სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№558
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის  2016  წლის ანგარიშის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის  2016  წლის საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2016 წლის 06 დეკემბრის მდგომარეობით სულ შემოსულ იქნა 9 განცხადება. შემოსული განცხადებებიდან:

ა) 9 შემთხვევაში გაიცა  საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად; 

ბ) 0 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 

გ) 0 განცხადება განხილვის პროცესშია;

 დ) 0 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეს მოცემული პერიოდისათვის წარმოადგენს სამსახურის უფროსი ბატონი იოსებ გოგოლაშვილი.

რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაციას,გაცნობებთ, რომ სამსახურში მოქმედებს შესაბამისი რეესტრი, სადაც სათანადოდ არის აღრიცხული საჯარო ინფორმაცია მისი დასახელების, მიღების, დამუშავების,  გამოცემის თარიღის, ასევე იმ პირის (დასახელების) მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა და /ან რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.  ამასთან, სამსახურს გააჩნია ოფიციალური ვებგვერდი და მასზე ქვეყნდება ყველა ის საჯარო  ინფორმაცია, რომელსაც სადაზღვევო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საჯარო დაწესებულების დასაქმებულთა მხრიდან ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს და შესაბამისად, დისციპლინურ სახდელებს სამსახურში ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ, არ შემოსულა. ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა  ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

აღნიშნულ პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნა ან საჯარო ინფორმაციასთან  დაკავშირებით საჩივარი არ შემოსულა. 

რაც შეეხება საკანონმდებლო აქტებს, რომლითაც სამსახური ხელმძღვანელობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი და  კანონი ’’დაზღვევის შესახებ’’ (მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტები), რომლის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს სამსახურის მხრიდან მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოების დაცვას.

აღნიშნულ პერიოდში მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნების დარღვევის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამასთან, არ დაფიქსირებულა სხვა რაიმე პრეტენზია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ამასთან, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი შემთხვევა. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთანავე, ადგილი არ ჰქონდა  მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

სამსახურის უფროსი                                           იოსებ გოგოლაშვილი