⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.05.2021)
გაუქმებულია:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2016
ძალის დაკარგვა 24.05.2021
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016206
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,163 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2016 მიღება
24.05.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2016 წლის 28 ნოემბერი დ. ლენტეხი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“  ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის,  61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონის თანახმად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება  დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი დანართი №1  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის   გამგებლის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ლენტეხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭო შედგება 7(შვიდი)  წევრისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4.  საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის  მოადგილე – ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი.  თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს  ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და  მოადგილის გარდა, შედიან: ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი; ბ) სპორტის   ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი; გ)  სოციალური დაცვის  განყოფილების  უფროსი; დ) შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირის წარმომადგენელი; ე) შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირის წარმომადგენელი. 6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი. 7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე. 9. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე. 10. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/ და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. მუხლი 4🔗. საბჭოს ამოცანები 1. საბჭოს ამოცანებია: ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია; გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა. შ.; დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების  უზრუნველყოფის მიზნით; ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად; ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას; ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების)  მონაწილეობას  იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე. მუხლი 5🔗. საბჭოს უფლებამოსილება  1. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ლენტეხის მუნისციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების  მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა  საცხოვრებელი, სატრანსპორტო  საზოგადოებრივი, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა-მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების  საგნებით   უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთად შშმ  პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური  მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ი) შშმ  პირებთან დაკავშირებით ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან  დაკავშირებით  ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო  დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება  და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების  რეალიზაციის  მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ნ) შშმ  პირებთან  დაკავშირებით  მომზადებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების  პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. მუხლი 6🔗. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 1. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას,  იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ)  წარმოადგენს   საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს  მიმოწერას; გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის  მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. მუხლი 7🔗. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  ახორციელებს  მის უფლებამოსილებას. 2. კანონმდებლობის  შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 3. ამ დებულებიდან გამომდინარე  ახორციელებს სხვა  უფლება-მოვალეობებს. მუხლი 8🔗. საბჭოს მდივანი 1. პასუხისმგებელია  საბჭოს სხდომის ოქმის  სწორად და ზუსტად  შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე. 2. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი  საკითხების ნუსხას. 3. საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს  წევრებს  და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და  დამუშავებას. 4. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას. 5. ახორციელებს საჭოს დებულებით გათვალისწინებულ და  მინიჭებულ სხვა  უფლებამოსილებას. მუხლი 9🔗. საჭოს წევრის უფლებამოსილება 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე  წამოაყენოს  საკითხი და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა  მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი  პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადებების, დასკვნის  ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი  ოფიციალური  წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და  არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები  და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში  მისთვის დაკისრებული  დავალებების შესრულების შესახებ. 3.  საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება  საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ : ა)  თუ იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა  საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ)  გარდაიცვალა. მუხლი 10🔗. საბჭოს სხდომები  1.  საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3.  საბჭოს  სხდომაზე  მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილული იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო   საკითხებისა,  თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5.  საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. 6.  საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ)  სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის  და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ)  მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომაზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს  თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს,   რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 11🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს  დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას) გამგებლის  (საბჭოს თავმჯდომარის) წარდგინების  საფუძველზე იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.