შპს ”არენას” გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32072-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/32072-16

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში

მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2016 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

განმცხადებელი: შპს „არენა”

წარმომადგენელი: ჯიმშერ ტყებუჩავა

მოთხოვნა: შპს „არენას” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „არენას” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ,

გამოარკვია :

2016 წლის 20 ოქტომბერს შპს „არენას” წარმომადგენელმა ჯიმშერ ტყებუჩავამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „არენას” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, შპს „არენას” არ გააჩნია არანაირი ქონება, ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში”, სადაც საბოლოო ნაშთი ნული ლარია. საწარმო აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა და გააუქმა იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებული ჰქონდა შპს „ცენტრალ პლაზასთან”. შპს „არენას” შპს „გ.დ ალკოს” მიმართ აქვს 28 570,70 ლარის ოდენობის დავალიანება, ხოლო სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიმართ საწარმოს დავალიანება 55343,82 ლარს შეადგენს. შპს „არენა” გადახდისუუნაროა. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს „არენას” განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა და დაევალა მტკიცებულების წარმოდგენა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „არენას” სახელზე არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით და შპს „არენა” არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. ასევე დაევალა ინფორმაციის წარმოდგენა სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან იმის შესახებ, არის თუ არა შპს “არენას” სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული.

2016 წლის 2 ნოემბერს შპს „არენას” წარმომადგენელმა, ჯიმშერ ტყებუჩავამ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის ცნობები, რომელთა მიხედვით შპს „არენას” სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება და შპს „არენა” არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. ხოლო სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 1 ნოემბრის ცნობის მიხედვით, შპს „არენას” სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

სასამართლო გაეცნო განცხადებას და საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს „არენას” უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო :

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ამდენად, ვინაიდან შპს „არენას” არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

  დ ა ა დ გ ი ნ ა:

  1. შპს “არენას” (ს/ნ 405094605) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს “არენას” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე:                            ლაშა ქოჩიაშვილი