ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2016
ძალის დაკარგვა 14.12.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №172
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №172
2016 წლის 25 ნოემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის „ა“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად, განისაზღვროს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე