საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2003
ძალის დაკარგვა 08.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №548
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 03/11/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.06.2005
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 68.05pt 65.2pt 68.05pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №548
2003 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება და მისთვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა.
4. ბრძანებულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება
თავი I. უნივერსიტეტის სტატუსი
მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის სტატუსი
1. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.
2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შემოკლებით – „ქსუ“. უნივერსიტეტის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
3. უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, შტამპი, ბეჭედი და ლოგო. ბეჭედზე ასახულია უნივერსიტეტის სრული სახელწოდება ქართულად და ინგლისურად.
4. უნივერსიტეტს უფლება აქვს თავისი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: 4600, ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №50.
თავი II. უნივერსიტეტის საქმიანობის საგანი
მუხლი 2🔗. საქმიანობის საგანი
უნივერსიტეტის საქმიანობის საგანია:
ა) საუნივერსიტეტო პროფილის კვალიფიციური და მაღალზნეობრივი სპეციალისტების მომზადება-გადამზადება;
ბ) სამეცნიერო მუშაობა;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, გადამზადება, პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
დ) საგამომცემლო საქმიანობა.
თავი III. უნივერსიტეტის სტრუქტურა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო, მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულებია:
ფაკულტეტები;
სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები;
კოლეჯები;
ფილიალები;
კათედრები;
განყოფილებები და სამმართველოები;
ლაბორატორიები;
სამეცნიერო ბიბლიოთეკა;
სტამბა-გამომცემლობა;
ბუღალტერია;
არქივი.
მათი მუშაობის წესსა და რეგლამენტს, აგრეთვე უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებები.
2. უნივერსიტეტი მის დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით ახორციელებს სასწავლო, მეთოდურ, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, კერძოდ:
ა) ამზადებს ბაკალავრებს, მაგისტრებს, ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტებსა და ასპირანტებს;
ბ) საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ადგენს და ამტკიცებს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს;
გ) წარმართავს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
დ) ამყარებს კავშირს სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან (მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან).
3. საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდებით დადგენილი წესით ფლობს და სარგებლობს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონებით, უფლებამოსილია გამოიყენოს ფინანსური სახსრები და გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები.
მუხლი 4🔗. სასწავლო პროცესი და სამეცნიერო მუშაობა
1. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს როგორც ერთსაფეხურიანი, ისე ორსაფეხურიანი (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) სპეციალობა.
2. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, რომელსაც რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და რეგისტრირებული იყოს საქართველოს განათლების სამინისტროში.
3. უნივერსიტეტის შინაგანაწესით განისაზღვრება სტუდენტთა მოძრაობის (კურსიდან კურსზე გადაყვანა, სპეციალობის ან სწავლების ფორმის შეცვლა, უნივერსიტეტიდან გარიცხვა-აღდგენა) პირობები და წესები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები, სასწავლო რეჟიმი (დატვირთვის ნორმები, სასწავლო ცხრილების სტრუქტურა და სასწავლო გეგმებთან ადეკვატურობა, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესები და განხორციელების ფორმები და სხვ.).
4. ბავშვობიდან ინვალიდებისათვის სწავლისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს ისეთი შეღავათები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. შეღავათებით არ შეიძლება დადგინდეს დაბალი საგანმანათლებლო სტანდარტი, გამოცდის, ატესტაციისა და ცოდნის შეფასების სხვა ფორმებისაგან გათავისუფლება.
5. უნივერსიტეტის შინაგანაწესით არ შეიძლება შეიზღუდოს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 5🔗. სწავლების ფორმა
უნივერსიტეტში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმებით საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში სტუდენტს უნივერსიტეტის დამთავრებისას ეძლევა სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი (დიპლომი).
მუხლი 7🔗. სადისერტაციო საბჭოები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტთან შეიძლება შეიქმნას სადისერტაციო საბჭოები, რომლებიც მუშაობას წარმართავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV. უნივერსიტეტის მართვა. უნივერსიტეტის მუშაკები
მუხლი 8🔗. უნივერსიტეტის მართვა
უნივერსიტეტის მართვას ახორციელებს:
სამეცნიერო საბჭო;
რექტორი;
რექტორატი;
დეკანატები.
მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო
1. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო (შემდგომში – სამეცნიერო საბჭო) არის უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 6 წელიწადი.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორები, ფაკულტეტების დეკანები, ინსტიტუტების დირექტორები, კათედრათა გამგეები, განყოფილებების ხელმძღვანელები, იურის-კონსულტი, უნივერსიტეტის სწავლული მდივანი, ბიბლიოთეკის დირექტორი, ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით პროფესორ-მასწავლებლები, პროფკომის თავმჯდომარე, სტუდკავშირის თავმჯდომარე. სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უნივერსიტეტის ყველა პედაგოგს.
3. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
4. სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) რექტორის არჩევა;
ბ) პრორექტორებისა და ინსტიტუტების დირექტორთა დამტკიცება რექტორის წარდგინებით;
გ) დეკანებისა და კათედრათა გამგეების არჩევა ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
დ) უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულთა მიერ წარდგენილი რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა;
ე) უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლებისათვის ხელფასის დანამატის დანიშვნა, პრემიის, ჯილდოსა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ფინანსური დახმარებების გაცემა;
ვ) სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების პროექტების განხილვა და დამტკიცება;
ზ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების განსაზღვრა და დამტკიცება;
თ) ფაკულტეტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კონტროლი;
ი) კანონით დადგენილი წესით სტუდენტებისათვის სახელობითი სტიპენდიების მინიჭება;
კ) უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტიული გეგმების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
ლ) ბიუჯეტის განსაზღვრა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, საფინანსო და სამეურნეო-ადმინისტრაციული საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;
მ) სახელმძღვანელოების, სასწავლო-დამხმარე, სხვა სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის საკითხების განხილვა.
5. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია საპატიო დოქტორად და პროფესორად აირჩიოს საქართველოსა და უცხოეთის გამოჩენილი სპეციალისტები და მეცნიერები.
6. სასწავლო, სამეცნიერო და სხვა საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს ხმათა უმრავლესობით.
7. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სწავლული მდივანი.
8. საბჭოს მუშაობა ხორციელდება სასწავლო წლისათვის შედგენილი გეგმის მიხედვით. სამეცნიერო საბჭოს სამუშაო გეგმას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი, საბჭოს სხდომაზე განხილვის შემდეგ.
9. რექტორი აკონტროლებს საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას და შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამეცნიერო საბჭოს.
მუხლი 10🔗. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც წარმართავს უნივერსიტეტის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს უნივერსიტეტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და ასრულებს ამ წესდებით დადგენილ ფუნქციებს.
2. უნივერსიტეტის რექტორს ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკამდე მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სასწავლებელში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და მისი მეცნიერული მუშაობის მიმართულება შეესაბამება უნივერსიტეტის პროფილს.
4. რექტორის არჩევნებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო ნიშნავს გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განცხადებას აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. სამეცნიერო საბჭო ირჩევს რექტორის არჩევნების საორგანიზაციო კომისიას, რომელიც წარმართავს რექტორის არჩევის პროცესს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების შეტანა საორგანიზაციო კომისიაში გრძელდება გამოცხადების დღიდან ერთ თვეში. საორგანიზაციო კომისიას ღია კენჭისყრით გამოაქვს დასკვნა კანდიდატის არჩევნებში დაშვება-არდაშვების შესახებ.
5. სამეცნიერო საბჭო რექტორს ირჩევს ფარული კენჭისყრით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს საბჭოს წევრთა 2/3 მაინც. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მის კანდიდატურას ხმა მისცა სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
6. იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე გაიმართება ხელახალი ფარული კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მიიღეს. თუ კენჭს იყრიდა ერთი ან ორი კანდიდატი და მათ ვერ მიიღეს არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.
7. რექტორის არჩევნების შედეგების შესახებ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტაციით 3 დღეში გადაეგზავნება საქართველოს განათლების სამინისტროს.
8. რექტორის არჩევა ხდება 6 წლის ვადით.
9. რექტორი უფლებამოსილია:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;
ბ) შეიმუშაოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით განაგოს უნივერსიტეტის ქონება და ფინანსები;
დ) განახორციელოს ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილებები;
ე) უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები _ ბრძანებები.
10. რექტორთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია:
ა) შექმნას და გააუქმოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები;
ბ) შემოიღოს და გააუქმოს სპეციალობები საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით.
11. რექტორი შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან ერთად პასუხისმგებელია უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე.
12. რექტორი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის სამცენიერო საბჭოს წინაშე უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო, საფინანსო-ეკონომიკური და სოციალური საქმიანობისათვის.
მუხლი 11🔗. უნივერსიტეტის რექტორატი
1. უნივერსიტეტის რექტორატში შედიან: რექტორი, პრორექტორები, დეკანები, ინსტიტუტების დირექტორები, მიმღები კომისიის მდივანი, აგრეთვე ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები.
2. უნივერსიტეტის რექტორატის შემადგენლობას ადგენს და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
3. დეკანის მოადგილეს დეკანის წარდგინებით ნიშნავს რექტორი.
4. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები მუშაობენ აკადემიური, სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, საფინანსო-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა მიმართულებებით. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან უნივერსიტეტის რექტორატისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე.
5. უნივერსიტეტის რექტორატი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უნივერსიტეტის ხარჯთა ნუსხის პროექტს.
6. უნივერსიტეტის რექტორატს უფლება აქვს განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებისა და ხელფასების დანამატები, სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები.
მუხლი 12🔗. სამეურვეო საბჭო
1. უნივერსიტეტში შემოსავლის მოზიდვისა და რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. ნებისმიერი ფიზიკური პირი, თუ ის დაინტერესებულია უნივერსიტეტის მოღვაწეობით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება, გაუზიაროს გამოცდილება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობაში, შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
3. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – მეტჯერაც. მისი მუშაობის რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი წესდებით.
მუხლი 13🔗. უნივერსიტეტის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი
1. უნივერსიტეტის თანამშრომელთა მოვალეობა, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი და სამსახურის ვადა განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.
2. უნივერსიტეტის თანამშრომელს უფლება აქვს შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს უნივერსიტეტის მართვაში.
3. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი პირობები;
ბ) აიმაღლოს კვალიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.
4. უნივერსიტეტის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება: კათედრის გამგე, პროფესორი, დოცენტი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტი, მასწავლებელი (ყველა ჩამოთვლილი თანამდებობა არჩევითია).
თავი V. უნივერსიტეტის ქონება, დაფინანსება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 14🔗. უნივერსიტეტის ქონება
1. უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონება.
2. უნივერსიტეტის ქონებისა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა და სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, ასევე სესხის აღება, თავდებობა, საშტატო განრიგის დამტკიცება, ხელფასის ფონდის განსაზღვრა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს განათლების სამინისტროს თანხმობით. ამასთან, სესხის აღებასა და თავდებობასთან დაკავშირებით დამატებით საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობაც.
მუხლი 15🔗. დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესასრულებლად გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებანი;
გ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) სამოქალაქო გარიგებებით მიღებული შემოსავალი;
ე) შემოწირულობები, გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. უნივერსიტეტის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. უნივერსიტეტის სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება სხვა რაიმე მიზნით აკრძალულია.
მუხლი 16🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების სამინისტროს.
მუხლი 17🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო.
თავი VI. უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 18🔗. უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებათა წესი
უნივერსიტეტის წესდებაში შესატან ცვლილებათა პროექტს შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო. პროექტი, მოქმედი წესების დაცვით, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 19🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს.