სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N2 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის №2 საჯარო სკოლის 2016 წლის   ანგარიში

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

 სსიპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის №2 საჯარო სკოლის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სკოლა:

● განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და „რიგითი“ მოქალაქეების განცხადებებს.

● სკოლაში შემოვიდა 4 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული

● 4-ვე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აქედან გამომდინარე არ მიგვიღია გადაწყვეტილება მოთხოვნის არდაკმაყოფილებაზე.

● არ შემოსულა მოთხოვნა: საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე.

● 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

● სკოლას არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან სკოლას ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

ამასთან სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი№1) თან ერთვის. დანართი №1

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

4

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის ბგაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯვების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

სკოლის დირექტორის მ. შ. ნანა შონია