საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 18.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2-3/6/751
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2016
matsne.gov.ge 1,113 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 98% 28.12.2016 საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 28.03.2017 საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 17.05.2017 საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 28.03.2017 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 16.11.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 67.5pt 1.0in 66.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განჩინება №2-3/6/751 2016 წლის 18 ნოემბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე; თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; ირინე იმერლიშვილი - წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №751) მომართა საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილმა. №751 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 6 მაისს. 2. №751 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტი და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოთვლის პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დაიკავონ შესაბამისად ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობა. სადავო ნორმები ამგვარ სუბიექტებად განსაზღვრავს: ა) პირს, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; ბ) პირს, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. 5. №751 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით იგი ცნობილ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ კონკრეტული ნორმის დამრღვევად და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან გასულია 4 წელი, თუმცა მოსარჩელე მხარისთვის სასამართლო დადგენილებით დადგენილი შედეგი განგრძობადია და სადავო ნორმებით უვადოდ ეკრძალება საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერ რგოლში, ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიაში წევრის თანამდებობის დაკავების უფლება. 6. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო წარსულში ბრალეულ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე განწესების კრიტერიუმებს. შესაბამისად, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, საარჩევნო კომისიის წევრობის პრეტენდენტები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და შეუძლიათ დაიკავონ საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობა,  მეორე მხრივ, მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები, რომლებიც, მართალია, ფორმალურად ასევე აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს, მაგრამ წარსულში დაუდგინდათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და ამ მიზეზით ერთმევათ კომისიის წევრად მუშაობის შესაძლებლობა. 7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო, მომავალში საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავების შეზღუდვის ვადას არ ადგენს, განსხვავებით ნასამართლობის მქონე პირისგან, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ნასამართლობა უქარწყლდება ან ეხსნება და შესაძლებლობა აქვს, აღნიშნული თანამდებობა უპრობლემოდ დაიკავოს. საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს კი საშუალება არ აქვს, შეიცვალოს სამართლებრივი სტატუსი, რის გამოც, მას კომისიის წევრად მუშაობა ეკრძალება განუსაზღვრელი ვადით. 8. მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში არსებულ რომელიმე ნიშანზე, რომლის საფუძველზეც სადავო ნორმა ახდენს პირთა გაუმართლებელ დიფერენცირებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის არსებობა, თავისთავად, შეფასებადია თანასწორობის ძირითად უფლებასთან მიმართებით. 9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, განუსაზღვრელი ვადით დადგენილი აბსოლუტური აკრძალვა ამა თუ იმ საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავების მიმართ, განსახილველ სამართალურთიერთობაში მყოფ არსებითად თანასწორ პირებს მკვეთრად აშორებს ერთმანეთისგან, დიფერენცირების ინტენსივობა არის მაღალი და ამიტომ სადავო ნორმის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს შეფასების მკაცრი  ტესტით. 10. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ემსახურება მკვეთრად გამოხატული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე კვალიფიციური და ღირსეული პირის განწესებას, თუმცა სადავო ნორმები პირის უფლებას ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, კერძოდ, კომისიის წევრობის მსურველ პირებს, რომლებსაც დაუდასტურდათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა უვადოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკრძალებათ ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დაკავება. 11. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე. II სამოტივაციო ნაწილი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №751 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №751 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას ჰქონდა გადაცემული. 2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და  აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის  შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ნორმების კონსტიტუციურობა, №751 კონსტიტუციური  სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას. III სარეზოლუციო ნაწილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. კონსტიტუციური სარჩელი №751  („საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის წევრები: თეიმურაზ ტუღუში ირინე იმერლიშვილი თამაზ ცაბუტაშვილი