ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01601450031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

 წარმოგიდგენთ ანგარიშს 2016 წელს ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

 საანგარიშო პერიოდში აპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემოვიდა სულ 1034 კორესპონდენცია, მათგან სკოლებიდან და რაიონული ორგანიზაციებიდან 385, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან -300, სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან -37, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან-30,სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიდან -32, სსიპ ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოდან -30,ეკონომიკური დეპარტამენტიდან - 70, ზოგადი განათლებისა და მართვის დეპარტამენტიდან 150.

ა) სულ 30 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 30 მოთხოვნა და არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 სულ საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან გასულია-2300 კორესპონდენცია,მათგან 1588 გაიგზავნა საჯარო სკოლებსა და რაიონულ ორგანიზაციებში,712- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 რესურსცენტრში სულ შემოსულია 61 განცხადება. დასაქმების თაობაზე მოქალაქეებისგან შემოვიდა -1 განცხადება ,რომელთა შესწავლისა და განხილვის მიზნით პასუხი ეცნობათ განმცხადებლებს.

 ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დებულების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა და არც ერთ საჯარო მოხელეს არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა,ასევე არ გასაჩივრებულა უარი ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში.

 გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების,შენახვის ან სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

 დ) 2016 წელს რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე)რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვქმს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

 ვ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

 ამასთან2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

30

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

  რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი