შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით
მიღების თარიღი 10.07.2015
ძალაში შესვლა 18.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №35/86
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016434
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით: | ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით: |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
კანონი (2)
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ 24.12.1998
- კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ 23.02.1996
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (2)
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი „„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) "
- კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი „„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) "
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (ესბ) შორის ჩარჩო ხელშეკრულება (არეგულირებს ესბ-ს საქმიანობას საქართველოში)
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით
შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით
ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას (თითოეული მოხსენიებული როგორც „მხარე“, და ერთად მოხსენიებული როგორც „მხარეები“) სურთ შეთანხმების დადება, საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით;
ვინაიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შემოიღო პირობები, რომლებიც საზოგადოდ ცნობილია როგორც “უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტი” (“FATCA”), რომელიც კონკრეტულ ანგარიშებთან მიმართებაში, აწესებს ანგარიშგების რეჟიმს ფინანსური დაწესებულებებისთვის;
ვინაიდან საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) ძირითადი პოლიტიკის მიზანს, გააუმჯობესოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;
ვინაიდან უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტმა (FATCA) წამოსწია რიგი საკითხებისა, მათ შორის ის, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სირთულეების გამო, შესაძლოა, ქართულმა ფინანსურმა დაწესებულებებმა ვერ შეძლონ უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) ცალკეულ დებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ვინაიდან, მთავრობათაშორისი მიდგომა უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) განხორციელების მიმართ, შეეხება სამართლებრივ სირთულეებს და შეამცირებს ქართული ფინანსური დაწესებულებების ტვირთს;
ვინაიდან მხარეებს სურთ გააფორმონ შეთანხმება საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით და მოახდინონ უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების უზრუნველყოფა შიდა ანგარიშგებასა და ავტომატური გაცვლის საფუძველზე (ექვემდებარება კონფიდენციალურობასა და სხვა დაცვას, რაც აქ არის გათვალისწინებული, მათ შორის, პირობებს, რომლებიც ზღუდავს გაცვლილი ინფორმაციის გამოყენებას);
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
1. ამ შეთანხმების მიზნებისთვის და მისი ნებისმიერი დანართისთვის („შეთანხმება“) შემდეგ ტერმინებს ექნებათ მნიშვნელობები, როგორც ქვემოთაა განსაზღვრული:
ა) ტერმინი „შეერთებული შტატები“ ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის შტატებს და გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას, მათ შორის, შიდა წყლებს, საჰაერო სივრცეს, ტერიტორიული ზღვის და ზღვის მიმდებარე ნებისმიერ ტერიტორიას ტერიტორიული ზღვის გარეთ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შეუძლია განახორციელოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მაგრამ არ მოიცავს შეერთებული შტატების ტერიტორიებს. შეერთებული შტატების „შტატი“-ის ნებისმიერი ხსენება მათ შორის მოიცავს კოლუმბიის ფედერალურ ოლქსაც;
ბ) ტერმინი „შეერთებული შტატების ტერიტორია“ აღნიშნავს ამერიკულ სამოას, ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების თანამეგობრობას, გუამს, პუერტო რიკოს თანამეგობრობას, ან შეერთებული შტატების ვირჯინის კუნძულებს;
გ) ტერმინი „შშს“ (“IRS”) ნიშნავს შეერთებული შტატების შიდა შემოსავლების სამსახურს;
დ) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საქართველოს და გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიას, მათ შორის, შიდა წყლებს, საჰაერო სივრცეს, ტერიტორიული ზღვის და ზღვის მიმდებარე ნებისმიერ ტერიტორიას ტერიტორიული ზღვის გარეთ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შეუძლია განახორციელოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
ე) ტერმინი „პარტნიორის იურისდიქცია“ ნიშნავს იურისდიქციას, რომელსაც ძალაში აქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რათა ხელი შეუწყოს უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) განხორციელებას. შშს (შეერთებული შტატების შიდა შემოსავლების სამსახური) გამოაქვეყნებს სიას, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორის ყველა იურისდიქციას;
ვ) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(1) შეერთებული შტატების შემთხვევაში, ხაზინის მდივანს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს; და
(2) საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
ზ) ტერმინი „ფინანსური დაწესებულება“ ნიშნავს დახურული ტიპის დაწესებულებას, სადეპოზიტო დაწესებულებას, საინვესტიციო სუბიექტს ან სპეციალიზებულ სადაზღვევო კომპანიას;
თ) ტერმინი „დახურული ტიპის დაწესებულება“ აღნიშნავს ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც, თავისი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილის სახით, სხვათა ხარჯზე ფლობს ფინანსურ აქტივებს. სუბიექტი ფლობს ფინანსურ აქტივებს სხვათა ხარჯზე, როგორც თავისი ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს, თუ სუბიექტის მთლიანი შემოსავალი, რომელიც მიეკუთვნება ფინანსური აქტივების ფლობას და მასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურებები ტოლია ან აჭარბებს სუბიექტის მთლიანი შემოსავლის 20%-ს შემდეგი პერიოდის განმავლობაში: (i) სამწლიანი პერიოდი, რომელიც სრულდება 31 დეკემბერს (ან საანგარიშო პერიოდის არაკალენდარული წლის ბოლო დღეს) იმ წლამდე, რომელშიც ხდება განსაზღვრა; ან (ii) პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სუბიექტი არსებობს;
ი) ტერმინი „სადეპოზიტო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც იღებს დეპოზიტებს ჩვეულებრივი საბანკო ან მსგავსი საქმიანობის წესით.
კ) ტერმინი „საინვესტიციო სუბიექტი“ ნიშნავს ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც ბიზნესის სახით ახორციელებს (ან მართულია იმ სუბიექტით, რომელიც ახორციელებს ბიზნესის სახით) ერთ ან მეტ შემდეგ საქმიანობას ან ოპერაციებს კლიენტისთვის, ან კლიენტის სახელით:
(1) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებით (ჩეკები, ბანკნოტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, წარმოებულები და სხვ.) ვაჭრობა; ვაჭრობა უცხოური ვალუტით, საპროცენტო განაკვეთებით და ინდექსის ინსტრუმენტებით; ტრანსფერული ფასიანი ქაღალდებით; ან სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობა;
(2) ინდივიდუალური და კოლექტიური პორტფელის მართვა; ან
(3) სხვა პირების სახელით სახსრების ან ფულის სხვაგვარი ინვესტირება, ადმინისტრირება ან მართვა.
ეს ქვეპარაგრაფი 1(კ) უნდა განიმარტოს იმ წესით, რომელიც შეესაბამება განსაზღვრებაში „ფინანსური დაწესეულება“ საფინანსო საქმიანობის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებში გამოყენებული ენის მსგავს ენას;
ლ) ტერმინი „სპეციფიცირებული სადაზღვევო კომპანია“ აღნიშნავს ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც არის სადაზღვევო კომპანია (ან სადაზღვევო კომპანიის მფლობელი კომპანია), რომელიც ახორციელებს ან ვალდებულია მოახდინოს გადახდები ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულებასთან ან ანუიტეტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით;
მ) ტერმინი „საქართველოს ფინანსური დაწესებულება“ აღნიშნავს (i) ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებას საქართველოში, გარდა ასეთი ფინანსური დაწესებულების ნებისმიერი ფილიალისა, რომელიც განლაგებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, და (ii) ფინანსური დაწესებულების ნებისმიერი ფილიალისა, რომელიც არ მდებარეობს საქართველოში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფილიალი განლაგებულია საქართველოში;
ნ) ტერმინი „პარტნიორის იურისდიქციის ფინანსური დაწესებულება“ ნიშნავს (i) ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც დაარსებულია პარტნიორის იურისდიქციის ფარგლებში, გარდა ასეთი ფინანსური დაწესებულების ნებისმიერი ფილიალისა, რომელიც განლაგებულია პარტნიორის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, და (ii) ფინანსური დაწესებულების ნებისმიერი ფილიალი, რომელიც არ არის დაფუძნებული პარტნიორის იურისდიქციის ფარგლებში, თუ ასეთი ფილიალი განლაგებულია პარტნიორის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
ო) ტერმინი „ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება“ აღნიშნავს საქართველოს ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც არ არის ანგარიშის არწარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება;
პ) ტერმინი „ანგარიშის არწარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება“ ნიშნავს საქართველოს ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებას ან სხვა სუბიექტს, რომელიც არის საქართველოს რეზიდეტი, რომელიც აღწერილია დანართ II-ში როგორც ანგარიშის არწარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება, ან რომელიც სხვაგვარად ითვლება შესაბამის უცხოურ ფინანსური ინსტიტუტისთვის, ან შეერთებული შტატების შესაბამისი სახაზინო დებულების მიხედვით, გათავისუფლებულ ბენეფიციარ მესაკუთრედ;
ჟ) ტერმინი „არამონაწილე ფინანსური ინსიტუტი“ აღნიშნავს არამონაწილე ფინანსურ ინსტიტუტს, ეს ტერმინი განსაზღვრულია როგორც შეერთებული შტატების შესაბამის სახაზინო დებულებაში, მაგრამ იგი არ მოიცავს საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტს, ან სხვა პარტნიორის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ფინანურ ინსტიტუტს, გარდა იმ ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც, ამ შეთანხმების მუხლი 5🔗-ის ქვეპარაგრაფი 3(ბ)-ის, ან შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ იურისდიქციას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისი პირობის თანახმად, ითვლება არამონაწილე ფინანსურ ინსტიტუტად;
რ) ტერმინი „ფინანსური ანგარიში“ აღნიშნავს ფინანსური ინსტიტუტის მიერ შენახულ ანგარიშს და მასში შედის:
(1) იმ სუბიექტის შემთხვევაში, რომელიც ფინანსური ინსტიტუტია მხოლოდ იმ გაგებით, რომ იგი საინვესტიციო სუბიექტია, ნებისმიერი კაპიტალი ან ვალის პროცენტი (გარდა იმ პროცენტისა, რომლით ვაჭრობაც რეგულარულად ხდება არსებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე) ფინანსურ დაწესებულებაში;
(2) იმ ფინანსური ინსტიტუტი შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ მუხლის ქვეპარაგრაფ 1(რ)(1)-ში, ნებისმიერი კაპიტალი ან ვალის პროცენტი ფინანსურ დაწესებულებაში (გარდა იმ პროცენტისა, რომლით ვაჭრობაც რეგულარულად ხდება არსებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე), თუ (i) ვალის ან კაპიტალის პროცენტი განსაზღვრულია, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ძირითადად იმ აქტივებზე მითითებით, რომლებიც წარმოშობს შეერთებული შტატების წყაროდან დაკავებად გადახდებს (Source Withholdable Payments), და (ii) პროცენტების კლასი შეიქმნა შეთანხმების შესაბამისად ანგარიშგების თავიდან აცილების მიზნით; და
(3) ნებისმიერი ფულადი სახსრების ღირებულების ხელშეკრულება და ნებისმიერი ანუიტეტის ხელშეკრულება, რომელიც გაცემულია ან შენარჩუნებულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ, გარდა არა საინვესტიციოსთან დაკავშირებული, არა ტრანსფერული პირდაპირი სიცოცხლის ანუიტეტი, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირზე და ფულად აქცევს პენსიას ან ინვალიდობის სარგებელს, რომელიც უზრუნველყოფილია იმ ანგარიშით, რომელიც არ არის გათვალისწინებული დანართ II-ში მოცემული ფინანსური ანგარიშის განსაზღვრებით;
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ტერმინი „ფინანსური ანგარიში“ არ მოიცავს ნებისმიერ ანგარიშს, რომელიც არ არის გათვალისწინებული დანართ II-ში მოცემული ფინანსური ანგარიშის განსაზღვრებით. ამ შეთანხმების მიზნებისთვის, „რეგულარულად ხდება პროცენტებით ვაჭრობა“ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე საფუძველზე, პროცენტთან დაკავშირებით, სახეზეა ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობა, და „არსებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი“ აღნიშნავს გაცვლას, რომელიც იმ ხელისუფლების ორგანოს მიერ ოფიციალურადაა ორგანიზებული და გაკონტროლებული, სადაც ბაზარია განლაგებული და რომელიც აქციების მნიშვნელოვანი წლიური ღირებულებით ვაჭრობს ვალუტის გაცვლის საფუძველზე. ამ ქვეპარაგრაფი 1(რ)-ს მიზნებისთვის, ფინანსურ დაწესებულებაში არ ხდება პროცენტით „რეგულარული ვაჭრობა“ და განიხილება, როგორც ფინანსური ანგარიში, იმ შემთხვევაში, თუ პროცენტის მფლობელი (გარდა ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც მოქმედებს, როგორც შუამავალი) რეგისტრირებულია ასეთი ფინანსური ინსტიტუტის კლიენტთა სიაში. წინა წინადადება არ შეეხება იმ პროცენტს, რომელიც, 2014 წლის 1 ივლისამდე პირველად იქნება დარეგისტრირებული ასეთი ფინანსური ინსტიტუტის კლიენტთა სიაში და იმ პროცენტებთან დაკავშირებით, რომლებიც პირველად იქნება დარეგისტრირებული ასეთი ფინანსური ინსტიტუტის კლიენტთა სიაში 2014 წლის 1 ივლისს ან მას შემდეგ. ფინანსურ დაწესებულებას არ მოეთხოვება წინა წინადადების გამოყენება 2016 წლის 1 იანვრამდე;
ს) ტერმინი „სადეპოზიტო ანგარიში“ მოიცავს ნებისმიერ კომერციულ, მიმდინარე საჩეკო, შემნახველ, ვადიან ან სწრაფ ანგარიშს, ან ანგარიშს, რომელიც დადასტურებულია სადეპოზიტო სერტიფიკატით, სწრაფი სერტიფიკატით, საინვესტიციო სერტიფიკატით, სავალო (დავალიანების) სერტიფიკატით, ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტით, რომელიც შენახულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საბანკო ან მსგავსი საქმიანობის სტანდარტულ სიტუაციაში. სადეპოზიტო ანგარიში, ასევე, მოიცავს ოდენობას, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ფლობს გარანტირებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან ან მსგავს შეთანხმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პროცენტის გადახდის ან გაცემის მიზნით;
