სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/1-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/1-ლ

2016 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე პუნქტის, ამავე კანონის მე-13, მე-14 და 36-ე მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის „სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 9 თებერვლის №01 ბრძანების, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაიცეს სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405042804) სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.

2. გაიცეს სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურზე“ სიცოცხლის დაზღვევის სალიცენზიო მოწმობა.

3. სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურის“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურის“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                    იოსებ გოგოლაშვილი