შპს „მშენებელი 2000“-ის საქართველოს სახელით გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/1251

ს ა ო ქ მ ო  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2016 წლის 28 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე − გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი − ნოდარ გიორგიძე

მოვალე: შპს „მშენებელი 2000’’.

დირექტორი: ნოდარ თებიძე.

გაკოტრების მმართველი − სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.

წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე.

კრედიტორი: სსიპ − შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი − მადონა გეწაძე.

კრედიტორი − შპს „დისკო“.

წარმომადგენელი − ზვიადი კონცელიძე (დირექტორი).

2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს „მშენებელი 2000’’-ის დირექტორის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში. 2012 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით, კომპანიის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2016 წლის 10 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „მშენებელი 2000’’-ის გაკოტრების მმართველმა, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ სახელით, მიხეილ ლომთაძემ, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს „მშენებელი 2000’’-ის გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა.

საბოლოო ანგარიშის თანახმად, შპს „მშენებელ 2000“-ის საკუთრებაში გააჩნდა სატვირთო ავტომანქანა „მაზ 549’’, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ შეფასებულ იქნა 750 ლარად, და ავტომანქანა „მოსკვიჩი იჟ 2715'', რომელიც შეფასებულ იქნა 250 ლარად.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე კომპანიის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებულ იქნა შემდეგი ოდენობის თანხა:

05/02/2016წ. დასრულებულ აუქციონზე ავტომანქანა „მაზ 549’’ გაიყიდა 622,5 (ექვსას ოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარად. ქონების რეალიზაცია განხორციელდა პირველ აუქციონზე.

19/08/2016წ. დასრულებულ აუქციონზე ავტომანქანა „მოსკვიჩი იჟ 2715'' გაიყიდა 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარად. ქონების რეალიზაცია განხორციელდა მეორე აუქციონზე.

ამასთან, 2013 წლის 19 აპრილს დასრულებულ აუქციონზე შპს „მშენებელი 2000’’-ის ქონება გაიყიდა 1035 ლარად, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადმა შეადგინა 157, 88 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 877,12 − კანონით დადგენილი წესით გათავსებულია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს’’ ანგარიშზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ ამოღებული შპს „მშენებელი 2000’’-ის ქონება ჯამში შეადგენს 1574.62 (877.12 + 622.5 + 75 ) ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5,000 ლარს. შესაბამისად, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა − 1574.62 ლარი − უნდა გადაირიცხოს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ანგარიშზე.

გაკოტრების მმართველი ითხოვს შპს „მშენებელი 2000’’-ის გაკოტრების საქმის დასრულებას.

კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა, ხოლო კრედიტორი შპს „დისკოს’’ წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს.

სასამართლომ შეამოწმა შპს „მშენებელი 2000’’-ის გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორს და მიაჩნია, რომ შპს „მშენებელი 2000’’-ის მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ემუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანგარიშით ირკვევა, რომ შპს „მშენებელი 2000’’-ის ქონება რეალიზებულია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5, მე -7, მე -8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე − 285-ე მუხლებით და

 დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მშენებელი 2000’’-ის გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, შპს „მშენებელი 2000’’-ის (ს/ნ 248387455, იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, დაბა ხელვაჩაური, წერეთლის ქ. №4) გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.

2. შპს „მშენებელი 2000’’-ის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11). თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე:                           გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი:              ნოდარი გიორგიძე