საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2463
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022626
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2463

2016 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს თანდართული დანართების მიხედვით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №539 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი