ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 698 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 03.09.2014 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.02.2015 ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 01.10.2015 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.09.2014 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2016 წლის 2 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 26 დეკემბერის №72 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2017 წლის 1 იანვრიდან.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე დანართი   ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  ოფიციალური  ვებგვერდის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება ადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტის) ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2.  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური  მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის  და  ყველა დაინტერესებული პირისა  თუ ორგანიზაციისათვის; ბ) თვითმმართველობის ორგანოების  მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან;  ვებგვერდმა უნდა შექმნას იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; ასევე, უზრუნველყოს  თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება; გ)  მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების ოპერატიულად გამოქვეყნება; დ) თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში მიმდინარე მოვლენების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის  ოპერატიული გამოქვეყნება; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროაქტიული წესის თანახმად,  აღნიშნულ წესს დაქვემდებარებული ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება. 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.lagodekhi.gov.ge.   მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1.ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ,,საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და საინფორმაციო  განყოფილება“. 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ)  ვებგვერდზე შემოსული წინადადებების, წერილების სისტემატიზაციას და შესაბამის რეაგირებას; ე)  ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის  და  დაბლოკვისაგან. მუხლი 3🔗.  ინფორმაციის  წყაროები,  კატეგორიები და სტატუსი 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები; ე)  საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები  მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება 1. თვითმმართველი ერთეულის  აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობა) მიერ ვებგვერდზე განსათავსებელ ყველა ინფორმაციის განთავსებასა და ადმინისტრირებას ახდენს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის „საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და საინფორმაციო  განყოფილების“ ის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დაევალება შესაბამისი პასუხისმგებლობა (გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრატორის მოვალეობა). 2. თვითმმართველი ერთეულის  წარმომადგენლობითი  ორგანოს (საკრებულოს) მიერ ვებგვერდზე განსათავსებელ ყველა ინფორმაციის განთავსებასა და რედაქტირებას  ახდენს  საკრებულოს აპარატის ის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დაევალება შესაბამისი  პასუხისმგებლობა (საკრებულოს ვებგვერდის რედაქტორის  მოვალეობა).  3. თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის „საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და საინფორმაციო  განყოფილებას“ აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით,      მიწოდებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებასა და რედაქტირებას  განახორციელებს ვებგვერდის  გამგეობის ადმინისტრატორი/ რედაქტორი. 4. ინფორმაციის მოწოდების უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განთავსებასა და მოწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე  ვებგვერდის ადმინისტრატორი/ რედაქტორი. მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა: 1. ვებგვერდზე განთავსდება მთავარი გვერდი, (ახალი ამბები, საკრებულოს სხდომები, ანონსი, მიმდინარე აუქციონები, პროექტების არქივი, მიმდინარე ტენდერები, მოითხოვე ინფორმაცია, მიმდონარე პეტიცია, დოკუმენტების ბაზა, დაუკავშირდი ხელისუფლებას, დაგეგმე ბიუჯეტი, შეავსე კითხვარი), საძიებო ველი, მუნიციპალიტეტის  შესახებ სიმბოლიკა, გალერეა (ფოტო/ვიდეო), ბმულები და კონტაქტები. ზედა პანელზე გამოსახულია: მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი ხელიფუფლება, მოქალაქე, ბიზნესი, სერვისები, საჯარო ინფორმაცია. 2. მუნიციპალიტეტი ა) ლაგოდეხის შესახებ; ბ) ტურიზმი; გ) დარგობრივი სფეროები.  3. ადგილობრივი ხელისუფლება ა) გამგებელი და გამგეობა; ბ) საკრებულო და აპარატი; გ) საქმიანობა; დ) ინფო-ცენტრი. 4.  მოქალაქეს ა)  ჩაერთე ადგილობრივ  თვითმმართველობაში; ბ) განათლება; გ) სოციალური პროექტები; დ) სამედიცინო უზრუნველყოფა; ე) დასაქმების შესახებ ზოგადი ინფორმაცია; ვ)კარიერა მუნიციპალიტეტში; ზ)  SOS – 112. 5. ბიზნესი ა) დაიწყე საკუთარი ბიზნესი; ბ) აწარმოე  საქართველო; გ) სტარტაპ  საქართველო; დ) საჭირო ინფორმაცია; ე) სოფლის მეურნეობა; ვ) უწყებები ბიზნესისათვის. 6. სერვისები ა) ნებართვები; ბ) საზოგადოებრივი; გ) დააფიქსირე მომხდარი; დ) სოციალური ჯგუფებისთვის; ე) აბონენტებისათვის;   ვ) მუნიციპალური აბონიმენტი. 7.  საჯარო ინფორმაცია ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო; გ) მუნიციპალიტეტისათვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები.