2017 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.025.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- 2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.12.2015
დოკუმენტის ტექსტი
2017 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №90
2016 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
2017 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „2017 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი”.
2.
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
4.
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2016 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №112 ბრძანება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე