შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2016
ძალაში შესვლა 17.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №178-5
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016437
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2016
matsne.gov.ge 6,422 სიტყვა · ~32 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2016 მიღება
17.11.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კონვენცია საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია 99% 29.11.2017 შეთანხმება საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს სახელით   (ხელმოწერილია) 99% 13.05.2015 შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით                                  (ხელმოწერილია) 99% 23.04.2015 კ ო ნ ვ ე ნ ც ი ა საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობის  სახელით (ხელმოწერილია) 98% 13.05.2015 „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 13.10.2016

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოს მთავრობა და კორეის რესპუბლიკის მთავრობა, სურთ რა, ხელი შეუწყონ და  გააძლიერონ ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობები შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადების გზით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები. მუხლი 2🔗 გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება 1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.  2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.  3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება: a) საქართველოს შემთხვევაში: (i) მოგების გადასახადი; და (ii) საშემოსავლო გადასახადი;  (შემდგომში „საქართველოს გადასახადი“); b) კორეის შემთხვევაში: (i) საშემოსავლო გადასახადი; (ii) მოგების გადასახადი; (iii) სოფლის განვითარების სპეციალური გადასახადი; და (iv) ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი; (შემდგომში „კორეის გადასახადი“). 4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ. მუხლი 3🔗 ზოგადი განსაზღვრებები 1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს: a) საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; b) ტერმინი „კორეა“ ნიშნავს კორეის რესპუბლიკას და გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს კორეის რესპუბლიკის ტერიტორიას, ტერიტორიული ზღვის ჩათვლით და მასთან მიმდებარე ნებისმიერ სივრცეს, რომელიც, კორეის რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განისაზღვრება ან შეიძლება განისაზღვროს როგორც სივრცე, რომლის ფარგლებშიც ზღვის ფსკერზე, წიაღსა და ბუნებრივ რესურსებზე შეიძლება გავრცელდეს კორეის რესპუბლიკის სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია; c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან კორეას, კონტექსტის შესაბამისად; d) ტერმინი „საწარმო“ მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას; e) ტერმინი „გადასახადი“ ნიშნავს საქართველოს ან კორეის გადასახადს, კონტექსტის შესაბამისად; f) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას; g) ტერმინი „კომპანი“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული; h) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ; i) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის; j) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს: (i) საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს; (ii) კორეის შემთხვევაში: სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს; k) ტერმინი „ნაციონალური პირი „ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს: (i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან ეროვნება; და (ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე; l) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას; m) ტერმინი „საპენსიო ფონდი“ ნიშნავს ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაარსებულ ნებისმიერ პირს, რომელიც: (i) როგორც წესი, ამ სახელმწიფოში გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან, და (ii) ძირითადად ფუნქციონირებს პენსიის ან საპენსიო შეღავათების გაცემის ან ადმინისტრირების მიზნით, ან ერთი ან რამდენიმე ამგვარი ფონდის სასარგებლოდ შემოსავლის მიღების მიზნით.  2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით. მუხლი 4🔗 რეზიდენტი 1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, სათავო ან მთავარი ოფისის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.  2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად: a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი;, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი); b), თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან, თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს; c), თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს; d), თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.  3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ეფექტური მართვის ადგილი. მუხლი 5🔗 მუდმივი დაწესებულება 1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ. 2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ძირითადად მოიცავს: a) მართვის ადგილს; b) ფილიალს; c) ოფისს; d) ქარხანას; e) სახელოსნოს, და f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.  3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.  4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს: a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით; b) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით; c) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით; d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით; e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით; f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.  5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.  6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.  7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად. მუხლი 6🔗 შემოსავალი უძრავი ქონებიდან  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  2. ტერმინს „უძრავი ქონება“ ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სოფლის და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.  3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.  4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე. მუხლი 7🔗 მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით., თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. 2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.  3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.  4. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან პროდუქციის მხოლოდ შეძენის საფუძველზე მიღებული მოგება.  5. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი.  6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე. მუხლი 8🔗 საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.  3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება“ მოიცავს: a) საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის გარეშე გაქირავებით მიღებულ მოგებას; და b) საქონლის და პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული კონტეინერების გამოყენებით, შენახვით ან გაქირავებით (კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტრაილერების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის ჩათვლით) მიღებულ მოგებას. როდესაც ამგვარი გაქირავება ან გამოყენება, შენახვა ან გაქირავება წარმოადგენს საზღვაო ან საჰაერო ხომალდების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციასთან დაკავშირებით დამატებითი ხასიათის მქონე საქმიანობას. მუხლი 9🔗 ურთიერთდამოკიდებული საწარმოები 1. იმ შემთხვევაში, როდესაც: a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში; ან b) ერთი და იმავე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.  2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იმავე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს. მუხლი 10🔗 დივიდენდები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს: a) დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც პირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს; b) დივიდენდების საერთო რაოდენობის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვების გამოყენების საკითხს. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.  3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე, შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.  4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.  5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.  6. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი პირის მიერ აქციების ან სხვა უფლებების შექმნის ან განაწილების, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი აქციების ან სხვა უფლებების შექმნის ან განაწილების მეშვეობით. მუხლი 11🔗 პროცენტი  1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  2. ამასთან, ამგვარი პროცენტი ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 10 პროცენტს. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვის გამოყენების საკითხს.  3. მე-2 პუნქტის დებულების მიუხედავად, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ: a) პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა; b) პროცენტი გადახდილია ნებისმიერი სამეწარმეო, კომერციული ან სამეცნიერო აღჭურვილობის კრედიტით გაყიდვასთან დაკავშირებით, ან ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსთვის პროდუქციის კრედიტით გაყიდვასთან დაკავშირებით, და ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი; c) პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საპენსიო ფონდი, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი პროცენტი არ იქნა მიღებული საპენსიო ფონდის მიერ პირდაპირ ან ირიბად განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან.  4. მე-3 პუნქტის მიზნებისათვის ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა“ მოიცავს: a) საქართველოს შემთხვევაში: (i) საქართველოს მთავრობას ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს; (ii) საქართველოს ეროვნულ ბანკს; და  (iii) საქართველოს ნებისმიერ სამთავრობო ორგანოებს, პოლიტიკურ ქვედანაყოფებს ან ინსტიტუტებს, რომელთა განსაზღვრა და შეთანხმება ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით; b) კორეის შემთხვევაში: (i) კორეის მთავრობას ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს; (ii) კორეის ბანკს; (iii) კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკს; (iv) კორეის სავაჭრო დაზღვევის კორპორაციას; (v) კორეის განვითარების ბანკს; და (vi) ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს, კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ ორგანოს, რომელთა განსაზღვრა პერიოდულად ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით.  5. ტერმინი „პროცენტი“ ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.  6. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.  7. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი., თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.  8., თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.  9. ამ მუხლის დებულება არ გამოიყენება, თუ სავალო მოთხოვნის შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი სავალო მოთხოვნის შექმნის ან განაწილების მეშვეობით. მუხლი 12🔗 როიალტი 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ამგვარი როიალტი აგრეთვე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იგი წარმოიშობა, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო რაოდენობის 10 პროცენტს. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვის გამოყენების საკითხს.  3. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ან სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.  4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.  5. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როდესაც გადამხდელია ამ სახელმწიფოს რეზიდენტი., თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.  6., თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.  7. ამ მუხლის დებულება არ გამოიყენება, თუ უფლებების შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი უფლებების შექმნის ან განაწილების მეშვეობით. მუხლი 13🔗 შემოსავლები კაპიტალის მატებიდან  1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.  4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომლის ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.  6. ამ მუხლის დებულება არ გამოიყენება, თუ უფლებების შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზე ხდება კაპიტალის მატებიდან მიღებული შემოსავლის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი უფლებების შექმნის ან განაწილების მეშვეობით. მუხლი 14🔗 შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან  1. მე-15, მე-17, მე-18 და მე-19, მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში., თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ: a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.  3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. მუხლი 15🔗 დირექტორთა ჰონორარები დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. მუხლი 16🔗 ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები  1. მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.  3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწიინებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ვიზიტი ამ მეორე სახელმწიფოში მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება პირველად ხსენებული ხელშემკვრველი სახელმწიფოს, პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს საჯარო ფონდებიდან, ან ეს ვიზიტი ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების მთავრობებს შორის გაფორმებულ კულტურული გარიგების ან შეთანხმების ფარგლებში. მუხლი 17🔗 პენსიები და ანუიტეტები 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება ან ანუიტეტები შეიძლება დაიბეგროს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, მაგრამ ამგვარი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადახდილი თანხის საერთო რაოდენობის 15 პროცენტს. 2. ტერმინი „ანუიტეტები“ ნიშნავს ფიქსირებულ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება პერიოდულად, განსაზღვრულ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეული ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, გადახდების განხორციელების ვალდებულების საფუძველზე ფულის ან ფულად ეკვივალენტში ადეკვატური და სრული ანაზღაურბის სანაცვლოდ. მუხლი 18🔗 საჯარო სამსახური 1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს: (i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან (ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით. 2. a) მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში; b) ამასთან, ასეთი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს.  3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე. მუხლი 19🔗 სტუდენტები  1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.  2. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა მოცემული ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 183 დღეს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი მუშაობა პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას ან პრაქტიკის გავლას პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.  მუხლი 20🔗 პროფესორები და მასწავლებლები  1. ფიზიკური პირი, რომელიც ჩადის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლასა, თუ სხვა მსგავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აღიარებულია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, სწავლების ან კვლევის ჩატარების მიზნით, და არის ან ამ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გათავისუფლებულია გადასახადისგან პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის მიერ ასეთი საგანმანათლებლო ან კვლევითი სამუშაოების განხორციელებისას მიღებულ შემოსავალზე, ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მიზნებისათვის მისი პირველად ჩასვლიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში.  2. პირველი პუნქტის დებულება არ ვრცელდება ისეთი კვლევიდან მიღებულ შემოსავლებზე, რომლებიც ხორციელდება არა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად კონკრეტული პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნით. მუხლი 21🔗 სხვა შემოსავლები  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეობები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.  3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან მიღებული შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  4., თუ პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირსა და რომელიმე სხვა პირს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, პირველ პუნქტში აღნიშნული თანხა აჭარბებს თანხას (არსებობის შემთხვევაში), რაც შეთანხმებული იქნებოდა მათ შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.  5. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ უფლებების შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზე ხდება შემოსავლის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი უფლებების შექმნის ან განაწილების მეშვეობით. მუხლი 22🔗 ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა 1. საქართველოში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად: a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს კორეაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც კორეაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია. ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით. b), თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.  2. კორეაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად: კორეის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს კორეაში გადასახდელი გადასახადის ოდენობაში სხვა ნებისმიერ სახელმწიფოში გადახდილი გადასახადის ოდენობის ჩათვლის საკითხს (რომელიც ამასთან, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ზოგად წესთან); a) როდესაც კორეის რეზიდენტი შემოსავალს იღებს საქართველოდან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, საქართველოში გადახდილი გადასახადის ოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ამ რეზიდენტის მიერ კორეაში გადასახდელი გადასახადის ოდენობაში. ამასთან, ჩათვლილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კორეის გადასახადს ამგვარ შემოსავალზე, რომელიც გამოანგარიშებული იქნებოდა ამ შემოსავალზე ჩათვლის მიცემამდე; b) როდესაც საქართველოდან მიღებული შემოსავალი არის დივიდენდები, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი კომპანია უხდის კორეის რეზიდენტ კომპანიას, და რომელიც ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის მიერ გამოშვებული ხმის მიცემის აქციების ან სააქციო კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს, ჩათვლის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოში კომპანიის მოგებაზე, საიდანაც გაიცემა დივიდენდები, გადახდილი გადასახადის ოდენობა. მუხლი 23🔗 დისკრიმინაციის აკრძალვა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.  2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით.  3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები გაათავისუფლოს გადასახადისგან, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათი ან შეუმციროს გადასახადი მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.  4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ვრცელდება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობით გამოქვითვას, თითქოს პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები გადახდილი იქნა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის.  5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალს მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობს ან აკონტროლებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტი, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.  6. მეორე მუხლის დებულებათა მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებზე. მუხლი 24🔗 ურთიერთშეთანხმების პროცედურა 1., თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. საქმე წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.  2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეეძლება საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.  3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დავა, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.  4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით. მუხლი 25🔗 ინფორმაციის გაცვლა 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.  2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. მიუხედავად ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია სხვა მიზნებისთვისაც, როდესაც ამგვარი ინფორმაციის ამ მიზნებისთვის გამოყენება შესაძლებელია ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ინფორმაციის მიმწოდებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვის საფუძველზე.  3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება: a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას; b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით; c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ორდრე პუბლიც).  4., თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება, თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას არ გააჩნია შიდასახელმწიფოებრივი ინტერესი ამ ინფორმაციის მიმართ.  5. მე-3 პუნქტის დებულებები, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრეს განკარგულებაშია ან ეხება პირთან დაკავშირებულ წილობრივ მონაწილეობას. მუხლი 26🔗 დახმარება გადასახადების აკრეფაში 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები საგადასახადო მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ეს დახმარება არ იზღუდება პირველი და მე-2 მუხლებით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენების საკითხი.  2. ტერმინი „საგადასახადო მოთხოვნა“ ამ მუხლში გამოყენებისას, ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოების, ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებას, თუ ასეთი დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმების დებულებებთან ან ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებულ პროცენტს, ადმინისტრაციულ ჯარიმას და მისი ამოღების ან უზრუნველყოფის დროს გაწეულ ხარჯებს.  3., თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესრულებას და ეკისრება პირს, რომელსაც ამ მომენტისთვის ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის შესრულებას, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით მისი შესრულების მიზნით მიღებული იქნება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული იქნება მისი საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და ამოღების დროს, თითქოს ის წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას.  4., თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია, საგადასახადო მოთხოვნის მიმართ განახორციელოს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიიღება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაატარებს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებებს ისე, თითქოს ის წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამგვარი ღონისძიებების გატარებისას გადასახადების ამოღება შეუძლებელია, ან, თუ ის ეკისრება პირს, რომელიც უფლებამოსილია, ხელი შეუშალოს მის შესრულებას.  5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტების მიზნებისათვის მიღებულ საგადასახადო მოთხოვნაზე არ ვრცელდება ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები ან ამ საგადასახადო მოთხოვნას ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით მისი ხასიათიდან გამომდინარე არ მიენიჭება რაიმე პრიორიტეტი. გარდა ამისა, მე-3 ან მე-4 პუნქტების მიზნებისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას არ ენიჭება არავითარი პრიორიტეტი, რომელიც მას მიენიჭებოდა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.  6. სამართლებრივი პროცედურები ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის არსებობასთან, ნამდვილობასთან ან მის მოცულობასთან დაკავშირებით არ შეიძლება წარმოებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ უწყებებში.  7. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 ან მე-4 პუნქტების გათვალისწინებით წარადგენს საგადასახადო მოთხოვნას და მანამდე, სანამ მეორე სახელმწიფო ამოიღებს და გადაურიცხავს პირველად ხსენებულ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის თანხას: a) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ წარმოადგენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესრულებას და ეკისრება პირს, რომელსაც შესრულების მომენტისათვის არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის შესრულებას, ან b) ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ წარმოადგენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომლის მიმართ ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია განახორციელოს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებები, პირველად ხსენებული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ფაქტის შესახებ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და პირველად ხსენებული სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს ან დროებით აჩერებს მოთხოვნის შესრულებას.  8. ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია: a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობასთან ან ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან; b) გაატაროს ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ორდრე პუბლიც); c) გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ აქვს ამოწურული მისი კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით გათვალისწინებული ამოღების ან შესრულების ყველა შესაძლო ღონისძიება; d) გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯები აშკარად არათანაზომიერია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის მიმართ. მუხლი 27🔗 დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების ან ცალკეული შეთანხმებების დებულებების საფუძველზე. მუხლი 28🔗 ძალაში შესვლა  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დასრულების თაობაზე.  2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს. ეს შეთანხმება იმოქმედებს: a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. მუხლი 29🔗 მოქმედების შეწყვეტა წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას: a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავიანთი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შესრულებულია 2016 წლის 31 მარტს, ქ. სეულში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ოქმი  საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:  1. ამ შეთანხმებასთან მიმართებაში საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები“ ან ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები“ ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს“ ან „ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს“.   2. ამ შეთანხმების მე-18 მუხლთან მიმართებაში, კორეის შემთხვევაში, მე-18 მუხლის დებულებები ასევე ვრცელდება ხელფასებზე, გასამრჯელოზე და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე, რომელთა გადახდა ხდება: კორეის ბანკის, კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკის, კორეის სავაჭრო ინვესტიციების წახალისების სააგენტოს, კორეის სავაჭრო დაზღვევის კორპორაციის, კორეის საინვესტიციო კორპორაციის, კორეის განვითარების ბანკის და სხვა მსგავსი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს მიერ, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო ხასიათის მქონე საქმიანობას, რაც დაზუსტებული და შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებს შორის წერილების გაცვლის გზით. რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს თავიანთი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.    შესრულებულია 2016 წლის 31 მარტს, ქ. სეულში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)