საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2457
2016 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიეცეს წინასწარი თანხმობა, 25 (ოცდახუთი) ცალი საარქივო თაროს (CPV39100000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოს აპარატისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 35 01 04 01).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი