„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №665 |
|
2016 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/04/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016531) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული №43, №44-46 და №50 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №43 სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველო, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო
დანართი №44 სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობა და ცენტრალური ოპერატიული სამსახური, საგამოძიებო სამმართველო და საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველო (რეგიონული სამსახურის რეგიონული ჯგუფების გარდა)
დანართი №45 სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველო (ხელმძღვანელობის და ცენტრალური ოპერატიული სამსახურის გარდა) და საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის რეგიონული ჯგუფები
დანართი №46 სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი (სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონული ქვედანაყოფების (სამმართველოების) გარდა)
დანართი №50 სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი (სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს, ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს და საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების აბორდაჟის ინსტრუქტორთა ჯგუფის გარდა)
.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|