ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
(2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 6 დეკემბრამდე)
1. 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 6 დეკემბრამდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია სულ 19 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ – 15 განცხადება, მოქალაქეების მიერ – 4 განცხადება, აქედან დაკმაყოფილდა 19 მოთხოვნა;
2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი არის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე - მამუკა ქილიფთარი.
4. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
5. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სამსახურში დაცულია პერსონალური მონაცემები მატერიალური სახით.
6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსი“ს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
8. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
9. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში“?
- „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში“ მიღებულია 06.12.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №-.
- სად არის „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში“, №-, 06.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3453661/