სს „კაპიტალ ბანკი" -სთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №673
2016 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების დარღვევის გამო, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 37-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „კაპიტალ ბანკისათვის" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიცემის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №652 განკარგულება და სს „კაპიტალ ბანკს" გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „კაპიტალ ბანკისთვის“ გარკვეული ოპერაციების შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 30 სექტემბრის №948-1კ განკარგულება.
3. დაიწყოს სს „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სს „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს აკაკი გელაზონია (დაბადების თარიღი:14.01.1975, პირადი №35001043364, პირადობის მოწმობა №13IB05816, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანების შესაბამისად.
5. გაუქმდეს სს „კაპიტალ ბანკის“ მონაწილეობა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS სისტემა) მას შემდეგ, რაც განხორციელდება RTGS სისტემაში შესრულებული ტრანზაქცების საკომისიოს ჩამოჭრა, საერთაშორისო საბარათე კომპანიების „ვიზა“ და „მასტერქარდის“ გასული პერიოდის ოპერაციების საბოლოო ანგარიშსწორება. ასევე, გაუქმდეს სს “კაპიტალ ბანკის“ მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).
6. დაიხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში სს „კაპიტალ ბანკის“ მინიმალური სავალდებულო რეზერვის ანგარიშები, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები, უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშები, ხოლო სს „კაპიტალ ბანკის“ ლარის საკორესპონდენტო ანგარიში დაიხუროს RTGS სისტემაში მისი მონაწილეობის გაუქმების შემდეგ. ამავდროულად გაეხსნას სს „კაპიტალ ბანკ"-ს სალიკვიდაციო ანგარიშები შესაბამის ვალუტებში; სს „კაპიტალ ბანკის“ ანგარიშებზე რიცხული თანხები და მათ შორის სავალდებულო რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩაირიცხოს სს „კაპიტალ ბანკის“ შესაბამისი ვალუტის სალიკვიდაციო ანგარიშებზე.
7. სს „კაპიტალ ბანკი" ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა.
8. ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს სს „კაპიტალ ბანკის“ მარეგისტრირებელ ორგანოს.
9. აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
10. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
11. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია