სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „განათლების განვითარების ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2386
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022573
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2016
matsne.gov.ge 551 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 15.05.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული დაფნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 15.01.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კორდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 30.10.2014 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არეანვეძასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 07.09.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი არ სი“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 19.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „განათლების განვითარების ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.Date1 {} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2386 2016 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „განათლების განვითარების ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №30-ში მდებარე 18765.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5 და №6 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.05.008.279), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 500 000 (ხუთასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „განათლების განვითარების ჯგუფს“(ს/კ: 404940695). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით: ბ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, არანაკლებ ერთი ერთეული ხელოვნურსაფარიანი (ზომით – 60X40 მეტრი) საფეხბურთო მოედნის მოწყობა არანაკლებ 100 (ასი) ადამიანზე გათვლილი ტრიბუნ(ებ)ით; ბ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში, არანაკლებ 1400 (ერთი ათას ოთხასი) მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება; ბ.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, არანაკლებ 600 (ექვსასი) კვ.მ ფართის მქონე დახურული ტიპის, არანაკლებ 1-მოედნიანი (ერთმოედნიანი) სპორტული დარბაზის (არანაკლებ 2 (ორი) დამოუკიდებელი გასახდელის მქონე), არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ხელოვნურსაფარიანი (ზომით – 15X28 მეტრი) საფეხბურთო მოედნის და არანაკლებ 300 კვ.მ ფართის მქონე საცურაო აუზის მოწყობა; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 6 100 000 (ექვსი მილიონ ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში; დ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 49 (ორმოცდაცხრა) წლის განმავლობაში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული სკოლის შენობის საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება. 3. შპს „განათლების განვითარების ჯგუფი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე  წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს  4 (ოთხი) თვით. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                                                    გიორგი კვირიკაშვილი