„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.01.2010
ძალაში შესვლა 20.01.2010
ძალის დაკარგვა 30.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 20/01/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,720 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2010 მიღება
20.01.2010 ძალაში შესვლა
30.12.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.5in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №13 2010 წლის 18 იანვარი  ქ. თბილისი შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ.“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურების შესყიდვის თანდართული სპეციალური წესი.     მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.     მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“ მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი     მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო ეს წესი არეგულირებს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ (რომელიც ახორციელებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას, მშენებლობას) მიერ მომსახურების შესყიდვების განხორციელებას.     მუხლი 2🔗. ცნებათა და ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი – შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორი; გ) შესყიდვის ობიექტი – მომსახურება; დ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს. საქონლისა და სამუშაოს ტერმინების განმარტება მოცემულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში; ე) სატენდერო მოსაკრებელი – ტენდერში მონაწილეობის მიზნით მსურველის მიერ გადახდილი საფასური, რომლის ოდენობასაც ადგენს სატენდერო კომისია; ვ)  პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც გადაიხადა სატენდერო მოსაკრებელი და გადაეცა სატენდერო დოკუმენტაცია; ზ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც დაიდო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; თ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები (მომსახურება) – ერთნაირი ან მსგავსი ფუნქციების (დანიშნულების) მქონე და ამავე დროს შესყიდვის კონკრეტული მიზნისათვის ურთიერთშენაცვლებადი შესყიდვის ობიექტები; ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას ან/და იწვევს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფის შეფერხებას; კ) ერთ პირთან მოლაპარაკება – პოტენციურ „მიმწოდებელთან“ წერილობითი ან/და სიტყვიერი მოლაპარაკების გამართვა შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი საკითხის დაზუსტებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების მიზნით; ლ) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შესყიდვის ობიექტი, რომელიც შემდგომ დაყოფას არ ექვემდებარება. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე.     მუხლი 3🔗. შესყიდვის საშუალება 1. შესყიდვის საშუალებებია: ერთ პირთან მოლაპარაკება და ტენდერი. 2. ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტის ღირებულება წლის განმავლობაში საერთო ჯამში არ აღემატება 100 000 ლარს; ბ)  თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური ან/და საავტორო უფლებაა ან/და მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან; გ) არსებობს შესყიდვის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის განხორციელების საკითხი უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან; დ) საქართველოს პარლამენტის 28.03.2007 წლის №4568 და 28.03.2007 წლის №4569 დადგენილებებით რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე შექმნილი ორმხრივი ან/და სამმხრივი საკოორდინაციო საბჭო(ები)ს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას; ე) სამშენებლო პროექტების ექსპერტიზასთან, აგრეთვე სამშენებლო პროექტებში ცვლილებების შეტანას ან/და კორექტირებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვებზე; ვ) კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, დასუფთავება და სხვა) და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურების შესყიდვაზე; ზ) შემსყიდველი ორგანიზაციის ობიექტების დაცვასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; თ) მივლინების დროს და წარმომადგენლობითი მიზნებისათვის განსახორციელებელი მომსახურების შესყიდვებზე. 3. შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. ამ წესის შესაბამისად შესყიდვა ხორციელდება ხელშეკრულების წერილობით გაფორმების გზით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.     მუხლი 4🔗. სატენდერო კომისია 1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან მის მიერ დანიშნული პირი. 3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი და/ან სხვა დაწესებულება-ორგანიზაციების სპეციალისტები. 4. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 6. სატენდერო კომისია შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტისა და სატენდერო დოკუმენტაციის (განსაზღვრავს საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებს, შეფასების კრიტერიუმებს) პროექტებს, რომლებსაც უთანხმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. 8. ტენდერი შესაძლებელია გამოცხადდეს ერთ ან რამდენიმე ლოტზე.     მუხლი 5🔗. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ 1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. 2. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების სხვა დამატებითი საშუალებები. 3. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 კალენდარული დღით ადრე. 4. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ.     მუხლი 6🔗. სატენდერო მოსაკრებლის გადახდისა და დაბრუნების წესი 1. სატენდერო მოსაკრებლის გადამხდელები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში. 2. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე. 3. სატენდერო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგარიშზე. 4. სატენდერო მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე; ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო მოსაკრებლის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გადაცემა; გ) თუ სატენდერო მოსაკრებლის გადამხდელმა პირმა მოსაკრებელი გადაიხადა სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის გასვლის შემდეგ. 5. მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს: ა) მის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ მიიღოს სატენდერო დოკუმენტაცია; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების შემთხვევაში დადგენილი წესით სატენდერო კომისიას წარუდგინოს თავისი სატენდერო წინადადება; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სატენდერო დოკუმენტაციის მიღებასთან ან სატენდერო მოსაკრებლის გადახდასა და დაბრუნებასთან.     მუხლი 7🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ობიექტის, სატენდერო კომისიის მოთხოვნებისა და პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას, სატენდერო წინადადების ფორმას, ტენდერში გამარჯვებულთან დასადები ხელშეკრულების ძირითად პირობებს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი სახის ინფორმაციას. 2. სატენდერო დოკუმენტაცია სავალდებულოდ უნდა ითვალისწინებდეს: ა) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით გარანტირების მექანიზმის გამოყენებას, სატენდერო წინადადების ღირებულების 1 %-ის ოდენობით; ბ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გარანტირების მექანიზმის გამოყენებას, სატენდერო წინადადების ღირებულების 5 %-ის ოდენობით; გ) ავანსირების მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას და ავანსირების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი ავანსის ოდენობის გარანტირების პირობებს – წინასწარი გადახდის (ავანსირების) მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში. 3. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია განმარტოს ან/და დააზუსტოს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე შეიტანოს მასში ნებისმიერი სახის ცვლილება, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს. 4. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია ვალდებულია, პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცეს სატენდერო დოკუმენტაცია.     მუხლი 8🔗. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა 1. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიისა და გარანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ. 2. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად უნდა ეხებოდეს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს. 3. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში. 4. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, არ მიიღოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გარანტია, თუ მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს წარდგენილი გარანტიის მიმართ ან გარანტიაზე დასტურის გამცემი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობის შესახებ. 5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა. ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტებს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტები უბრუნდებათ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 6. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სატენდერო პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტები მოთხოვნისთანავე უკან უბრუნდებათ. 7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა სატენდერო წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის მოთხოვნით სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტი კარგავს ტენდერში მონაწილეობის უფლებას და მას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი მოთხოვნისთანავე უკან უბრუნდება. 8. თუ პრეტენდენტი ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში განაცხადებს თანხმობას სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელების შესახებ, იგი ვალდებულია უზრუნველყოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება ან ახალი გარანტიის სატენდერო კომისიისათვის წარდგენა, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით. 9. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დათანხმდება სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ვერ შეძლებს წარდგენილი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას (ან ახალი გარანტიის წარდგენას), იგი კარგავს ტენდერში მონაწილეობის უფლებას და მას სატენდერო წინადადებასთან ერთად წარდგენილი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნისთანავე უკან უბრუნდება. 10. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე; ბ) თუ პრეტენდენტი არ იქნა დაშვებული შეფასებისათვის შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; გ) თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენის თაობაზე.     მუხლი 9🔗. პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტების) წარდგენისა და გახსნის წესი 1. სატენდერო წინადადებები (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტები იხსნება სატენდერო კომისიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე. 2. კონვერტების გახსნის შემდეგ, პირველ რიგში ცხადდება სატენდერო წინადადებების წარმდგენი პრეტენდენტების სახელწოდება, ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში), სატენდერო წინადადებების ფასი, რაც უნდა აისახოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. სატენდერო კომისია ვალდებულია გახსნას სატენდერო წინადადების კონვერტი იმ შემთხვევაშიც, როცა პრეტენდენტი არ ესწრება კომისიის სხდომას. 3. პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები ხელმოწერილი უნდა იყოს ფიზიკური პირის, ან პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. 4. სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი, სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე. 5. ყოველ პრეტენდენტს აქვს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადების წარდგენის უფლება. 6. ორ ან მეტ ლოტზე ტენდერის ჩატარების შემთხვევაში პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე. 7. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში. 8. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში პრეტენდენტებს მოსთხოვოს სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადის გაგრძელება.     მუხლი 10🔗. სატენდერო წინადადებების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა 1. სატენდერო წინადადებების გახსნისა და ფასების გამოცხადების შემდეგ უნდა განხორციელდეს წარდგენილი სატენდერო წინადადებების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, რომლის დროსაც მოწმდება: ა) სრულად არის თუ არა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა ერთვოდეს სატენდერო წინადადებას; ბ) არის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტი შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში – ბეჭდით დამოწმება, თარიღის მითითება და სხვა); გ) არსებითად შეესაბამება თუ არა სატენდერო წინადადება (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ტექნიკურ მოთხოვნებს, ვადებსა და სხვა პარამეტრებს; დ) შეესაბამება თუ არა პრეტენდენტის გამოცდილება ან/და პრეტენდენტის სპეციალისტების გამოცდილება და კვალიფიკაცია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. სატენდერო წინადადებების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტების) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის პროცესში სატენდერო კომისია უფლებამოსილია: ა) სატენდერო წინადადებებში (მათ შორის, თანმხლებ დოკუმენტაციაში) მექანიკური შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს შესთავაზოს დაშვებული შეცდომის გასწორება; ბ) მიმართოს პრეტენდენტს სატენდერო წინადადების (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტაციის) დაზუსტების ან/და დამატებით საჭირო ნებისმიერი დოკუმენტის, ან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით. 3. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ სატენდერო წინადადება (მათ შორის, თანმხლები დოკუმენტები) არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს; ბ) თუ პრეტენდენტი არ დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სატენდერო კომისიის მოთხოვნას; გ) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას; დ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამა-დასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; ე) თუ პრეტენდენტის გამოცდილება ან/და პრეტენდენტის სპეციალისტების გამოცდილება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) თუ პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ღირებულება აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის ბიუჯეტით შესაბამისი შესყიდვისათვის დამტკიცებულ/გათვალისწინებულ ღირებულებას.     მუხლი 11🔗. სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების წესი 1.  შეფასებისათვის დაშვებული წინადადებების შერჩევის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს წინადადებების დეტალურ განხილვასა და შესწავლას. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და ექსპერტების დასკვნები განიხილება სატენდერო კომისიის სხდომებზე. საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტი ან მისი წარმომადგენელი მის წინადადებასთან (მათ შორის, ნებისმიერ დოკუმენტთან) დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით. 2. სატენდერო წინადადებების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. 3. სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმს სავალდებულოდ უნდა წარმოადგენდეს სატენდერო წინადადების ღირებულება. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით შეიძლება განისაზღვროს სატენდერო წინადადების შეფასების შემდეგი კრიტერიუმები: ა) მომსახურების გაწევის ვადები; ბ) მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები; გ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები; დ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მისი ექსპლუატაცია და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენდერო კომისია.   4. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. 5.  სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთ წერილობით შეფასებას ადასტურებენ ხელმოწერით. 6. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი კრიტერიუმების მიხედვით ადარებს ქულებს და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით. 7.  გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. 9. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დასადებად.     მუხლი 12🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ფორმდება ხელშეკრულება. 2. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში. 3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციითა და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.     მუხლი 13🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს გარანტიასთან დაკავშირებულ პირობებს. 2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, აკრედიტივი, ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. 3. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველის მიზეზით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.     მუხლი 14🔗. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტა შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის ან დროებით შეჩერების თაობაზე.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებანი 1. გადაწყვეტილება მომსახურების შესყიდვის თაობაზე მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის შესაბამისად. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.