შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/2032

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან)

2016 წლის 2 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: იზოლდა ლოსაბერიძე

1. მეურვე − სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე.

2. მოვალე − შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ დირექტორი ედუარდ ფუტკარაძე;

3. კრედიტორები − სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ წარმომადგენელი მადონა გეწაძე, შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ წარმომადგენელი ზეინაბ ჭელიძე.

2016 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ დირექტორმა და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბერის საოქმო განჩინებით შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება.

საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში, კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორებმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ წარმომადგენელი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ (ს/კ 245415313) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“;

2. დაევალოს სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ (ს/კ 245415313) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები;

3. შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ (ს/კ 245415313) გაკოტრების მმართველად სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ დაინიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

4. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროსა“ და სსიპ „საჯარო რეესტრის“ ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

5. შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 12 დეკემბერს, 13:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება.

6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე               გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                          იზოლდა ლოსაბერიძე