შპს „აიჯი დისტრიბუშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3765-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/ 3765-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

2016 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი შპს ,,აიჯი დისტრიბუშენი’

(საიდენტიფიკაციო კოდი : 205121223)

წარმომადგენელი − ლაშა ნოდია

გაკოტრების მმართველი − აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა − კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია:

2016 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,აიჯი დისტრიბუშენის’’ წარმომადგენელმა ლაშა ნოდიამ და მოითხოვა შპს ,,აიჯი დისტრიბუშენის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,აიჯი დისტრიბუშენს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), და კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნა კრედიტორთა პირველი კრება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო. (შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიურო).

2016 წლის11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ, რომელმაც წარმოადგინა მოვალე შპს ,,აიჯი დისტრიბუშენის“ გაკოტრების საბოლოო ანგარიში.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:  

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად,განაწილებისთანავე.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

:

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2016 წლის25 ნოემბერს, 13:00საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი№29,შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. საზოგადოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.

1.2. გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება.

 1.3. შპს ,,აიჯი დისტრიბუშენის’’ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე      თამარ ჭუნიაშვილი