მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 16.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/5/853
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2016
matsne.gov.ge 2,294 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 14.12.2023 თამარ პაპაშვილი და ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 12.07.2024 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 04.11.2022 საქართველოს მოქალაქე დავით გამცემლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 17.10.2017 საქართველოს პარლამენტი წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 20.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.9pt 1.0in 40.5pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №3/5/853 2016 წლის 1 6 ნოემბერი ქ . ბათუმი  პლენუმის შემადგენლობა: ზაზა  თავაძე – სხდომის  თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მაია  კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; თეიმურაზ ტუღუში  – წევრი; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; თამაზ  ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.  დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.  საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – ლევან ჩხეიძე და ანდრო კიკნაველიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი − ქრისტინე კუპრავა; მოწმე – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილების თანამშრომელი თენგიზ შარმანაშვილი. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №853) მომართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“. №853 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 31 ოქტომბერს. №853 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2016 წლის 10 ნოემბერს. 2. №853 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი პუნქტი. 3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურების შემდეგ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა“. მოსარჩელეთათვის პრობლემურია სადავო ნორმის ის სიტყვები, რომლებიც გამორიცხავს პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართული არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატების იმ საარჩევნო სუბიექტთათვის გადანაწილების შესაძლებლობას, რომელთაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, შევსების გარეშე მიიღეს 6 საპარლამენტო მანდატზე ნაკლები. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დააგროვა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5,01%, რაც აისახა 3,85 საპარლამენტო მანდატში. საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობამდე“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი აისახა საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რის საფუძველზეც, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ჯამში მიეკუთვნა 6 საპარლამენტო მანდატი. 6. მოსარჩელის განმარტებით,  კონსტიტუციის ზემოხსენებული დანაწესი წარმოადგენს რა პოზიტიურ დისკრიმინაციას, ემსახურება საპარლამენტო პლურალიზმის პრინციპს და მიზნად ისახავს ისეთი საარჩევნო სუბიექტების მხარდაჭერას, რომლებმაც პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში გადალახეს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მოიპოვეს 6 საპარლამენტო მანდატზე ნაკლები. მისი თქმით, აღნიშნულ პრინციპთან შეუსაბამობაში მოდის სადავო ნორმის ის დანაწესი, რომელიც გამორიცხავს  პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად დარჩენილი გაუნაწილებელი მანდატების იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის გადანაწილების შესაძლებლობას, რომელთაც, აღნიშნული არჩევნების შედეგების მიხედვით, შევსების გარეშე, მიიღეს 6 საპარლამენტო მანდატზე ნაკლები. 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, საარჩევნო ბარიერი გადალახა სამმა საარჩევნო სუბიექტმა, ხოლო გასანაწილებელი დარჩა 17 მანდატი. გადასანაწილებელი მანდატებიდან, პირველ რიგში, 3 მანდატი საპარლამენტო ფრაქციისთვის საჭირო მანდატების ოდენობის შესაქმნელად მიეკუთვნა მოსარჩელე მხარეს, ხოლო დარჩენილი 14 მანდატი რიგითობით გადანაწილდა იმ ორ საარჩევნო სუბიექტზე, რომელთაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 საპარლამენტო მანდატი. 7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, „პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 5%-ს მაინც“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადგენს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატების განაწილების ზოგად პრინციპს, რომელიც უნდა აისახოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ საპარლამენტო მანდატების განაწილების კონკრეტულ წესში. 8. მოსარჩელის პოზიციით, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატების განაწილების წესი ერთნაირი უნდა იყოს ყველა იმ საარჩევნო სუბიექტისთვის, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გადალახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს. მისი აზრით, სადავო ნორმა  დისკრიმინაციულია, რადგან არსებითად თანასწორი პირების მიმართ ადგენს უთანასწორო მოპყრობას. კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც შევსების გარეშე მოიპოვეს არანაკლებ ექვსი საპარლამენტო მანდატი, მონაწილეობენ დარჩენილი გასანაწილებელი მანდატების განაწილების პროცესში, ხოლო იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც შევსების გარეშე ექვს საპარლამენტო მანდატზე ნაკლები მიიღეს, ერთმევათ მანდატების გადანაწილების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 9. მოსარჩელის თქმით, მცირემანდატიანობა, როგორც ფაქტობრივი მოცემულობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის უფლებების დასამცრობად. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობაში საერთოდ არ იარსებებდა მცირემანდატიანი საარჩევნო სუბიექტებისთვის დადგენილი ზემოხსენებული საშეღავათო წესი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აბსოლუტური თანასწორობის პრინციპის საწყისებზე მიიღებდა მონაწილეობას გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების პროცესში, მას მიეკუთვნებოდა  ექვსზე მეტი საპარლამენტო მანდატი. აღნიშნული ცხადყოფს სადავო ნორმის შეუსაბამობას კონსტიტუციის იმ დანაწესთან, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მცირემანდატიანი საარჩევნო სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და არა პირიქით − გაუარესება.  10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია  საპარლამენტო მანდატებს გადაანაწილებს  სადავო ნორმის საფუძველზე, რაც შეუქცევადად დაარღვევს მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.  11. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სადავოდ გამხდარი ნორმის სიტყვების „იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა“ კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. 12. მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმის არსებობა წარმოშობს კონსტიტუციური კრიზისის დადგომის მაღალ რისკებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პროპორციული სისტემით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერს გადალახავენ მხოლოდ ისეთი საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ 6 მანდატზე ნაკლებს, მაშინ  საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, მათი მანდატები შეივსება 6-მდე, ხოლო დარჩენილი მანდატების გადანაწილება აღნიშნულ სუბიექტებზე ვერ მოხერხდება გასაჩივრებული რეგულაციის დანაწესიდან გამომდინარე. შესაბამისად, საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა გადასანაწილებელი დარჩება და ეჭვქვეშ დადგება საქართველოს პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი.   13. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სადავო ნორმით  ხდება პოლიტიკური ნიშნით დიფერენცირება. ამასთან, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცით განმტკიცებული არჩევნების თანასწორობის პრინციპი.  14. მოპასუხე მხარის პოზიციით, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მანდატების გადანაწილებისას კონსტიტუციის უპირველესი მოთხოვნაა, რომ იმ მცირემანდატიან საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, საპარლამენტო მანდატები შეევსოთ იმ ოდენობით, რაც აუცილებელია ფრაქციის შესაქმნელად. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ დარჩენილი გადასანაწილებელი საპარლამენტო მანდატების განაწილების წესის განსაზღვრისას პარლამენტი მოქმედებს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. 15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმა შეესაბამება კონსტიტუციის ზემოხსენებულ დანაწესს და არ გააჩნია შემზღუდველი შინაარსი. მისი თქმით, საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოიპოვა 6 მანდატზე ნაკლები და საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც ამავე არჩევნებში მოიპოვა არანაკლებ 6 საპარლამენტო მანდატი, დარჩენილი საპარლამენტო მანდატების გადანაწილების პროცესში არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, თავად კონსტიტუციური დანაწესიდანვე გამომდინარე. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას მოსარჩელის მიმართ. 16. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის თქმით, გასაჩივრებული რეგულაციის მოქმედების შეჩერება გაუმართლებლად შეზღუდავს მესამე პირთა და საჯარო ინტერესებს, რადგან  ხელს შეუშლის მანდატების სამართლიან განაწილებას საარჩევნო სუბიექტებს შორის, პარლამენტის შეკრებას და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვას ქვეყანაში. სადავო ნორმის შეჩერება შელახავს ამომრჩეველთა უფლებას, ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. ამასთან, მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში ცვლილებები ვერ შევა და, შესაბამისად, მოსარჩელე მხარისთვის არ იქნება არანაირი შედეგის მომტანი. 17. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოწმის სტატუსით, მოწვეულ იქნა  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილების თანამშრომელი თენგიზ შარმანაშვილი. მოწმის განცხადებით, სადავო ნორმას არ აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ამასთანავე, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას იცნობს საქართველოს კონსტიტუცია, რის მაგალითსაც წარმოადგენს როგორც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის არსებობა, ასევე რეგულაცია, რომლის თანახმადაც, მცირემანდატიან საარჩევნო სუბიექტებს  საპარლამენტო მანდატები ევსებათ ფრაქციის შესაქმნელად საჭირო ოდენობამდე. მოწმის თქმით, კონსტიტუციამ გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესის განსაზღვრა მიანდო კანონმდებლებს. შესაბამისად, პარლამენტი უფლებამოსილია, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, დაადგინოს გადასანაწილებელი მანდატების გადანაწილების დიფერენცირებული წესი, ერთი მხრივ, იმ საარჩევნო სუბიექტების მიმართ, რომელთაც შევსების გარეშე მოიპოვეს 6-ზე ნაკლები საპარლამენტო მანდატი და, მეორე მხრივ, იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომელთაც შევსების გარეშე მოიპოვეს არანაკლებ 6 საპარლამენტო მანდატი. მისი აზრით, არჩევნებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტთა დიფერენცირება არ შეიძლება შეფასდეს დისკრიმინაციულ მოპყრობად. 18. მოპასუხე მხარის მსგავსად, მოწმის აზრითაც, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს ცვლილებას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში და, შესაბამისად, არ იქნება რაიმე შედეგის მომტანი მოსარჩელე მხარისთვის.   II სამოტივაციო ნაწილი 1. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №853 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი. 2. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. მისი აზრით, აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება შესაძლებელს გახდის, გადაისინჯოს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ხოლო სადავო აქტის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები, ვინაიდან ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი არ შეუძლია არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა. 3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3). 4. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შეჩერება ცვლის მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას, შესაძლებელს ხდის იმ ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც მას სადავო ნორმის მოქმედების შედეგად შეიძლება მიადგეს. 5. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 2016 წლის 23 ოქტომბერს შეადგინა   საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. საპარლამენტო მანდატების გადანაწილებისას, ცესკომ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან ერთად, იხელმძღვანელა კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმით და დარჩენილი 14 გადასანაწილებელი საპარლამენტო მანდატი რიგითობით გადაანაწილა იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 საპარლამენტო მანდატი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება გამოიწვევს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გადახედვას და, შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება მის სამართლებრივ მდგომარეობას ცვლის. 6. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი გამოცემის საფუძვლის მოქმედების შეჩერების გამო. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მიზანია უფლების დარღვევის პრევენცია. ნორმის მოქმედების შეჩერებას ეფექტი გააჩნია შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდგომ განვითარებული ურთიერთობებისათვის და არ ადგენს კანონის საფუძველზე უკვე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გადახედვის ვალდებულებას. 7. ყოველივე ზემოთქმული კიდევ უფრო თვალნათელია იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა შეეხება უკვე ჩატარებულ არჩევნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში „სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება არ გულისხმობს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმებას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ეფექტი აქვს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჩატარებული არჩევნებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №3/2/670 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“, II-11). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ გამოიწვევს უკვე გამოცემული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გადახედვის დავალდებულებას.  8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის გათვალისწინებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, განსახილველ საქმეში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერებისთვის. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე -2, მე -5, მე -7 . მე -8 . მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების . მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის . 22-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №853 („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. 3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. 4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. 7. მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე -13 პუნქტით დადგენილი წესით. პლენუმის წევრები: ზაზა  თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მაია  კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში თამაზ  ცაბუტაშვილი