სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1875/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის ბრძანება № 02-1875/ო

2016 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და  „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს  შპს „ქალაქ გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ-03“-ზე, ს/კ 218050702 (ფაქტობრივი მისამართი: ქ. გორი, სტალინის ქ.№3) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

2. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ქალაქ გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ-03“-ის დირექტორის ჟ. წერეთლის განცხადება №190599, 28.09.2016წ;

ადგილზე შემოწმების აქტი №111,  02.11.2016წ.  

ზეპირი მოსმენის ოქმი №16, 04.11.2016წ.

სააგენტოს უფროსი                                                                                    გია თვალავაძე