ტ) ტერმინი „სამეურვეო ანგარიში“ აღნიშნავს ანგარიშს (გარდა სადაზღვევო ხელშეკრულებისა და ანუიტეტის ხელშეკრულებისა), რომელიც გახსნილია სხვა პირის სარგებლისთვის, რომელიც ფლობს ნებისმიერ ფინანსურ ინსტურმენტს ან ხელშეკრულებას, რომელიც შემუშავებულია ინვესტიციისთვის (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, წილი ან აქცია საწარმოში, ბანკნოტა, ობლიგაცია, სავალო ხელწერილი, ან დავალიანების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება, სავალუტო ან სასაქონლო გარიგება, სვოპი საკრედიტო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმაზე (სვოპი კრედიტის დეფოლტზე), სვოპი, რომელიც დაფუძნებულია არაფინანსურ ინდექსზე, პირობითი ძირითადი ხელშეკრულება, სადაზღვევო ხელშეკრულება ან ანუიტეტის ხელშეკრულება და ნებისმიერი ვარიანტი ან სხვა წარმოებული ინსტრუმენტი);
უ) ტერმინი „კაპიტალის პროცენტი“ აღნიშნავს, იმ კომპანიის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს ფინანსურ დაწესებულებას, როგორც კაპიტალის, ასევე, მოგების პროცენტს კომპანიაში. იმ ტრასტის შემთხვევაში, რომელიც ფინანსური დაწესებულებაა, ითვლება, რომ კაპიტალის პროცენტის მფლობელია ნებისმიერი პირი, რომელიც განიხილება ტრასტის დამფუძნებლად ან მთლიანი ტრასტის ან მისი ნაწილის ბენეფიციარად, ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ტრასტის საბოლოო ეფექტური კონტროლით. სპეციფიცირებული შეერთებული შტატების პიროვნება განიხილება უცხოური ტრასტის ბენეფიციარად იმ შემთხვევაში თუ ამ სპეციფიცირებულ შეერთებული შტატების პიროვნებას აქვს უფლება პირდაპირ ან არაპირდაპირ (მაგალითად, ნომინალური მფლობელის მეშვეობით) მიიღოს მინდობილი დივიდენდი, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს დისკრეციული დივიდენდი ტრასტიდან;
ფ) ტერმინი „სადაზღვევო კონტრაქტი“ აღნიშნავს კონტრაქტს (გარდა ანუიტეტის ხელშეკრულებისა), რომლის საფუძველზეც გამცემი თანახმაა გადაიხადოს თანხა სპეციფიკური გაუთვალისწინებელი შემთხვევის არსებობისას, რომელიც მოიცავს სიკვდილს, ავადმყოფობას, უბედურ შემთხვევას, ვალდებულებას, ან საკუთრების რისკს;
ქ) ტერმინი „ანუიტეტის ხელშეკრულება“ აღნიშნავს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც გამცემი თანახმაა გააკეთოს გადახდები იმ დროის პერიოდისთვის, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრულია ერთი ან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობით. ტერმინი, ასევე, მოიცავს ხელშეკრულებას, რომელიც ითვლება ანუიტეტის ხელშეკურლებად, იმ იურისდიქციის სამართლის, წესების ან პრაქტიკის შესაბამისად, რომელშიც ხელშეკურლება გაიცა და რომლის მიხედვითაც გამცემი თანახმაა გააკეთოს გადახდები წლების ვადით;
ღ) ტერმინი „ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულება“ აღნიშნავს დაზღვევის ხელშეკურლებას (გარდა ორ სადაზღვევო კომპანიას შორის გარანტიის გადაზღვევის ხელშეკრულებისა), რომლის ფულადი სახსრების ღირებულება აღემატება 50000 აშშ დოლარს;
ყ) ტერმინი „ფულადი სახსრების ღირებულება“ აღნიშნავს დიდ ოდენობას, რომლის მიღების უფლებაც აქვს პოლისის მფლობელს ხელშეკრულებაზე უარის თქმის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (რომელიც განსაზღვრულია ნებისმიერი უარის თქმის საფასურის ან პოლისის ვალის შემცირების გარეშე), და (ii) ეს ოდენობა პოლისის მფლობელმა შეიძლება ისესხოს ამ ხელშეკრულების საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით. ზემოხსენებულის მიუხედავად, ტერმინი „ფულადი სახსრების ღირებულება“ არ მოიცავს ოდენობას, რომელიც გადასახდელია დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც:
(1) პირადი დაზიანების ან ავადმყოფობის სარგებელი ან სხვა სარგებელი, რომელიც უზურნველყოფს იმ ეკონომიკური ზარალის კომპენსაციას, რაც წარმოიშობა დაზღვეული შემთხვევის დადგომისას;
(2) პოლისის მფლობელისთვის დაზღვევის ხელშეკრულების (გარდა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებისა) საფუძველზე, წინათ გადახდილი პრემიის დაბრუნება, პოლისის გაუქმების ან შეწყვეტის, დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში რისკისადმი დაქვემდებარების შემცირების შემთხვევაში, ან რაც გამოწვეულია პრემიის გადახედვით, გაყვანილობის კორექტირების ან სხვა მსგავსი შეცდომის გამო; ან
(3) პოლისის მფლობელის დივიდენდი, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების ან ჩართული ჯგუფის ანდერრაიტინგის გამოცდილებას.
შ) ტერმინი „შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიში“ აღნიშნავს ფინანსურ ანგარიშს, რომელიც ინახება ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური ინსტიტუტის მიერ და მას ფლობს ერთი ან მეტი სპეციფიცირებული შეერთებული შტატების პიროვნება ან არა შეერთებული შტატების სუბიექტი ერთი ან მეტი მაკონტროლებელი პირით, რომელიც არის სპეციფიცირებული შეერთებული შტატების პირი. ზემოხსენებულის მიუხედავად, ანგარიში არ უნდა იქნეს განხილული როგორც შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიში, თუ ასეთი ანგარიში, დანართი I-ით განსაზღვრული სათანადო ზრუნვის პროცედურების გამოყენების შემდეგ, არ არის განსაზღვრული როგორც შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიში;
ჩ) ტერმინი „ანგარიშის მფლობელი“ აღნიშნავს პირს, რომელიც ფინანსური ინსტიტუტის მიერ სიაში შეყვანილია ან იდენტიფიცირებულია როგორც ფინანსური ანგარიშის მფლობელი, რომელიც ინახავს ანგარიშს. პირი, გარდა ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც ფლობს ფინანსურ ანგარიშს სხვა პირის სასარგებლოდ ან სხვა პირის ხარჯზე, აგენტის, მეურვის, ნომინალური მფლობელის, ხელისმომწერის, საინვესტიციო მრჩეველის, ან შუამავალის სახით, ამ ხელშეკულების მიზნებისთვის არ განიხილება ანგარიშის მფლობელად და ასეთი სხვა პირი განიხილება ანგარიშის მფლობელად. წინა წინადადების მიზნებისთვის, ტერმინი „ფინანსური ინსტიტუტი“ არ მოიცავს იმ ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც ორგანიზებულია ან რეგისტრირებულია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულების ან ანუიტეტის ხელშეკრულების შემთხვევაში, ანგარიშის მფლობელი არის ნებისმიერი პირი, რომელიც უფლებამოსილია ჰქონდეს წვდომა ფულადი სახსრების ღირებულებაზე ან შეცვალოს ხელშეკრულების ბენეფიციარი. თუ არცერთ პირს არ შეუძლია ჰქონდეს წვდომა ფულადი სახსრების ღირებულებაზე, ან არ შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების ბენეფიციარი, მაშინ ანგარიშის მფლობელია ნებისმიერი პირი, რომელიც ხელშეკურლებაში დასახელებულია მესაკუთრედ და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდაზე კანონიერი უფლებით სარგებლობს. ფინანსური სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულების ან ანუიტეტის ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად, თითოეულ პირს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადახდა ხელშეკურლების თანახმად, განიხილება ანგარიშის მფლობელად.
აა) ტერმინი „შეერთებული შტატების პირი“ აღნიშნავს შეერთებული შტატების მოქალაქეს ან რეზიდენტ პიროვნებას, კომპანიას ან კორპორაციას, რომელიც ორგანიზებულია შეერთებულ შტატებში ან შეერთებული შტატების ან მისი ნებისმიერი შტატის სამართლის შესაბამისად, ტრასტი, თუ (i) შეერთებული შტატების ფარგლებში სასამართლოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება უფლებამოსილება გამოსცეს ბრძანებები ან გადაწყვეტილებები, რომლებიც, ტრასტის ადმინისტრირებასთან მიმართებაში, არსებითად შეეხება ყველა საკითხს, და (ii) ერთ ან მეტ აშშ პირს ექნება უფლებამოსილება გააკონტროლოს ტრასტთან ან იმ გარდაცვლილის, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქე ან რეზიდენტია, ქონებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს პარაგრაფი 1(აა) უნდა განიმარტოს შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის შესაბამისად;
ბბ) ტერმინი „სპეციფიცირებული შეერთებული შტატების პირი“ აღნიშნავს შეერთებული შტატების პირს, გარდა: (i) კორპორაციისა, რომლის ობლიგაციებითაც რეგულარულად ხდება ვაჭრობა ერთ ან მეტ არსებულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე; (ii) ნებისმიერი კორპორაცია, რომელიც არის იგივე გაფართოებული შვილობილი ჯგუფის, როგორც ეს განსაზღვრულია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471 (ე)(2)-ით, კორპორაცია, რომელიც აღწერილია მუხლში (i); (iii) შეერთებული შტატების ან ნებისმიერი სრულ საკუთრებაში არსებული სააგენტო ან მისი საშუალება; (iv) ნებისმიერი შეერთებული შტატების შტატი, ან შეერთებული შტატების ტერიტორია, ზემოხსენებულის ნებისმიერი პოლიტიკური ქვედანაყოფი, ან ერთი ან მეტი ზემოხსენებულის ნებისმიერი სრულ საკუთრებაში არსებული სააგენტო ან საშუალება; (v) ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისგან შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 501-ის ან ინდივიდუალური საპენსიო გეგმის შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 7701 (ა)(37)-ით; (vi) ნებისმიერი ბანკი, როგორც ეს განსაზღვრულია შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 581-ით; (vii) ნებისმიერი უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი, როგორც ეს განსაზღვრულია შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 856-ით; (viii) ნებისმიერი რეგულირებული საინვესტივიო კომპანია, როგორც ეს განსაზღვრულია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 851-ით, ან ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საბირჟო ოპერაციების კომისიასთან, „საინვესტიციო კომპანიების შესახებ“ 1940 წ. კანონის (15 შეერთებული შტატების კოდექსი 80ა-64); (ix) ნებისმიერი საერთო სატრასტო ფონდი, როგორც ეს განსაზღვრულია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 584(ა)-თი; (x) ნებისმიერი ტრასტი, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისგან შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 664(გ)-ს საფუძველზე, აღწერილია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 4947(ა)(1)-ში; (xi) ფასიანი ქაღალდების, საქონლის ან წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების (მათ შორის, ეროვნული პრინციპის ხელშეკრულებების, ფიუჩერების, გზავნილების და ვარიანტების) დილერი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია შეერთებული შტატების ან ნებისმიერი შტატის კანონმდებლობის საფუძველზე; (xii) ბროკერი, როგორც ეს განსაზღვრულია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 6045(გ)-თი; ან (xiii) ნებისმიერი გადასახადისგან გათავისუფლებული ტრასტი, იმ გეგემის საფუძველზე, რომელიც აღწერილია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 403(ბ)-ში ან განყოფილება 457(ზ)-ში.
გგ) ტერმინი „სუბიექტი“ აღნიშნავს იურიდიულ პირს ან იურიდიულ წარმონაქმნს, როგორიცაა ტრასტი.
დდ) ტერმინი „არა შეერთებული შტატების სუბიექტი“ აღნიშნავს სუბიექტს, რომელიც არ არის შეერთებული შტატების პირი.
ეე) ტერმინი „შეერთებული შტატების დაფარული წყაროს გადახდა“ აღნიშნავს ნებისმიერ საპროცენტო გადახდას (მათ შორის, ნებისმიერ თავდაპიველ დისკონტს), დივიდენდს, ქირას, ხელფასებს, სამუშაოს ანაზღაურებას, პრემიებს, ანუიტეტებს, კომპენსაციებს, საზღაურებს, ანაზღაურებებს და სხვა ფიქსირებულ ან განსაზღვრებად წლიურ ან პერიოდულ სარგებელს, მოგებას ან შემოსავალს, თუ ასეთი გადახდა განხორციელებულია შეერთებულ შტატებში არსებული წყაროდან. ზემოხსენებულის მიუხედავად, შეერთებული შტატების წყაროდან დაკავებადი გადახდა არ მოიცავას ნებისმიერ გადახდას, რომელიც შესაბამისი შეერთებული შტატების სახაზინო დებულებით არ განიხილება როგორც დაფარული გადახდა.
ვვ) სუბიექტი წარმოადგენს სხვა სუბიექტთან „დაკავშირებულ სუბიექტს“, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სუბიექტი აკონტროლებს სხვა სუბიექტს, ან ორივე სუბიექტი ექვემდებარება საერთო კონტროლს. ამ მიზნებისთვის, კონტროლი მოიცავს სუბიექტში ხმის უფლების ან ღირებულების 50 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ საკუთრებას. ზემოხსენებულის მიუხედავად, საქართველო შეიძლება განიხილოს სუბიექტი არა როგორც სხვა სუბიექტთან დაკავშირებული სუბიექტი, იმ შემთხვევაში თუ ორივე სუბიექტი არ არის ერთი და იმავე გაფართოებული შვილობილი ჯგუფის წევრი, როგორც ეს განსაზღვრულია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471(ე)(2)-ით.
ზზ) ტერმინი „შეერთებული შტატების გგსნ“ (U.S.TIN) ნიშნავს შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს (კოდს).
თთ) ტერმინი „მაკონტროლებელი პირი“ აღნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებს კონტროლს სუბიექტზე. ტრასტის შემთხვევაში, ასეთი ტერმინი აღნიშნავს ტრასტის დამფუძნებელს, რწმუნებულს, მეურვეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარებს ან ბენეფიციარების კლასს და ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებს ტრასტის საბოლოო ეფექტურ კონტროლს, და ტრასტის გარდა სხვა იურიდიული წარმონაქმნის შემთხვევაში, ეს ტერმინი აღნიშნავს ექვივალენტურ ან მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს. ტერმინი „მაკონტროლებელი პირები“ უნდა განიმარტოს ისეთი წესით, რაც შეესაბამება საფინანსო საქმიანობის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს.
2. ნებისმიერ ტერმინს, რომელიც სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ამ შეთანხმებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, ან კომპეტენტური ორგანოები ეთანხმებიან საერთო მნიშვნელობას (როგორც ეს ნებადართულია სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით), აქვს ის მნიშვნელობა, რომელსაც იმ დროისთვის იგი ატარებს იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც იყენებს ამ შეთანხმებას; ნებისმიერი მნიშვნელობა იმ მხარის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც პრევალირებს იმ მნიშვნელობასთან მიმართებაში, რომელიც ტერმინს მინიჭებული აქვს მხარის კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 2🔗
ინფორმაციის მოპოვებისა და გაცვლის ვალდებულებები შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშებთან დაკავშირებით
1. ამ შეთანხმების მუხლი 3🔗-ის პირობების შესაბამისად, საქართველომ უნდა მიიღოს ამ მუხლის პარაგრაფ 2-ში მითითებული ინფორმაცია ყველა შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშებთან დაკავშირებით და, ავტომატურ საფუძველზე, ყოველწლიურად გაუცვალოს ეს ინფორმაცია შეერთებულ შტატებს.
2. საქართველოს თითოეული ფინანსური ინსტიტუტის თითოეული შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება და გაცვლა წარმოადგენს შემდეგს:
ა) თითოეული სპეციფიცირებული შეერთებული შტატების პირის, რომელიც არის ასეთი ანგარიშის მფლობელი, სახელწოდება, მისამართი და შეერთებული შტატების გგსნ (U.S. TIN) და, არა შეერთებული შტატები სუბიექტის შემთხვევაში ეს (დანართი I-ით განსაზღვრული სათანადო ზრუნვის პოცედურების გამოყენების შემდეგ) განისაზღვრება როგორც ერთი ან მეტი მაკონტროლებელი პირის ყოლა, რომელიც არის სპეციფიცირებული შეერთებული შტატების პირი, ასეთი სუბიექტის და თითოეული ასეთი სპეციფიცირებული შეერთებული შტატების პირის სახელწოდება, მისამართი და შეერთებული შტატების გგსნ (U.S. TIN) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ანგარიშის ნომერი (ან ანგარიშის ნომრის არარსებობისას, ფუნქციონალური ეკვივალენტი);
გ) ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური ინსტიტუტის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) შესაბამისი კალენდარული წლის ბოლოს ან სხვა სათანადო საანგარიშო პერიოდის დასასრულის მდგომარეობით, ან თუ ანგარიში დაიხურა ასეთი წლის განმავლობაში, პირდაპირ დახურვის წინა დროის მდგომარეობით, ანგარიშის ბალანსი ან ღირებულება (მათ შორის, ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულების ან ანუიტეტის ხელშეკურლების შემთხვევაში, ფულადი სახსრების ღირებულება ან უარის თქმის ღირებულება);
ე) ნებისმიერი სამეურვეო ანგარიშის შემთხვევაში:
(1) სულ პროცენტის მთლიანი ოდენობა, სულ დივიდენდების მთლიანი ოდენობა და სხვა შემოსავლის სულ მთლიანი ოდენობა, რომელიც გენერირებულია ანგარიშზე დადებულ აქტივებთან დაკავშირებით, რაც კალენდარული წლის, ან სხვა სათანადო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, თითოეულ შემთხვევაში, გადახდილია ან კრედიტირებულია ანგარიშზე (ან ანგარიშთან დაკავშირებით); და
(2) სულ ქონების გაყიდვისგან ან გამოსყიდვისგან მიღებული შემოსავლის მთლიანი ოდენობა, რომელიც გადახდილი ან კრედიტირებული იყო ანგარიშზე კალენდარული წლის ან სხვა სათანადო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რომელთან დაკავშირებითაც ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური ინსტიტუტი მოქმედებდა როგორც მეურვე, ბროკერი, ნომინალური მფლობელი, ან სხვაგვარად როგორც ანგარიშის მფლობელის აგენტი;
ვ) ნებისმიერი სადეპოზიტო ანგარიშის შემთხვევაში, კალენდარული წლის ან სხვა სათანადო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ანგარიშზე გადახდილი ან კრედიტირებული პროცენტის სულ მთლიანი ოდენობა; და
ზ) იმ შემთხვევაში, როდესაც ნებისმიერი ანგარიში არ არის აღწერილი ამ მუხლის ქვეპარაგრაფ 2(ე)-ში ან 2(ვ)-ში, ანგარიშის მფლობელისთვის ანგარიშთან დაკავშირებით, კალენდარული წლის ან სხვა სათანადო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ანგარიშის მფლობელისთვის სულ მთლიანად გადახდილი ან კრედიტირებული ოდენობა, რომელთან მიმართებაშიდაც ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური ინსტიტუტი არის ვალდებულების ამღები ან დებიტორი (მოვალე), ნებისმიერი გამოსყიდვის გადახდების ჯამური ოდენობის ჩათვლით, რომლებიც განხორციელდა ანგარიშის მფლობელის სასარგებლოდ, კალენდარული წლის ან სხვა სათანადო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 3🔗
ინფორმაციის გაცვლის დრო და წესი
1. ამ შეთახმების მუხლი 2🔗-ით გათვალისწინებული გაცვლის ვალდებულების მიზნებისთვის, შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშთან დაკავშირებით განხორციელებული გადახდების ოდენობა და ხასიათი შეიძლება განისაზღვროს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად.
2. ამ შეთახმების მუხლი 2🔗-ით გათვალისწინებული გაცვლის ვალდებულების მიზნებისთვის, გაცვლილი ინფომაცია განსაზღვრავს იმ ვალუტას, რომელშიც გამოხატულია თითოეული შესაბამისი ოდენობა.
3. ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ის პარაგრაფ 2-თან დაკავშირებით, ინფორმაცია მოპოვებული და გაცვლილი უნდა იყოს 2014 წელთან და ყველა მომდევნო წელთან მიმართებაში, გარდა:
ა) როდესაც ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული და გაცვლილი უნდა იყოს 2014 წელთან დაკავშირებით, წარმოადგენს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აღწერილია ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ის ქვეპარაგრაფებში 2(ა)-დან 2(დ)-ს ჩათვლით;
ბ) როდესაც ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული და გაცვლილი უნდა იყოს 2015 წელთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც აღწერილია ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ის ქვეპარაგრაფებში 2(ა)-დან 2(ზ)-ს ჩათვლით, გარდა ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ის ქვეპარაგრაფ 2(ე)(2)-ში აღწერილი შემოსავლის მთლიანი ოდენობისა; და
გ) როდესაც ის ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული და გაცვლილი უნდა იყოს 2016 წელთან და მომდევნო წლებთან დაკავშირებით წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც აღწერილია ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ის ქვეპარაგრაფებში 2(ა)-დან 2(ზ)-ს ჩათვლით.
4. ამ მუხლის პარაგრაფი 3-ის მიუხედავად, 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტის მიერ შენახულ შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშთან დაკავშირებით, და ამ შეთანხმების მუხლი 6🔗-ის პარაგრაფი 3-ის შესაბამისად, საქართველოს არ მოეთხოვება გაცვლილ ინფორმაციაში ნებისმიერი სათანადო პირის შეერთებული შტატების გგსნ-ს (U.S. TIN) მოპოვება და ჩართვა, თუ ასეთი შეერთებული შტატების გგსნ (U.S. TIN) არ არის ასახული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერებში. ამ შემთხვევაში, საქართველო მოიპოვებს და გაცვლილ ინფორმაციაში დაამატებს შესაბამისი პირის დაბადების თარიღს, თუ ანგარიშის წარმდგენ საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტს თავის ჩანაწერებში აქვს ასეთი დაბადების თარიღი.
5. ამ მუხლის პარაგრაფების 3 და 4 შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც აღწერილია ამ შეთანხმების მუხლ 2-ში, გაცვლილი იქნება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან ცხრა თვის განმავლობაში, რომელსაც ეხება ინფორმაცია.
6. საქართველოს კომპეტენტური თანამდებობის პირი და შეერთებული შტატები, ამ შეთანხმების მუხლი 8🔗-ით გათვალისწინებული ორმხრივი შეთანხმების პროცედურის საფუძველზე დებენ შეთანხმებას ან გადაწყვეტენ საკითხს, რამაც უნდა:
ა) დააწესოს პროცედურები ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ით გათვალისწინებული ავტომატური გაცვლის ვალდებულებებისთვის;
ბ) დააწესოს წესები და პროცედურები, რაც შეიძლება აუცილებელი იყოს ამ შეთანხმების მუხლი 5🔗-ის განსახორციელებლად; და
გ) დააწესოს აუცილებელ პროცედურებად ამ შეთანხმების მუხლი 4🔗-ის ქვეპარაგრაფი 1(ბ)-ს საფუძველზე მოხსენებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
7. ყველა გაცვლილი ინფორმაცია ექვემდებარება კონფიდენციალურობას და სხვა სახის დაცვას, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების მუხლი 9🔗-ით, მათ შორის იმ პირობებს, რომლებიც ზღუდავს გაცვლილი ინფორმაციის გამოყენებას.
მუხლი 4🔗
„უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის” (“FATCA”) გამოყენება საქართველოს ფინანსური ინსტიტუტის მიმართ
1. ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური ინსტიტუტის განხილვა. თითოეული ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება განხილულ უნდა იქნეს, როგორც შეერთებული შტატების შინაგან შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471-ის შესატყვისი და არა მის შესაბამისად დაკავებას დაქვემდებარებული, თუ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების მუხლებით 2 და 3, ასეთი ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულების მიმართ, და ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება ახდენს:
ა) შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიშების იდენტიფიცირებას და იმ ინფორმაციის ყოველწლიურ ანგარიშგებას საქართველოს კომპეტენტური თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც მოხსენებული უნდა იქნეს ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ის პარაგრაფ 2-ში იმ დროსა და ისეთი წესით, რაც განსაზღვრულია ამ შეთანხმების მუხლი 3🔗-ით;
ბ) თითოეული 2015 წ.-სა და 2016 წ.-თვის, ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს თითოეული არამონაწილე ფინანსური დაწესებულების სახელწოდების შესახებ საქართველოს კომპეტენტურ თანამდებობის პირს, რომლის მიმართაც მან განახორციელა გადახდები და ასეთი გადახდების ჯამური ოდენობის შესახებ;
გ) შეესაბამება შშს-ის (IRS) “უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის” (“FATCA”) ვებგვერდზე არსებულ გამოსაყენებელ სარეგისტრაციო მოთხოვნებს;
დ) იმ მოცულობით, რომ ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება (i) მოქმედებს, როგორც კვალიფიციური შუამავალი (შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1441-ის მიზნებისთვის), რომელმაც აირჩია საკუთარ თავზე აეღო ძირითადი დაკავების პასუხისმგებლობა, შეერთებული შტატების შინაგან შემოსავლების სამსახურს კოდექსის მე-3 თავის ქვესათაური „ა“-ს შესაბამისად, (ii) უცხოური კომპანია, რომელმაც აირჩია დამკავებელ უცხოურ ორგანიზაციად მოქმედება (შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის ორივე განყოფილების - 1441-ისა და 1471-ის, მიზნებისთვის), ან (iii) უცხოური ტრასტი, რომელმაც არჩია დამკავებელ უცხოურ ტრასტად მოქმედება (შეერთებული შტატების შინაგან შემოსავლების სამსახურის კოდექსის ორივე განყოფილების - 1441-ისა და 1471-ის, მიზნებისთვის), ნებისმიერ არამონაწილე ფინანსურ დაწესებულებას უკავებს ნებისმიერი შეერთებული შტატების წყაროდან დაკავების გადახდის 30 პროცენტს; და
ე) იმ ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ მუხლის ქვეპარაგრაფ 1(დ)-ში და ასრულებს გადახდას, ან მოქმედებს, როგორც შუამავალი არამონაწილე ფინანსური დაწესებულებისთვის შეერთებული შტატების წყაროდან დაკავების გადახდასთან დაკავშირებით, ანგარიშის წარმდგენი, საქართველოს ფინანსური დაწესებულება ნებისმიერი ასეთი შეერთებული შტატების წყაროდან დაკავების გადახდის უშუალო გადამხდელს უზრუნველყოფს იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია იმ დაკავებისთვის და ანგარიშგებისთვის, რაც ხორციელდება ასეთ გადახდასთან დაკავშირებით.
ზემოხსენებულის მიუხედავად, ანაგრიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება, რომელთან მიმართებაშიდაც ამ პარაგრაფი 1-ის პირობები არ არის დაკმაყოფილებული, არ დაექვემდებარება დაკავებას შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471-ის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება, ამ შეთანხმების მუხლი 5🔗-ის ქვეპარაგრაფი 3(ბ)-ს შესაბამისად, შშს-ის (IRS) მიერ განიხილება, როგორც არამონაწილე ფინანსური დაწესებულება.
2. ურჩ ანგარიშებთან დაკავშირებული წესების შეჩერება. შეერთებული შტატები არ მოითხოვს ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულებისგან ურჩი ანგარიშის მფლობელის საკუთრებაში არსებულ ანგარიშთან დაკავშირებით (როგორც ეს განსაზღვრულია შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471 (დ)(6)-ით) შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471-ის ან 1472-ის მიხედვით გადასახადის დაკავებას ან ასეთი ანგარიშის დახურვას, იმ შემთხვევაში, თუ 14 შეერთებული შტატების კომპეტენტური თანამდებობის პირი მიიღებს ინფორმაციას, რომელიც განმარტებულია ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ის პარაგრაფი 2-ით და რომელიც, ასეთ ანგარიშთან მიმართებაში, ექვმდებარება ამ შეთანხმების მუხლი 3🔗-ის პირობებს.
3. საქართველოს საპენსიო გეგმის სპეციფიკური ჩათვლა. შეერთებული შტატები თვლის დანართ II-ში აღწერილ საქართველოს საპენსიო გეგმებს შესაბამისად ჩათვლილ ფინანსებად მრეწველობისთვის ან გადასახადისგან გათავისუფლებულ ბენეფიციარ მესაკუთრეებად, შესაბამისად, შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილებების 1471-ის და1472-ის მიზნებისთვის. ამ მიზნით, საქართველოს საპენსიო გეგმა მოიცავს სუბიექტს, რომელიც დაფუძნებულია ან განლაგებულია და დარეგულირებულია საქართველოს მიერ, ან წინასწარ განსაზღვრული სახელშეკრულებო ან სამართლებრივი შეთანხმება, რომელიც მუშაობს, რათა უზრუნველყოს პენსია ან საპენსიო სარგებელი ან მიიღოს შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაარეგულიროს ხელშეწყობასთან, განაწილებასთან, ანგარიშგებასთან, სპონსორობასთან და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით.
4. სხვა შესაბამისად ჩათვლილი ფინანსების მრეწველობისთვის და გადასახადისგან გათავისუფლებული ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიცირება და განხილვა. შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილებების 1471-ის მიზნებისთვის, შეერთებული შტატები თითოეულ არა ანგარიშის წარმდგენ საქართველოს ფინანსურ დაწესებულებას, შესაბამისად, განიხილავს ჩათვლილ ფინანსებად მრეწველობისთვის ან გადასახადისგან გათავისუფლებულ ბენეფიციარ მესაკუთრედ.
5. დაკავშირებულ სუბიექტებთან დაკავშირებით სპეციალური წესები და ფილიალები, რომლებიც წარმოადგენენ (არიან) არამონაწილე ფინანსურ დაწესებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც ამ მუხლის პარაგრაფ 1-ში აღწერილ პირობებს სხვაგვარად შეესაბამება, ან აღწერილია ამ მუხლის პარაგრაფ 3-ში ან 4-ში, ჰყავს დაკავშირებული სუბიექტი ან ფილიალი, რომელიც მუშაობს იმ იურისდიქციაში, რომელიც შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილებების 1471-ის მიზნებისთვის ხელს უშლის ასეთ დაკავშირებულ სუბიექტს ან ფილიალს მონაწილე ფინანსების მრეწველობისთვის ან, შესაბამისად, ჩათვლილი ფინანსების მრეწველობისთვის მოთხოვნების შესრულებაში. ან კიდევ ჰყავს დაკავშირებული სუბიექტი ან ფილიალი, რომელიც განიხილება არამონაწილე ფინანსურ დაწესებულებად, მხოლოდ შეერთებული შტატების შესაბამისი სახაზინო დებულებით გათვალისწინებული შეზღუდული ფინანსების მრეწველობისთვის და შეზღუდული ფილიალების გარდამავალი წესის ვადის გასვლის გამო. ასეთი საქართველოს ფინანსური დაწესებულება კვლავ დარჩება ამ შეთანხმების პირობების შესატყვისად და, შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471-ის მიზნებისთვის, კვლავაც განიხილება ჩათვლილ ფინანსებად მრეწველობისთვის ან გადასახადისგან გათავისუფლებულ ბენეფიციარ მესაკუთრედ, შესაბამისად, იმ პირობით, რომ:
ა) ამ შეთანხმების ყველა ანგარიშგების და დაკავების მოთხოვნების მიზნებისთვის, საქართველოს ფინანსური დაწესებულება ასეთ დაკავშირებულ სუბიექტს ან ფილიალს განიხილავს ცალკე აღებულ არამონაწილე ფინანსურ დაწესებულებად და ასეთი დაკავშირებული სუბიექტი ან ფილიალი დაკავების აგენტების წინაშე ახდენს საკუთარ იდენტიფიცირებას არამონაწილე ფინანსურ დაწესებულებად;
ბ) თითოეული ასეთი დაკავშირებული სუბიექტი ან ფილიალი ახდენს თავისი შეერთებული შტატების ანგარიშის იდენტიფიცირებას და ახორციელებს ამ ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ ანგარიშგებას შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471-ის მოთხოვნების შესაბამისად, იმ მოცულობით, რაც დაშვებულია შესაბამისი კანონმდებლობით დაკავშირებულ სუბიექტთან ან ფილიალთან მიმართებაში; და
გ) ასეთი დაკავშირებული მხარე ან ფილიალი სპეციალურად არ მოითხოვს შეერთებული შტატების ანგარიშებს, რომლებიც არის იმ პირების მფლობელობაში, რომლებიც არ წარმოადგენენ იმ იურისდიქციის რეზიდენტებს, სადაც ასეთი დაკავშირებული სუბიექტი ან ფილიალია განლაგებული ან იმ ანგარიშებს, რომლებიც არის არამონაწილე ფინანსური დაწესებულებების მფლობელობაში, რომლებიც არ არის დაფუძნებული იმ იურისდიქციაში, სადაც ასეთი დაკავშირებული სუბიექტი ან ფილიალია განლაგებული და ასეთი დაკავშირებული სუბიექტი ან ფილიალი არ არის გამოყენებული საქართველოს ფინანსური დაწესებულების ან სხვა დაკავშირებული სუბიექტის მიერ იმ ვალდებულებების გვერდის ავლისთვის, რომლებიც, შესაბამისად, გათვალისწინებულია ამ შეთახმებით ან შეერთებული შტატების შინაგანი შემოსავლების სამსახურის კოდექსის განყოფილება 1471-ით.
6. დროის კოორდინირება. ამ შეთანხმების მუხლი 3🔗-ის პარაგრაფების 3-ისა და 5-ის მიუხედავად,
ა) საქართველო არ იქნება ვალდებული მოიპოვოს და გაცვალოს ინფორმაცია იმ კალენდარულ წელთან დაკავშირებით, რომელიც წინ უსწრებს იმ კალენდარულ წელს, რომელთან მიმართებაშიც მონაწილე ფინანსების მრეწველობისთვის მიერ უნდა მოხდეს მსგავსი ინფორმაციის მოხსენება შშს-თვის (IRS), შესაბამისი შეერთებული შტატების სახაზინო დებულების მიხედვით; და
(ბ) საქართველო არ იქნება ვალდებული დაიწყოს ინფორმაციის გაცვლა იმ თარიღამდე, როდემდეც მონაწილე ფინანსებმა მრეწველობისთვის უნდა მოახდინოს მსგავსი ინფორმაციის მოხსენება შშს-თვის (IRS), შესაბამისი შეერთებული შტატების სახაზინო დებულების მიხედვით.
7. შეერთებული შტატების სახაზინო დებულებასთან განსაზღვრებების კოორდინირება. ამ შეთანხმების მუხლი 1🔗-ის და ამ შეთანხმების დანართებით გათვალისწინებული განსაზღვრებების მიუხედავად, ამ შეთანხმების განხორციელების მიზნებისთვის, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს და შეუძლია ნება დართოს საქართველოს ფინანსურ დაწესებულებას გამოიყენოს განსაზღვრება შესაბამის შეერთებული შტატების სახაზინო დებულებაში ამ შეთანხმების სათანადო განსაზღვრების ნაცვლად, იმ პირობით, რომ ასეთი გამოყენება არ მოვა წინააღმდეგობაში ამ ხელშეკრულების მიზნებთან.
მუხლი 5🔗
თანამშრომლობა შესაბამისობასთან და ძალაში შესვლასთან დაკავშირებით
1. ზოგადი ინფორმაცია. ამ შეთანხმების მუხლი 3🔗-ის პარაგრაფი 6-ის საფუძველზე გაფორმებული კომპეტენტური თანამდებობის პირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე შემდგომი პირობების მიხედვით, შეერთებული შტატების კომპეტენტურ თანამდებობის პირს შეუძლია საქართველოს კომპეტენტურ თანამდებობის პირს წაუყენოს შემდგომი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომპეტენტური თანამდებობის პირი მოიპოვებს და უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციას შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშთან დაკავშირებით, ანგარიშის ამონაწერის ჩათვლით, რომელიც მომზადებულია ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულების ნორმალური საქმიანობის ფარგლებში და აჯამებს შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებული ანგარიშის საქმიანობას (მათ შორის, ამოღებებს, ტრანსფერებს და დახურვებს).
2. უმნიშვნელო და ადმინისტრაციული შეცდომები. შეერთებული შტატების კომპეტენტური თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს საქართველოს კომპეტენტურ თანამდებობის პირს, როცა შეერთებული შტატების კომპეტენტურ თანამდებობის პირს ექნება მიზეზი დაიჯეროს, რომ ადმინისტრაციულ შეცდომებს ან სხვა უმნიშვნელო შეცდომებს შეუძლია გამოიწვიოს ინფორმაციის არასწორი ან არასრული მოხსენება, ან გამოიწვიოს ამ შეთანხმების სხვა ფორმით დარღვევა. საქართველოს კომპეტენტური თანამდებობის პირი გამოიყენებს თავის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას (მათ შორის, შესაბამის სასჯელებს), რათა მოიპოვოს კორექტირებული ან/და სრული ინფორმაცია, ან იმ მიზნით, რომ გამოასწოროს ამ შეთანხმების სხვა დარღვევები.
3. მნიშვნელოვანი შეუსაბამობა.
ა) შეერთებული შტატების კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს საქართველოს კომპეტენტურ თანამდებობის პირს, როდესაც შეერთებული შტატების კომპეტენტური თანამდებობის პირი აღმოაჩენს, რომ ანგარიშის წარმდგენ საქართველოს ფინანსურ დაწესებულებასთან მიმართებაში სახეზეა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. საქართველოს კომპეტენტური თანამდებობის პირი თავის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას (მათ შორის, გამოსაყენებელ ჯარიმებს) გამოიყენებს შეტყობინებაში აღწერილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით;
ბ) თუ ასეთი იძულებითი ღონისძიებები არ გადაწყვეტს შეუსაბამობას შეერთებული შტატების კომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ შეტყობინების პირველად გაგზავნიდან 18 თვის განმავლობაში, შეერთებული შტატები, ამ პარაგრაფი 3(ბ)-ს პირობების თანახმად, ჩათვლის ანგარიშის წარმდგენ საქართველოს ფინანსურ დაწესებულებას არამონაწილე ფინანსურ დაწესებულებად.
4. მომსახურების უზრუნველმყოფ (პროვაიდერ) მესამე მხარეზე დაყრდნობა. საქართველოს შეუძლია ნება დართოს ანგარიშის წარმდგენ საქართველოს ფინანსურ დაწესებულებას გამოიყენოს მომსახურების უზრუნველმყოფი (პროვაიდერი) მესამე მხარე, რათა შეასრულოს ასეთ ანგარიშის წარმდგენ საქართველოს ფინანსურ დაწესებულებებზე საქართველოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, როგორც ეს განხილულია ამ შეთანხმებაში, მაგრამ ეს ვალდებულებები დარჩება საქართველოს ფინანსური დაწესებულებების პასუხისმგებლობად.
5. თავის არიდების პრევენცია. საქართველომ აუცილებელი მოთხოვნების სახით უნდა განახორციელოს ფინანსური დაწესებულებების პრევენცია იმ პრაქტიკის დანერგვის საფუძველზე, რომელიც გამიზნულია ამ შეთანხმებით მოთხოვნილი ანგარიშგებისთვის თავის არიდების პრევენციისთვის.
მუხლი 6🔗
ორმხრივი ვალდებულებები ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდის გაგრძელების მიზნით
1. სატრანზიტო გადახდებისა და მთლიანი შემოსავლის ჩათვლა. მხარეები მონდომებულნი არიან, რომ ერთად იმუშავონ. პარტნიორის იურისდიქციასთან ერთად განავითარონ პრაქტიკული და ეფექტური ალტერნატიული მიდგომა, რათა მიაღწიონ იმ უცხოური სატრანზიტო გადახდების და მთლიანი შემოსავლის პოლიტიკის დაკავების მიზნებს, რაც ამცირებს ტვირთს.
2. 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შენახული ანგარიშების დოკუმენტირება. 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულება, საქართველო,შეერთებული შტატების ანგარიშგებას დაქვემდებარებულ ანგარიშებთან დაკავშირებით, იღებს ვალდებულებას, 2017 წელთან და მომდევნო წლებთან დაკავშირებით ანგარიშგების მიზნით, 2017 წლის 1 იანვრისთვის დააფუძნოს წესები, რომლებიც ანგარიშის წარმდგენი საქართველოს ფინანსური დაწესებულებისგან მოითხოვს თითოეული სპეციფიცირებული შეერთებული შტატების პირის შეერთებული შტატების გგსნ-ს (U.S. TIN) მოპოვებას, ამ შეთანხმების მუხლი 2🔗-ის ქვეპარაგრაფი 2(ა)-ს მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 7🔗
[უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის] ([ FATCA]) გამოყენების შესაბამისობა პარტნიორ იურისდიქციასთან
1. ამ შეთანხმების დანართი I-ის მუხლი 4🔗-ის შესაბამისად, საქართველოს უნდა მიენიჭოს ნებისმიერი უფრო შესაფერისი ტერმინის სარგებელი, რაც დაკავშირებულია უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) გამოყენებასთან საქართველოს ფინანსურ დაწესებულებებთან მიმართებაში, რომელიც გადაცემული აქვს სხვა პარტნიორ იურისდიქციას ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც, სხვა პარტნიორი იურისდიქცია იღებს ვალდებულებას აიღოს იგივე მოვალეობები,როგორიცრომლებიც აღწერილია ამ შეთანხმების მუხლ 2-ში და 3-ში და ექვემდებარება იმავე პირობებსა და ვადებს, რაც აღწერილია აქ, ამ შეთანხმების მუხლებში 5, 6, 7, 10 და 11.
2. შეერთებული შტატები შეატყობინებს საქართველოს ნებისმიერი ასეთი უფრო შესაფერისი ტერმინის შესახებ და ასეთი უფრო შესაფერისი ტერმინები გამოყენებული იქნება ავტომატურად, ამ შეთანხმების შესაბამისად, ისე რომ თითქოს ასეთი ტერმინები განსაზღვრული ყოფილიყოს ამ შეთანხმებით და იმოქმედებს იმ თარიღიდან, როცა ხელი მოეწერა უფრო ხელსაყრელი ტერმინების შემმუშავებელი შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველო წერილობით უარს ამბობს მათ (უფრო ხელსაყრელი ტერმინების) გამოყენებაზე.
მუხლი 8🔗
ორმხრივი შეთანხმების პროცედურა
1. როდესაც მხარეებს შორის წარმოიშობა ეჭვი ამ შეთანხმების განხორციელებასთან, გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით, კომპეტენტური ორგანოები ეცდებიან საკითხის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტას.
2. ამ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენტურ თანამდებობის პირებს შეუძლიათ შემოიღონ და განახორციელონ პროცედურები.
3. ამ შეთანხმების საფუძველზე ორმხრივი შეთანხმების მიღწევის მიზნით, კომპეტენტურ თანამდებობის პირებს შეუძლიათ უშუალოდ განახორციელონ ერთმანეთთან კომუნიკაცია.
მუხლი 9🔗
კონფიდენციალურობა
1. საქართველოს კომპეტენტური თანამდებობის პირი ნებისმიერ ინფორმაციას, მიღებულს შეერთებული შტატებიდან ამ შეთანხმების მუხლი 5🔗-ის შესაბამისად, ჩათვლის კონფიდენციალურად და ასეთ ინფორმაციას გაამჟღავნებს მხოლოდ ამ შეთანხმების საფუძველზე თავისი ვალდებულებების შესრულებისას წარმოშობილი აუცილებლობის შემთხვევაში. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რაც აუცილებელი იქნება ამ შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ვალდებულებების განხორციელებისთვის.
2. ამ შეთანხმების მუხლების 2-ის და 5-ის შესაბამისად, შეერთებული შტატების კომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ უზრუნველყოფილი ინფორმაცია ჩაითვლება კონფიდენციალურად და მისი გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანოებისა (მათ შორის სასამართლოსთვის და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის) და პირებისთვის, რომლებსაც ეხება შეერთებული შტატების ფედერალურ გადასახადებთან დაკავშირებული საჩივრების შეფასებასთან, შეგროვებასთან ან ადმინისტრირებასთან, ძალაში შესვლასთან, ან მასთან დაკავშირებულ დევნასთან ან განსაზღვრასთან, ან ასეთი ფუნქციების გადახედვასთან დაკავშირებით. ასეთმა პირებმა შესაძლოა გაამჟღავნონ ინფორმაცია საჯარო სასამართლო პროცესის დროს, ან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას. არ შეიძლება ინფორმაციის გამჟღავნება ნებისმიერი სხვა პირისთვის, სუბიექტისთვის, თანამდებობის პირისთვის ან იურისდიქციისთვის. ზემოხსენებულის მიუხედავად, როდესაც საქართველო უზრუნველყოფს წინასწარ, წერილობით თანხმობას, ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარეებს შორის დადებული ორმხრივი იურიდიული დახმარების ხელშეკრულებით დაშვებული მიზნებისთვის, რომელიც იძლევა საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის საშუალებას.
მუხლი 10🔗
კონსულტაციები და ცვლილებები
1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განხორციელების ფარგლებში წარმოიშობა რაიმე სიძნელეები, ნებისმიერ მხარეს შეუძლია, ამ შეთანხმების მუხლი 8🔗-ის პარაგრაფ 1-ში აღწერილი ორმხრივი შეთანხმების პროცედურისგან დამოუკიდებლად, მოითხოვოს კონსულტაციები სათანადო ზომების შემუშავებასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოს ამ შეთანხმების შესრულება.
2. ეს შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ასეთი ცვლილება ძალაში შედის იმავე პროცედურების მეშვეობით, რაც განსაზღვრულია ამ შეთანხმების მუხლი 12🔗-ის პარაგრაფი 1-ით.
მუხლი 11🔗
დანართები
დანართები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 12🔗
შეთანხმების ვადა
1. ეს შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს მიერ შეერთებული შტატებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღეს, მასზედ, რომ საქართველომ დაასრულა თავისი აუცილებელი შიდა პროცედურები განხორციელებული ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის.
2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება, მეორე მხარისთვის შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ასეთი შეწყვეტა ძალაში შევა იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს შეწყვეტის შესახებ შეტყობინების შემდეგ ვადის გასვლის 12-თვიან პერიოდს.
3. 2016 წლის 31 დეკემბრამდე, მხარეები კეთილსინდისიერად გაივლიან კონსულტაციებს ამ შეთანხმების საჭიროებისამებრ შეცვლასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია ამ შეთანხმების მუხლი 6🔗-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ასახვისთვის.
4. თუ ეს შეთანხმება შეწყდება, ორივე მხარეს დარჩება ვალდებულებები ამ შეთანხმების საფუძველზე მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების მუხლი 9🔗-ის პირობებით.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერნი, რომლებიც მათი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადოდ არიან უფლებამოსილნი, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას.
ხელმოწერილია თბილისში, ორ ეგზემპლიარად, ინგლისურ ენაზე, 2015 წლის 10 ივლისს.
საქართველოს მთავრობის სახელით:
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით: