა ბაზასთან მომუშავე პასუხისმგებელ პირებს ეძლევათ უნიკალური მომხმარებლის სახელი (user name) და საშვი (password); კატეგორიულად იკრძალება ამ მონაცემების სხვისთვის გადაცემა ან სხვისი მომხმარებლის სახელით და საშვით მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
ბ) მონაცემთა ბაზის მომხმარებლებს ენიჭებათ მონაცემებთან ხელმისაწვდომობის (data access-ის) სხვადასხვა პრივილეგია, რაც მინიმუმამდე ზღუდავს, შეგნებულად ან უნებლიედ, მონაცემთა ბაზაში ჩანაწერების დაზიანებას (შეცვლას, წაშლას და ა.შ.);
გ) თითოეული თანამშრომელი, რომელიც შეამჩნევს ან ეჭვს შეიტანს მონაცემთა უსაფრთხოების/კონფიდენციალობის დარღვევაზე, ვალდებულია, შეატყობინოს დაწესებულების ხელმძღვანელობას და იმ პიროვნებას, ვინც პასუხისმგებელია მონაცემთა უსაფრთხოებაზე დაწესებულებაში;
დ) კონფიდენციალობის დარღვევის ყოველი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ერთი ან რამდენიმე ინდივიდის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას/გაჟონვას, ექვემდებარება რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
3. სამინისტრო სადიაგნოსტიკო მომსახურების შესყიდვას ახორციელებს კონტრაქტორების მეშვეობით, რომელთა შერჩევაც ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. სერვისის მიწოდების განსაკუთრებული პირობები
1. სამინისტრო ვალდებულია, №5, №11, №12, №14, №15, №16 და №17 დაწესებულებებში განთავსებული ბენეფიციარებისთვის, კვირაში 7 დღის განმავლობაში, სერვისის მისაწოდებლად შექმნას შესაფერისი გარემო/პირობები, მათ შორის, გამოყოს 10-15 მ2 ფართის ოთახი. ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეთვალყურეობა ელექტრონული საშუალებით (მედიკამენტის მიღების პროცესის გასაკონტროლებლად), რომელსაც შესაძლებლობა ექნება უზრუნველყოს ჩანაწერის შენახვა „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებით დადგენილი წესით.
2. სამინისტრო ვალდებულია, №2, №3, №6, №7, №8, №9 და №18 დაწესებულებებში განთავსებული ბენეფიციარებისთვის, კვირაში 7 დღის განმავლობაში, უზრუნველყოს სერვისის მიწოდება, ასევე მედიკამენტების შესანახად გამოყოს 10-15 მ2 ფართის ოთახი.
3. ბენეფიციარისათვის დაუშვებელია:
ა) პროგრამის ფარგლებში მიღებული მედიკამენტის სხვა პირისათვის დათმობა/რეალიზაცია;
ბ) მედიკამენტის ან მისი შეფუთვის (კოლოფის, ბოთლის, ბარკოდის სტიკერის) დაზიანება, გაყალბება, გაყალბების მცდელობა.
4. ბენეფიციარისთვის თვის განმავლობაში მიწოდებული მედიკამენტების საერთო რაოდენობა სამედიცინო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება ყოველთვიურად, ბენეფიციარის პირადი ნომრის ან სხვა სახის საიდენტიფიკაციო მონაცემის მითითებით.
მუხლი 7🔗. დაწესებულებებში მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები
1. ამ წესის/პირობების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში მოთავსებულ ბენეფიციარებს პეგილირებული ინტერფერონის ინიექცია უკეთდებათ სერვისის მისაწოდებლად გამოყოფილ ოთახში, სამედიცინო პერსონალის მიერ, სამკურნალო სქემის შესაბამისად. რიბავირინის გაცემა ხორციელდება არაუმეტეს ერთი კვირის მარაგის ოდენობით, ხოლო სოფოსბუვირის/ჰარვონის გაცემა ხორციელდება DOT პრინციპით, ყოველდღიურად, სერვისის მისაწოდებლად გამოყოფილ ოთახში, სამედიცინო პერსონალისა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ქვეშ მედიკამენტის მიღებით.
2. ამ წესის/პირობების მე-6 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ბენეფიციარებზე მედიკამენტების გაცემის პროცესის უზრუნველყოფისა და კონტროლის მიზნით იქმნება არანაკლებ 3 წევრისაგან შემდგარი მობილური ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი). ჯგუფი შედგება არანაკლებ ერთი ექთნის/ექიმის და დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებისგან.
3. ამ წესის/პირობების მე-6 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ჯგუფი მედიკამენტის მიწოდებას უზრუნველყოფს ბენეფიციარის განთავსების ადგილთან (საკანი/პალატა). იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი საკანში/პალატაში განთავსებულია მარტო და მის მიმართ მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, ჯგუფი უფლებამოსილია ბენეფიციარზე მედიკამენტი გასცეს უშუალოდ განთავსების ადგილზე.
4. მედიკამენტის გაცემა ამ წესის/პირობების მე-6 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგი წესით:
ა) რიბავირინი გაიცემა არაუმეტეს ერთი კვირის მარაგის ოდენობით;
ბ) სოფოსბუვირი/ჰარვონი გაიცემა DOT პრინციპით, ყოველდღიურად, განთავსების ადგილზე მედიკამენტის მიღებით, ჯგუფის კონტროლით;
გ) პეგილირებული ინტერფერონი ბენეფიციარებს უკეთდებათ ინიექციის სახით, ჯგუფის ექთნის/ექიმის მიერ, სამკურნალო სქემის შესაბამისად;
5. თითოეულ ბენეფიციარზე დგება მედიკამენტის მიღების აღრიცხვის ფურცელი (დანართი №1), რომელშიც ბენეფიციარი მედიკამენტის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მედიკამენტის მიღების აღრიცხვის ფურცელში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ჯგუფის წევრის მიერ.
6. ბენეფიციარის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ან პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღების აღრიცხვის ფურცელი ინახება ბენეფიციარის სამედიცინო ბარათში.
მუხლი 8🔗. მედიკამენტის შეტანა დაწესებულებაში
1. დადგენილებით განსაზღვრული C ჰეპატიტის მართვის პროგრამის მკურნალობის კომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისიის (შემდგომში -კომისია) მიერ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელი სამინისტროს აწვდის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს.
2. პროგრამის განმახორციელებლის მიერ სამინისტროსათვის მედიკამენტის მიწოდების შემდეგ, დაწესებულებაში მედიკამენტის შეტანა ხორციელდება სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამედიცინო ლოჯისტიკის სამმართველოს (შემდგომში –
სამედიცინო ლოჯისტიკის სამმართველო) მიერ. მედიკამენტი ჰბარდება დაწესებულების აფთიაქს, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი №2).
3. დაწესებულების აფთიაქიდან მედიკამენტის გატანას უზრუნველყოფს დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
4. დაწესებულების აფთიაქში ჩაბარებული მედიკამენტები შემდგომში ინახება სერვისის მისაწოდებლად/მედიკამენტების შესანახად გამოყოფილ ოთახში, სპეციალურ სეიფში. მედიკამენტების შესანახად გამოყოფილი ოთახიდან მედიკამენტების გატანა ხორციელდება ჯგუფის მიერ, ბენეფიციარებზე გაცემის მიზნით.
5. სამოქალაქო სექტორში პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში დაწესებულების სოციალური მუშაკი, სამედიცინო დეპარტამენტთან კოორდინაციით, უკავშირდება ბენეფიციარის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირს, ბენეფიციარის მედიკამენტების დაწესებულებისათვის მიწოდების მიზნით. ბენეფიციარის ახლო ნათესავის მიერ მედიკამენტის დაწესებულებაში მოტანის შემთხვევაში ბენეფიციარის ახლო ნათესავსა და დაწესებულების წამლის სამარაგოს პასუხისმგებელ პირს/ფარმაცევტს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის მთავარ ექიმს/ექიმს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ჩაბარებული მედიკამენტი ინახება ამ წესის/პირობების შესაბამისად.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში ბენეფიციარს არ ჰყავს ახლო ნათესავი ან მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ბენეფიციარის საცხოვრებლიდან მედიკამენტის წამოღებას, შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაწესებულების სოციალური მუშაკი, მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 9🔗. ბენეფიციარის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში
1. ბენეფიციარის სხვა დაწესებულებაში გეგმური გადაყვანის შემთხვევაში მედიკამენტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს მოსამსახურეთა ჯგუფი (შემდგომში – საბადრაგო ჯგუფი).
2. გადაუდებელ შემთხვევებში, ბენეფიციარის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, როდესაც ვერ ხერხდება საბადრაგო ჯგუფის მიერ მედიკამენტის ტრანსპორტირება, აღნიშნულის განხორციელებას უზრუნველყოფს დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლებისაგან დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ჯგუფი (შემდგომში – ტრანსპორტირების ჯგუფი). იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ პირებს არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი, ტრანსპორტირების ჯგუფში შეიყვანება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარის სამმართველოს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შესაბამისი მოსამსახურე.
3. ტრანსპორტირების/საბადრაგო ჯგუფის მოსამსახურეს მედიკამენტი გადაეცემა დალუქულ მდგომარეობაში, დაწესებულების მთავარი ექიმის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ექიმის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომლიდანაც ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში/ნაწილში, ხოლო მეორე გადაეცემა ტრანსპორტირების/საბადრაგო ჯგუფის მოსამსახურეს.
4. მედიკამენტის სხვა დაწესებულებაში გადატანისას მედიკამენტი გადაეცემა ბენეფიციარის მიმღები დაწესებულების მთავარ ექიმს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ექიმს, რომელიც ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს. მიღება-ჩაბარების აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება მიმღები დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში/ნაწილში, ხოლო მეორე გადაეცემა ტრანსპორტირების/საბადრაგო ჯგუფის მოსამსახურეს.
მუხლი 10🔗. ბენეფიციარის საექსპერტო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა
1. ბენეფიციარის საექსპერტო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, დაწესებულების მთავარი ექიმი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ექიმი აკეთებს მიმართვას საექსპერტო დაწესებულების ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს სახელზე. მიმართვა მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) მედიკამენტის დასახელება;
ბ) მედიკამენტის ოდენობა;
გ) ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
დ) მედიკამენტის მიღების წესი;
ე) მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (საჭიროების შემთხვევაში).
2. მიმართვასთან ერთად, საექსპერტო დაწესებულებას ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს ეგზავნება მედიკამენტის მიღების აღრიცხვის ფურცლის (დანართი №1) ბეჭდით დამოწმებული ასლი, რომელშიც ბენეფიციარისა და შესაბამისი დაწესებულების ექიმის ან ექთნის მიერ ფიქსირდება მედიკამენტის მიღების ფაქტი.
3. მედიკამენტის საექსპერტო დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ტრანსპორტირება ხორციელდება ამ წესის/პირობების მე-9 მუხლის შესაბამისად.
4. ბენეფიციარის საექსპერტო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, მედიკამენტები საბადრაგო ჯგუფის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გადაეცემა საექსპერტო დაწესებულების ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს შესაბამის თანამშრომელს.
5. თუ საექსპერტო დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ჩაბარებული მედიკამენტი არ გაიხარჯება სრულად, მედიკამენტის დარჩენილი რაოდენობა, ბენეფიციარის გადმოყვანასთან ერთად, ბრუნდება დაწესებულებაში. დაბრუნებული მედიკამენტები აღიწერება საექსპერტო დაწესებულების ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ წერილობითი ფორმით და დალუქულ მდგომარეობაში გადაეცემა საბადრაგო ჯგუფის შესაბამის მოსამსახურეს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. საბადრაგო ჯგუფის მოსამსახურის მიერ დაბრუნებული მედიკამენტები გადაეცემა დაწესებულების მთავარ ექიმს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ექიმს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
მუხლი 11🔗. პროგრამის მიწოდების შეწყვეტა
1. ბენეფიციარისათვის პროგრამის მიწოდების შეწყვეტა ხდება დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, რის თაობაზეც დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ დგება პროგრამის შეწყვეტის აქტი. აქტში მიეთითება:
ა) პროგრამის მიწოდების შეწყვეტის თარიღი;
ბ) პროგრამის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი;
გ) მედიკამენტის დასახელება;
დ) მედიკამენტის დარჩენილი ოდენობა.
2. მედიკამენტის დარჩენილი ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინახება დაწესებულებაში დალუქულ მდგომარეობაში. პროგრამის მიწოდების შეწყვეტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი/ნაწილი შეტყობინებას უგზავნის სამედიცინო დეპარტამენტს, რის შემდეგაც სამედიცინო დეპარტამენტი პროგრამის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, თავის მხრივ, ატყობინებს პროგრამის განმახორციელებელს.
3. პროგრამის განმახორციელებლისათვის დარჩენილი მედიკამენტის დაბრუნებას უზრუნველყოფს სამედიცინო ლოჯისტიკის სამმართველო, განმახორციელებელთან შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 12🔗. ბენეფიციარის დაწესებულებიდან გათავისუფლება
1. ბენეფიციარის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში საექიმო-სამედიცინო პუნქტი/სამედიცინო ნაწილი ახორციელებს ბენეფიციართა წერილობით ინფორმირებას მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის და სამოქალაქო სექტორში არსებული სერვისის მიმწოდებელი კლინიკების შესახებ, ხოლო ბენეფიციარი ახდენს მათთვის სასურველი კლინიკის შერჩევას.
2. მედიკამენტის გაუხარჯავი რაოდენობა (სოფოსბუვირის/ჰარვონის შემთხვევაში, გახსნილი ბოთლი) ბენეფიციარის დაწესებულებიდან გათავისუფლებისას გაიცემა ბენეფიციარზე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. ბენეფიციარის დაწესებულებიდან გათავისუფლების ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე სამედიცინო დეპარტამენტი არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა განმახორციელებელს წერილობით აცნობებს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ბენეფიციარის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, მამის სახელი, პირადი ნომერი ან სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი);
ბ) საცხოვრებელი ადგილი;
გ) საკონტაქტო ტელეფონი;
დ) მკურნალობის პროცესში ბენეფიციარის მიერ გახარჯული და გაუხარჯავი მედიკამენტების რაოდენობა;
ე) ბენეფიციარის მიერ შერჩეული სერვისის მიმწოდებელი კლინიკის დასახელება;
ვ) მედიკამენტების მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. დაწესებულების დატოვების შემდეგ, ბენეფიციარი მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად ვალდებულია, დაწესებულების დატოვებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადისა დარეგისტრირდეს მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში შერჩეულ სამოქალაქო სექტორში სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში.
დანართი №1
მედიკამენტის მიღების აღრიცხვის ფურცელი
დაწესებულება __________________________________________________________________________
_____
(დასახელება, მისამართი)
ბენეფიციარის სახელი, გვარი __________________________________________________________________
__
დაბადების თარიღი ___________________________________________________________________________
პირადი ნომერი ______________________________________________________________________________
(პირადი ნომერის არქონისას – სხვა სახის საიდენტიფიკაციო მონაცემი)
მკურნალობის დაწყების თარიღი ______ ___________ ____________
__
რიცხვი თვე წელი
დანიშნულება და მედიკამენტის ყოველდღიური ოდენობა ______________________________
__________
_____________________________________________________________________________
_________
№
თარიღი
მედიკამენტის დასახელება და შესაბამისი კოდი
მედიკამენტის რაოდენობა
ბენეფიციარის ხელმოწერა
ექთნის ხელმოწერა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დანართი №2
მედიკამენტის მიღება-ჩაბარების აქტი
მედიკამენტის გამცემი პირი (სახელი, გვარი, თანამდებობა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მედიკამენტის მიმღები პირი (სახელი, გვარი, თანამდებობა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბენეფიციარის გვარი და სახელი, ვისთვისაც განკუთვნილია ფარმაცევტული პროდუქტი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მედიკამენტის დასახელება
მედიკამენტის ოდენობა
მედიკამენტის გამცემი/შემომტანი პირის სახელი და გვარი
მედიკამენტის მიმღები პირის სახელი და გვარი
მედიკამენტის გაცემის თარიღი
მედიკამენტის მიღების თარიღი
მედიკამენტის გამცემი პირის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––
მედიკამენტის მიმღები პირის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––