საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 17.11.2016
ძალის დაკარგვა 19.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2446
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022616
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საერთო სასამართლოების სისტემისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 19.02.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2446
2016 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ –
საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონალურ პროგრამას „სამართლებრივი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიაში“ შორის გასაფორმებელი „საგრანტო ხელშეკრულება GIZ-სა და სსიპ –
საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის“.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების დაწყების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 18 ნოემბერი.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი