ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.12.2016
ძალის დაკარგვა 24.02.2017
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016301
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2016 წლის 16 დეკემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №43 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის იფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური
1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგეობის წარდგინებით ამტკიცებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის განყოფილება.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებითა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხონის მუიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი ან, აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
3. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მოხელე
1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელებისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემსა და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობითა და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის სფეროში მომსახურების, რეაბილიტაციისა და განვითარების კოორდინაციას;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვას, მშენებლობასა და განვითარების უზრუნველყოფას, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას, წინადადებების მომზადებას, საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას;
ვ) ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობას, შესაბამისი პროგრამების მომზადებას, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობასა და კოორდინაციას;
ზ) შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობასა და კოორდინაციას;
თ) ქუჩებსა და მოედნებზე, ქალაქ ხონში საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენებასა ან მოხსნაზე, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადების მომზადებასა და კოორდინაციას;
ი) ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადებას და განხორციელების ხელშეწყობას; წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადებასა და განხორციელების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში;
კ) კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრას, შესაბამისი პროექტების მომზადებას;
ლ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადებას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, გამგეობის დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მონაწილეობა მიიღოს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
ე) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ვ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული საოფისე ქონების შენახვასა და მოვლაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ხონის მუნიციპალიტეტის თავისი საქმიანობის შესახებ;
დ) მოამზადოს ინფორმაციები ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე www.khoni.gov.ge განთავსების მიზნით;
ე) დაიცვას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესი.
ვ) სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით წინდადებების მომზადება და გამგებლისათვის წარდგენა.
მუხლი 8🔗.
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები:
ა) შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ბ) ქუჩებსა და მოედნებზე, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენებასა ან მოხსნაზე, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადების მომზადება და კოორდინაცია;
გ) ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა, შესრულებული სამუშაოების მიღება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის დოკუმენტების მომზადება და გამგებლისათვის წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით წინდადებების მომზადება და გამგებლისათვის წარდგენა.
მუხლი 9🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია
1. სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება გამგეობის რომელიმე სხვა სამსახურს.
2. სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას) ცვლილებების შეტანისა და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;
გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.