,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№471
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 03/10/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №471

2003 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების VII თავის 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობის და რეფორმების დეპარტამენტი;

გ) ეკონომიკის დეპარტამენტი;

დ) პარლამენტთან ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი დეპარტამენტი;

ე) მომპოვებელი დარგების დეპარტამენტი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ზ) ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების განყოფილება;

თ) ლიცენზირების განყოფილება;

ი) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ლ) ენერგოუსაფრთხოებისა და რეჟიმების დეპარტამენტი;

მ) ბუღალტერია;

ნ) კანცელარია.“.

2. 29-ე მუხლიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. საერთაშორისო ურთიერთობისა და რეფორმების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საგარეო ურთიერთობის კოორდინაცია, განვითარება და სრულყოფა;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ხელის შეწყობა;

გ) სათბობ-ენერგეტიკული დარგის რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პოლიტიკის შემუშავება;

დ) ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთიანი გეგმისა და პრივატიზების დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება;

ე) წინადადებების მომზადება სამინისტროს დაქვემდებარებული სახაზინო საწარმოებისა და სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ“.

3. ამოღებულ იქნეს 31-ე მუხლი.

4. 39-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. ენერგოუსაფრთხოებისა და რეჟიმების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და კოორდინაცია;

ბ) ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, სისტემის ერთიანი სარეჟიმო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ) სათბობ-ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორ ც იელება;

დ) სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო ანტიკორუფციული პროგრამის რეალიზაციისათვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ვ) ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.“.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.09.2003.
როდის იქნა მიღებული „,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №471. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.05.002.002.
სად არის „,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №471, 29.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34354/