,ლენტეხის რაიონის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №473
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 03/10/2003
matsne.gov.ge 430 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,ლენტეხის რაიონის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 55.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №473 2003 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი ლენტეხის რაიონის საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოცხადების შესახებ ლენტეხის რაიონში გასული წლის ძლიერი წვიმების შედეგად განვითარდა მეწყერული პროცესები, დაინგრა ხიდები, წაილეკა საავტომობილო გზები, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მდგომარეობა რთულდება იმითაც, რომ დროის მოკლე მონაკვეთში, სანამ დაიწყება ახალი წყალდიდობები, გასატარებელია ღონისძიებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება. მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების განვითარების შესუსტებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით: 1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის რაიონი 2003 წლის 1 ოქტომბრიდან 2004 წლის 1 ოქტომბრამდე გამოცხადდეს საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად. 2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (თ. ჩარკვიანი) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს მდინარე ცხენისწყლისა და მისი შენაკადების ნაპირსამაგრი ნაგებობების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოთა ნუსხა, სათანადო ხარჯთა ნუსხითა და შესრულების ვადებით. 3. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. დვალი) ლენტეხის რაიონის გამგეობის რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამისი იურიდიული პირისათვის უზრუნველყოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროების მიერ წარმოდგენილი მოცულობის ხე-ტყის დასამზადებლად შესაბამისი ნებართვის გაცემა დროებითი ნაპირსამაგრი ჯებირების, ამრიდებელი წინაღობების, მისასვლელი გზებისა და წყალსადენების სათავე ნაგებობათა რეაბილიტაციისათვის. 4. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (დ. ბერძენიშვილი) ლენტეხის რაიონის გამგეობასთან ერთად შეიმუშაოს მეწყერ- და ღვარცოფსაშიშ ზონებში მოსახლეობის ადგილზე დამაგრების მიზნით განსახორციელებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ნუსხა, შეთანხმებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის (ნ. ჩხობაძე) და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებთან. 5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ი. ბოჭორიძე). ე. შევარდნაძე