ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2016 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:
,,მუხლი 52. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ხანძარი, ეკოლოგიური კატასტროფები) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დახმარება გაიცემა მიყენებული ზიანის მიხედვით, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში.
2. დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მათ შორის, სახანძრო-სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოები);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საცხოვრებელი სახლის ფლობის/სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტსა და მის ოდენობას;
თ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისას სამუშაო ჯგუფი უშუალოდ სწავლობს მიყენებული ზიანის ხასიათსა და ოდენობას, რაც აისახება სამუშაო ჯგუფის დასკვნაში და წარედგინება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. “;
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 მუხლი:
1. ზამთრის სეზონისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვის მიზნით ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში.
2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე ;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.12.2016. მიმღები ორგანო — ერედვის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.147.016151.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №26, 05.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016151 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3450846/