აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინსტრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ს
ბრძანება № 1-1/651
2016 წ ლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 10 ნოემბრის (№01/3427) განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შემდგომში (,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“)აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - „სამინისტრო“) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტრურის სამინისტრომ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
● პროექტის მოკლე აღწერა:
,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის (არგვეთას კვანძი) მშენებლობის პროექტი.
E-60 ავტომაგისტრალის არგვეთ ი ს სატრანსპორტო კვანძი იწყება ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ არგვეთაში. საწყისად მიღებულია ზესტაფონი - ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებარე მონაკვეთის კმ1+028, რომელიც შეესაბამება საპროექტო კმ 0+000-ს, ხოლო ბოლოდ - თბილისი-სენაკი-ლესელიძის კმ 199+947. ტრასის მთლიანი სიგრძე შეადგენს 1.575 კმ-ს.
საპროექტო სქემა წარმოადგენს გზის განვითარების პერსპექტიულ და დროებით მიმართულების ერთობლიობას, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს გზის და სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.
პერსპექტიულ მიმართულების სქემით გათვალისწინებულია სატრანსპორტო კვანძის (ბრილიანტის“ ტიპი) მშენებლობა,რომელიც ითვალისწინებს როგორც ძირითადი გზის სატრანსპორტო ნაკადებისათვის მოსაბრუნებლების ფუნქციის შესრულებას, ასევე სოფელ არგვეთის სხვადასხვა მხარის ერთმანეთთან და ავტომაგისტრალთან დაკავშირებას.
E-60 ავტომაგისტრალის არგვეთ ი ს სატრანსპორტო კვანძი გატარებულია ზესტაფონის შემოსავლელი გზის პერსპექტიული მიმართულების გათვალისწინებით, რომელიც დამუშავებულია E60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთ ი ს გზის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომი კ ური დასაბუთების საფუძველზე, ანუ საპროექტო გზის პირველი კილომეტრი მთლიანად ემთხვევა პერსპექტიულ მიმართულებას, ხოლო შემდგომ E60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთ ი ს გზის მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებამდე ამ ეტაპზე საჭიროა დროებითი სქემის გამოყენება, რომელიც უერთდება არსებულ გზას თბილისი – სენაკი – ლესელიძის კმ 199+947-ზე.
პროექტით გათვალისწინებულია ორი A და B რამპების მშენებლობა, მარცხენა წრიული მოძრაობის და №1 და №2 ადგილობრვი გზების მოწყობა.
პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში, შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლები ს პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ შემდეგ მესაკუთრეებთან: დავით კობახიძე (პ/ნ 18001014697), ბერდია კობახიძე (პ/ნ 18001015601), ბაქარ კობახიძე (პ/ნ 18001003457). მხარეთა შორის მოლაპარაკება ძირითადად ვერ შედგა საექსპროპრიაციო ქონების საკომპესაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო.
,,სამინისტრომ“ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კ ონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი.აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ,რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ე ქსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მ აგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრესთან,უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 24 ნოემბრის ოქმისა და კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის (არგვეთ ი ს კვანძი) მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებებზე:
ა)ბაქარი კობახიძის (პ/ნ 18001003457) საკუთრებაში არსებულ 3380 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ერთწლიანი კულტურა), საკადასტრო კოდი №32.03.35.148, მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საქარა. საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 3380 კვ.მ.
ბ) ბერდია კობახიძის (პ/ნ 18001015601) საკუთრებაში არსებულ 3567 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ერთწლიანი კულტურა) მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვედა საქარა, საკადასტრო კოდი N32.03.35.149. საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2545 კვ.მ
გ) დავით კობახიძის (პ/ნ18001014697) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:1. ს/კ 32.03.49.187 მიწის ნაკვეთი (ერთწლიანი კულტურა) მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საქარა, მიწის მთლიანი ფართი 996 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 996 კვ.მ; 2. ს/კ 32.03.35.147 მიწის ნაკვეთი მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო საქარა, მთლიანი ფართი 1009 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართი 563 კვ.მ. 3. ს/კ 32.03.49.184, მიწის ნაკვეთი მდებარე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა საქარა, მთლიანი ფართი 4350 კვ.მ, საექპროპრიაციო მიწის ნაკვეთი4350 კვ.მ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენადი არველაძე