საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №525
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019591
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დაფუძნების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №525
2016 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს გრანტის გამცემად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესი, საგრანტო კონკურსების დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი