სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო სამი წლის ბიზნეს–გეგმის ძირითადი მონაცემების და ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016025
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2016
matsne.gov.ge 949 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 30.12.2016 აქტივების მმართველი კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 26.07.2024 ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 83% 03.07.2024 ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 14.11.2018 ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 82% 30.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო სამი წლის ბიზნეს–გეგმის ძირითადი მონაცემების და ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №17 2016 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო სამი წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემების და ფორმის დამტკიცების შესახებ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და  2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო სამი წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემები და ფორმა“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო  სამი წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემები და ფორმა მუხლი 1🔗 1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის და  22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს  სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო სამი წლის ბიზნესგეგმის ძირითად მონაცემებს და ფორმას, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომში - სამსახური) მისი, ასევე მასში ცვლილებების წარდგენის წესს. 2. წინამდებარე დოკუმენტი  მიზნად ისახავს სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო სამი წლის სადაზღვევო  საქმიანობის ძირითადი მიმართულებების  მიმოხილვას, მზღვეველის საქმიანობის თავისებურებების შეფასებას, კომპანიის განვითარების ტენდენციების მზღვეველის მმართველი ორგანოს მიერ მონიტორინგის  და საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე კომპანიის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობას. მუხლი 2🔗 1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნისას სამსახურს წარედგინება ბიზნესგეგმა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სადაზღვევო საქმიანობის ცალკეული სახეობების მიხედვით. 2. მზღვეველი ვალდებულია ბიზნესგეგმის ძირითად მონაცემებში განხორციელებული არსებითი ცვლილებები ასახოს ბიზნეს-გეგმაში და  შესაბამისი დასაბუთებით, ეკონომიკური და ფინანსური გაანგარიშებით, ასევე ბიზნეს გეგმის რედაქტირებული ვერსია სამსახურს წარუდგინოს  ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესგეგმაში ცვლილებები განხორციელებულია სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შესახებ სალიცენზიო განაცხადის განხილვის პროცესში. 4. ლიცენზიის მაძიებლის/მზღვეველის მმართველი ორგანოს მიერ სათანადო წესით დამტკიცებული ბიზნეს-გეგმა/ბიზნესგეგმაში ცვლილებები სამსახურს წარედგინება დედნის ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით. მუხლი 3🔗 1. სამსახურში წარდგენილ ბიზნესგეგმაში ასახული უნდა იყოს  შემდეგი ძირითადი მონაცემები: ა) ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიის შესახებ; ბ)  სადაზღვევო კომპანიის მართვა და ორგანიზაციული სტრუქტურა; გ) კომპანიის სადაზღვევო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები/სახეობები, მათი განხორციელების/რეალიზაციის საშუალებები; დ) კომპანიის სამომავლო სადაზღვევო საქმიანობის სახეობების მიხედვით ბაზრის კვლევის ანალიზი და პროგნოზი, ბაზრის რისკების შეფასება, მისი ანალიზი და მართვა; ე) სატარიფო განაკვეთის სტრუქტურა; ვ)  ფინანსური გეგმა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზი; ზ) ზარალის დარეგულირების პოლიტიკა/პროცედურები, ზიანის ანაზღაურების სქემა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები; თ) გადაზღვევის პროგრამა; ი) მარკეტინგი/მარკეტინგული კვლევები; კ) კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკა. მუხლი 4🔗 წინამდებარე დოკუმენტის მე-3 მუხლში მოცემულ თითოეულ მონაცემში ასახული უნდა იყოს: 1. ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიის შესახებ: ა) სადაზღვევო კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, აქციონერი/აქციონერების დასახელება და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი/აქციონერების საქმიანობის მოკლე აღწერილობა; ბ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; გ) ფილიალების, სერვისცენტრების შექმნის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ინფორმაცია იმ უძრავი ქონების შესახებ, სადაც განთავსდება მზღვეველის სათავო ოფისი/ფილიალი/სერვის-ცენტრი. 2. სადაზღვევო კომპანიის მართვა და ორგანიზაციული სტრუქტურა: ა) კომპანიის მმართველი ორგანოები და მათი ფორმირების წესი, ორგანიზაციული სტრუქტურის მიმოხილვა სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანების და ფუნქციების მითითებით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების შერჩევის კრიტერიუმები; ბ) შიდა აუდიტის სისტემა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – სტრუქტურა, ამოცანები, ფუნქციები, უფლებამოსილება, შიდა აუდიტისა და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობის სისტემა); გ) აქტუარული ფუნქცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) მართვის შიდა სტანდარტები, პროცედურები, მომსახურების ხარისხის მართვის და კონტროლის სისტემა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების სტანდარტები და პროცედურები; ე) საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ადამიანური რესურსების მართვის სისტემა; ვ) ორგანიზაციული სტრუქტურის ხარჯები, დაფინანსების წყაროები და საპროგნოზო მაჩვენებლები. 3. სადაზღვევო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები/სახეობები, მათი განხორციელების/რეალიზაციის მეთოდები: ა) სადაზღვევო საქმიანობის სახეობები, შესაბამისი პროდუქტის/პროდუქტების ძირითადი მახასიათებლები (შემადგენლობა, რისკები, სადაზღვევო დაფარვა); ბ) დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რისკის შეფასების (ანდერაიტინგის) ძირითადი კრიტერიუმები; გ) დაზღვევის თითოეული სახეობის სავარაუდო წილის მოცულობა სადაზღვევო პორტფელში, ამ წილის დაკავების საშუალებები, მომხმარებელთა მიზნობრივი სეგმენტი, რეალიზაციის სქემა (მეთოდები). 4.  კომპანიის სამომავლო სადაზღვევო საქმიანობის სახეობების მიხედვით ბაზრის კვლევის  ანალიზი და პროგნოზი, ბაზრის რისკების შეფასება, მისი ანალიზი და მართვა: ა) სადაზღვევო ბაზრის მოკლე მიმოხილვა (ბაზრის მოცულობა, ბაზრის მონაწილეები); ბ) მიზნობრივ ბაზარზე სავარაუდო  წილი დაზღვევის სახეობების მიხედვით, მისი მოცვის პერსპექტივები, მიზნობრივ სეგმენტთან მუშაობის სტრატეგიის გათვალისწინებით; გ) ბაზრის რისკების შეფასება, ანალიზი და მართვის მექანიზმები. 5. სატარიფო განაკვეთის სტრუქტურა: ა) სატარიფო განაკვეთის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით (ნეტო განაკვეთი, დატვირთვა, მოგება, ბრუტო განაკვეთი); ბ) სადაზღვევო პრემიის გაანგარიშების პრინციპები დაზღვევის სახეობების მიხედვით. 6. ფინანსური გეგმა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზი: ა) საპროგნოზო  ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება  (საბალანსო უწყისი); ბ) საპროგნოზო სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება-ზარალის უწყისი); გ) საპროგნოზო კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება; დ) საპროგნოზო ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი (არაპირდაპირი მეთოდით); ე) საპროგნოზო შემოსავლები და ხარჯები დაზღვევის სახეობების მიხედვით; ვ) ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები; ზ) გადახდისუნარიანობის მარჟის და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშება ყოველი კალენდარული წლისთვის; თ) აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი დაფინანსების წყაროები; ი) აქციონერებისთვის დივიდენდების გაცემის პოლიტიკა. 7. ზარალის დარეგულირების პოლიტიკა, ზიანის ანაზღაურების სქემა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები: ა) ზარალების დარეგულირების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები; ბ) ზარალის/ზიანის ანაზღაურების სისტემა და მექანიზმები (შიდა ინსტრუქციები, წესები, სახელმძღვანელოები); გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, პროცედურები, სტანდარტები, მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვისა და რეგულირების სისტემა, პროცედურები. 8. გადაზღვევის პროგრამა: ა) გადაზღვევის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები (მათ შორის მიღებული გადაზღვევა), პოტენციური გადამზღვეველი ორგანიზაციები, მათი სადაზღვევო ბაზარზე საქმიანობის გამოცდილება და ხანგრძლივობა, ადგილმდებარეობა; ბ) გადაზღვევის ძირითადი ფორმები და მეთოდები დაზღვევის სახეობების მიხედვით (მათ შორის, მიღებული გადაზღვევა); გ) გადამზღვეველი ორგანიზაციის შეფასების/შერჩევის ზოგადი კრიტერიუმები, მათ შორის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შეფასება და რომელიმე მათგანის მიერ მინიჭებული მინიმალური რეიტინგი. 9. მარკეტინგული სტრატეგია/კვლევა: ა) დარგის კვლევა/კვლევის მეთოდები, განვითარების პროგნოზები, რომელშიც კომპანია გეგმავს საქმიანობას; ბ) სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის სისტემის ორგანიზება; გ) სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მეთოდები: პირდაპირი გაყიდვები, გაყიდვები დაზღვევის შუამავლების მეშვეობით, გაყიდვები ელექტრონული/სხვა მეთოდებით; დ) სადაზღვევო პროდუქტის/მომსახურების გასაღების სტიმულირება და მისი სრულყოფის პერსპექტივები; ე) მარკეტინგული/სარეკლამო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ხარჯების პროგნოზი. 10. კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკა: ა) ინვესტირების მიზნები და ძირითადი მიმართულებები; ბ) საინვესტიციო პორტფელის ფორმირების პრინციპები, შემოსავლიანობა, ინვესტიციის მიმართულებების დივერსიფიცირება და აქტივების შეფასების მეთოდი; გ) საინვესტიციო შეზღუდვები აქტივების მიხედვით; დ) ინვესტიციების მართვის სისტემა და პროცედურები. მუხლი 5🔗 ბიზნესგეგმაში უნდა აისახოს ბიზნესგეგმის შესრულების მონიტორინგის პროცედურები და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირებისა და კონტროლის სისტემა.