„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2016 წლის 5 დეკემბერი ქ. გურჯაანი |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 11.01.2016, 010250050.35.166.016251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პირველი დანართის - „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამა“ მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 65 000-დან-120 000-მდე, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ონკოლოგიურ ავადმყოფებსა და მრავალშვილიან ოჯხებზე, რომლებზედაც დახმარება გაიცემა მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება გაიცემა, თუ საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, კვლევა, მკურნალობა, ოპერაცია. სამედიცინო თანადაფინანსება მოხდება 200 ლარზე ნაკლები ანგარიშფაქტურის წარმოდგენისას იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან-120000-მდეა; 200 ლარზე მეტი ანგარიშფაქტურის წარმოდგენისას კი - თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან-160000-მდეა. 6. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან-120000-მდეა.“; გ) მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე პირებზე და მრავალშვილიან ოჯხებზე. 20. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა.“.
2. დადგენილების პირველი მუხლით ცხრილის სახით დამტკიცებული მეორე დანართის - „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“:
ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) მე-4 პუნქტის პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით: „
“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: „
“; ე) ცხრილის ბოლო გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: „
“. |
|