ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების ხაზობრივი ნაგებობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2016
ძალის დაკარგვა 22.12.2016
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების ხაზობრივი ნაგებობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2016 წლის 21 ნოემბერი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების ხაზობრივი ნაგებობის ტარიფების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების ხაზობრივი ნაგებობის შემდეგი ტარიფები :
ა) ერთი გრძივი მეტრი მიწისქვეშა ქირის საფასური განისაზღვროს –
0,025 ლარის ოდენობით წელიწადში;
ბ) ერთი გრძივი მეტრი მიწისზედა ქირის საფასური განისაზღვროს –
0,01 ლარის ოდენობით წელიწადში.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი