„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№520
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.019586
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №520

2016 წლის 17 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1479) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა პირდაპირი კონტაქტების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ სამეცნიერო ან საზოგადოებრივ ცენტრებთან; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული, ენობრივი და კულტურული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობა; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა; ქართული დიასპორის მზარდი პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ გამოყენების ხელშეწყობა, საქართველოში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიური ჩართულობით; დიასპორული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის ხელშეწყობა.“.

მუხლი 2
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2017 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს დახურული კონკურსის ჩატარება, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დასაქმებული თანამშრომლების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დანიშვნის მიზნით და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4
დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.11.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №520. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.019586.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №520, 17.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019586 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3438134/