ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2003
ძალის დაკარგვა 16.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №549
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 03/11/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 65.2pt 62.35pt 62.35pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №549
2003 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
ნატიფი ხელოსნობის პროფესიების აღორძინების, ამ სფეროში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით:
1. დამტკიცდეს ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების თანდართული პროგრამა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) გაითვალისწინოს „ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების პროგრამა“ „უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004 და 2005 წლების სახელმწიფო პროგრამებში“.
3. ეს ბრძანებულება ძალაში შედის 2004 წლის 1 იანვრიდან.
ე. შევარდნაძე
ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 2004-2005 წლების პროგრამა
თავი I
შესავალი
მსოფლიოში განვითარებული გლობალიზაციის ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი ქვეყნის მიერ ღირსეული ადგილის დაკავება. საერთაშორისო ბაზარი, რომლის მოპოვებისთვისაც მოწოდებულია
მრავალი ქვეყნის პოლიტიკა, განსაზღვრავს სახელმწიფოთა ინტეგრაციის ხარისხს, საყოველთაო მნიშვნელობის პრობლემების გლობალიზაციას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას. მაღალტექნოლოგიური საკომუნიკაციო საშუალებების არსებობის ფონზე განვითარებული ქვეყნების თანამეგობრობა დიდ ყურადღებას უთმობს კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული ტრადიციების მოვლა-აღორძინების საქმეს. საერთაშორისო ბაზარზე ეროვნული კულტურისა და თვითმყოფადობის მახასიათებლები ტურიზმის სფეროში მოიაზრება, რადგან ტურიზმი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ქვეყნის შიდა და გარე ბაზრების კომუნიკატორის როლს ასრულებს. ტურიზმი ქმნის ტურისტულ, მათ შორის,
ეროვნული პროდუქტის ფართო სპექტრს და ხელს უწყობს ქვეყნის შიდა ბაზრის გაფართოებას, ქვეყნის გარეთ ამ ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის პოპულარიზაციას და ამით მისი ავტორიტეტის ამაღლებას.
სწორედ ამიტომ დასაქმების პრობლემების მოგვარებასთან ერთად წარმოდგენილ პროგრამაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული, ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარებას. საქართველოსათვის საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნების გზა ისტორიულად მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან იყო და არის დაკავშირებული. ქართველმა ერმა შექმნა უნიკალური კულტურა და მიაღწია ისეთ მწვერვალებს, როგორიც არის ჯვარი და ოშკი, „ვეფხისტყაოსანი“ და ხახულის ღვთისმშობლის ტრიპტიხი, რომელშიც ორნამენტის დეკორშია სემანტიკა და ეზოთერიკა, სიმბოლიკა და მათემატიკა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ქართველი ხელოსნის ხელით არის გაკეთებული ქვაში, ხეზე, ლითონში, ქსოვილზე თუ უძველეს ეტრატებზე. საქართველოში, რომელიც ოდითგანვე ევრაზიის საქარავნო გზაჯვარედინზე მდებარეობდა, ხელოსნობა (განსაკუთრებით ნატიფი ხელოსნობა) ხელოვნების უმაღლეს მწვერვალზე იყო აყვანილი და ნატიფი ხელოსნობის ტრადიციების აღორძინება, ჩვენს მოსახლეობაში მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა სახელმწიფოს ზრუნვის საგნად უნდა იქცეს.
პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, ქართული ხალხური რეწვის პროფესიების აღორძინება, მეორე მხრივ, ტრადიციული ხალხური დარგების განვითარებით საკუთარი ადგილის მოპოვება შიდა და საერთაშორისო ბაზარზე და ამით დასაქმების ხელშეწყობა.
პროგრამით გათვალისწინებულია, ერთი მხრივ, ქართული კულტურის და მეორე მხრივ, დასაქმების პრობლემების გადაჭრა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიული კულტურული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების გადარჩენა და მოვლა-პატრონობა, რაც თავისთავად მოითხოვს სპეციფიკური განათლება-მომზადების მქონე ადამიანებს და ამ სფეროში უმუშევართა დასაქმებას.
აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება ისეთი ფენომენის მიმართ, რასაც ეროვნული სუვენირი ჰქვია. ეს ფენომენი „ტურისტული პროდუქტის“ განუყოფელ ნაწილსა და ეროვნული კულტურის გამოხატვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ამ სეგმენტში ქართულმა სუვენირმა თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს და ექსპორტის სტრუქტურაში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, შეუცვლელი სახე დაიმკვიდროს.
ქართული სუვენირის, როგორც ქართული კულტურის პოპულარიზაციის ელემენტის ჩამოყალიბება-განვითარება თავისთავად გამოიწვევს ტრადიციული ხელოსნობის აღორძინებას.
ხელოსნობის აღორძინება დიდ როლს შეასრულებს არა მარტო სოციალურ ასპექტში, არამედ ფსიქოლოგიური გაჯანსაღებისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში.
ქართული ტრადიციული ხელობები შრომის ბაზრისათვის გამოსაყენებელი რომ გახდეს, აუცილებელია პროფესიული სტანდარტები, რომლის შექმნასაც თავისი სპეციფიკა გააჩნია. ამ თვალსაზრისით საჭიროა უმუშევართა მომზადება, რის პარალელურადაც შესაძლებელი გახდება პროფესიული სტანდარტების შექმნა, ანუ სწავლების პროცესი გამოიყენება იმ დაკვირვებებისა და ქრონომეტრაჟის ჩასატარებლად, რაც აუცილებელია ზემოთ ხსენებული პროფესიების შრომის დაცვის, პროდუქტიულობის ნორმების და ერთეული გაფასებების დასადგენად. ჩამოთვლილის საფუძველზე შესაძლებელი გახდება მომზადებული სპეციალისტის სერტიფიცირება, რაც აუცილებელია შრომის ბაზრის განვითარებისათვის.
პროგრამა განხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით:
1. პროფესიული სტანდარტების შემუშავება;
2. პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
3. მომზადებულ უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობა.
თავი II
„პროფესიული მომზადება-გადამზადების 2004 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება
მუხლი 1🔗. პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტი
1. პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტი უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) პროფესიული პროფილი: ეს კომპონენტი განსაზღვრავს იმ მოქმედებების თანმიმდევრობასა და ჩამონათვალს, რომლებიც უნდა განხორციელდეს მოცემული სახეობის პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად;
ბ) საგამოცდო მოთხოვნები: ეს კომპონენტი განსაზღვრავს შრომითი ოპერაციების არსს, რომლის ათვისებაც აუცილებელი პირობაა სწავლებისა თუ მომზადება-გადამზადების პროცესში;
გ) მისაღები მოთხოვნები: ეს კომპონენტი განსაზღვრავს სწავლებისა თუ მომზადება-გადამზადების პროცესზე დაშვებისათვის აუცილებელ პირობებს;
დ) სასწავლო გეგმა: ეს კომპონენტი განსაზღვრავს სწავლებისა თუ მომზადება-გადამზადების ძირითად მიზნებს, სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, სასწავლო პროცესის სტრუქტურას.
2. პროფესიულ-საგანმანათებლო სტანდარტი შეიძლება განსაზღვრავდეს სწავლების მეთოდებსა და საშუალებებს, აგრეთვე მომზადებული პერსონალის საკვალიფიკაციო დონეს.
3. პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტები შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას:
ა) სწავლების ხანგრძლივობა:
ბ) კონტროლის სისტემა (გამოცდები, სტანდარტული განწერა);
გ)ტექნიკური აღჭურვა;
დ) პედაგოგიური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
4. პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტები ასრულებს
რამდენიმე ფუნქციას;
ა) პროფესიული განათლების ხარისხი;
ბ) გარანტირებული გახსნილობა, გამჭვირვალობა;
გ) სერტიფიკატების შედარებითობის უზრუნველყოფა.
5. პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტები მიიღება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ატარებს ნორმატიული აქტის სახეს.
6. პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების ეტაპები:
ა) პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტების (შემდგომში – სტანდარტი) შემუშავების ინიციატივა;
ბ) გადაწყვეტილების მიღება (კომპეტენტური უწყება);
გ) სტანდარტის ჯგუფის ფორმირება;
დ) სტანდარტის შემუშავება – მოთხოვნათა ანალიზი, პროექტის შემუშავება, ექსპერტთა მიერ განხილვა, პროექტის საბოლოო სახე;
ე) სტანდარტის გამოცდა – ექსპერიმენტი, საშუალებების (სასწავლო მასალების) გამოყენება, პედაგოგიური პერსონალის სწავლება, შეფასება, სტანდარტის საბოლოო სახე;
ვ) წარდგენა (კომპეტენტური უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღება);
ზ) დამტკიცება (სტანდარტი მიღებულია შესასრულებლად);
თ) სტანდარტის დანერგვა;
ი) მოქმედება/შეფასება (სტანდარტის მოქმედება შეისწავლება და ფასდება ყოველდღიურ პრაქტიკაში);
კ) განახლება/გადასინჯვა (ეკონომიკური, ტექნოლოგიური, შრომის ბაზრის ცვლილებების შედეგად.
(„კ“ ქვეპუნქტი ხალხური რეწვისა და ნატიფი ხელოსნობის პროფესიებს არ შეეხება, რადგან მათთვის დამახასიათებელი ნიშანია ტრადიციებისადმი ერთგულება და გარემოში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად მისი უცვლელობა).
მუხლი 2🔗
სტანდარტების შემუშავება განხორციელდება შემდეგი პროფესიების მიხედვით:
1. ისტორიული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების მოვლა-რესტავრაცია:
ა) არქიტექტურული დეტალებისა და ჩუქურთმაკაზმულობების დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი;
ბ) არქიტექტურული და დიზაინის დეტალების დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი (ხე, ქერქი);
გ) ავეჯის დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი;
დ) მჭედელი-რესტავრატორი;
ე) კრამიტის დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი;
ვ) მეთუნუქე;
ზ) კედელზე ნახატის გადამტანი ოსტატი-რესტავრატორი;
თ) მოზაიკის ამკრეფი ოსტატი-რესტავრატორი;
ი) ვიტრაჟის ოსტატი-რესტავრატორი;
კ) ბუხრის ამგები და მომპირკეთებელი ოსტატი-რესტავრატორი.
2. მხატვრული რეწვის პროფესიები:
ა) ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი რესტავრატორი;
ბ) ლითონის (შავი, ფერადი) ნაკეთობის დამზადების და მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
გ) ფაიფურის წარმოების მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
დ) თიხის, ფაიანსისა და შამოთის წარმოებისა და მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
ე) მინის მხატვრული დამუშავების ოსტატი;
ვ) ქსოვილის მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
ზ) ქვის მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
თ) ძვლის, რქისა და ნიჟარის მხატვრული დამუშავების ოსტატი;
ი) ტყავის მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
კ) ხალხური საკრავების დამზადებისა და მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
ლ) ეროვნული სამოსის დამზადება-რესტავრაციის ოსტატი;
მ) საიუველირო ნაწარმის ოსტატი-რესტავრატორი;
ნ) მინანქრის დამუშავების ოსტატი.
3. აღნიშნული პროფესიების მიხედვით ცალკე შეიქმნება პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტის ელემენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მუხლი 3🔗
სტანდარტის შემუშავების მიზნით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი მართავს ტენდერს შემსრულებლის გამოსავლენად.
მუხლი 4🔗
სტანდარტის შემმუშავებელი ჯგუფის ფორმირება განხორციელდება შემდეგი შემადგენლობით:
1) ექსპერტები, რომლებიც სტანდარტის შემუშავების მეთოდოლოგიურ საფუძვლებს ფლობენ;
2) მეცნიერები, რომლებიც დაკავებული არიან კვლევებით ხალხური რეწვის სფეროში;
3) ნატიფი ხელოსნობის ოსტატები.
მუხლი 5🔗
ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში ოსტატების გამოვლენის მიზნით,
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოეწყობა საკონკურსო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ოსტატ-კონკურსანტთა მიერ მომზადებული ხალხური რეწვის ნიმუშები.
მუხლი 6🔗
სტანდარტის პროექტის შემუშავების შემდეგ სტანდარტის გამოცდა-ექსპერიმენტს მოაწყობს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, რომელსაც ექნება ექსპერიმენტის გამართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სულ ცოტა 70%.
მუხლი 7🔗
შემუშავებული სტანდარტის გამოცდა-ექსპერიმენტის შემდეგ გაიმართება ექსპერიმენტის პროცესში დამზადებული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.
მუხლი 8🔗
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შემუშავებული სტანდარტის მიხედვით ნაკეთობათა ცნობარის გამოცემის თანადაფინანსება.
მუხლი 9🔗
სტანდარტის შემუშავების ღირებულება შეადგენს 120000 ლარს.
თავი III
„პროფესიული მომზადება-გადამზადების 2004 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება
მუხლი 10🔗
უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება განხორციელდება შემდეგ პროფესიებში:
1) არქიტექტურული დეტალებისა და ჩუქურთმაკაზმულობების დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი;
2) არქიტექტურული და დიზაინის დეტალების დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი (ხე, ქერქი);
3) ლითონის (შავი, ფერადი) ნაკეთობის დამზადებისა და მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
4) ფაიფურის ნაწარმის მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
5) თიხის, ფაიანსისა და შამოთის წარმოებისა და მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
6) მინის მხატვრული დამუშავების ოსტატი;
7) ქსოვილის მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
8) ტყავის მხატვრული დამუშავების ოსტატი.
მუხლი 11🔗
პროფესიულ მომზადება-გადამზადებას გაივლის დასაქმების სახელმწიფო სამსახურში თბილისში რეგისტრირებული 100 სამუშაოს მაძიებელი (უმუშევარი), რომელთა შერჩევა მოხდება ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ კონკურსის (ტესტირების) საფუძველზე.
მუხლი 12🔗
აღნიშნულ პროფესიებში უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების მიზნით,
პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ატარებს ტენდერს.
მუხლი 13🔗
ტენდერი ნატიფი ხელოსნობის პროფესიებში პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებაზე, პროფესიულ მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაიმართება ერთ ლოტად.
მუხლი 14🔗
ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს პროფესიული მომზადება-გადამზადებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის 70% მაინც.
მუხლი 15🔗
სწავლების ხანგრძლივობა სულ ცოტა შვიდი თვეა.
მუხლი 16🔗
ტენდერში გამარჯვებულმა პროფესიულმა სასწავლებელმა უნდა დაასაქმოს მომზადებულთა 60% მაინც.
მუხლი 17🔗
სწავლება დასრულდება პროგრამის ფარგლებში მომზადებულთა ნამუშევრების გამოფენით.
მუხლი 18🔗
პროფესიული მომზადება-გადამზადების ღირებულებაა 80000 ლარი.
თავი IV
„პროფესიული მომზადება-გადამზადების 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხალხური რეწვის ადგილობრივი ცენტრების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება
მუხლი 19🔗
ხალხური რეწვის ადგილობრივი (რეგიონული) ცენტრების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდება შემუშავებული პროფესიულ-საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით.
მუხლი 20🔗
კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდება შემდეგი პროფესიების მიხედვით:
1. ისტორიული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების მოვლა-რესტავრაციის პროფესიები:
ა) არქიტექტურული დეტალებისა და ჩუქურთმაკაზმულობების დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი;
ბ) არქიტექტურული და დიზაინის დეტალების დამაზადებელი ოსტატი-რესტავრატორი (ხე, ქერქი);
გ) ავეჯის დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი;
დ) მჭედელი-რესტავრატორი;
ე) კრამიტის დამამზადებელი ოსტატი-რესტავრატორი;
ვ) მეთუნუქე;
ზ) კედელზე ნახატის გადამტანი ოსტატი-რესტავრატორი;
თ) მოზაიკის ამკრეფი ოსტატი-რესტავრატორი;
ი) ვიტრაჟის ოსტატი-რესტავრატორი;
კ) ბუხრის ამგები და მომპირკეთებელი ოსტატი-რესტავრატორი.
2. მხატვრული რეწვის პროფესიები:
ა) ლითონის (შავი, ფერადი) ნაკეთობის დამზადების და მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
ბ) ფაიფურის ნაწარმის მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
გ) თიხის, ფაიანსისა და შამოთის წარმოებისა და მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
დ) მინის მხატვრული დამუშავების ოსტატი;
ე) ქსოვილის მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
ვ) ძვლის, რქისა და ნიჟარის მხატვრული დამუშავების ოსტატი;
ზ) ტყავის მხატვრული დამუშავების ოსტატი;
თ) ხალხური საკრავების დამზადების, მხატვრული დამუშავების ოსტატი-რესტავრატორი;
ი) საიუველირო ნაწარმის ოსტატი-რესტავრატორი.
მუხლი 21🔗
სწავლების ხანგრძლივობა სულ ცოტა ორი თვეა.
მუხლი 22🔗
კვალიფიკაციას აიმაღლებს ხალხური რეწვის ადგილობრივი (რეგიონული) ცენტრების 300 ოსტატ-პედაგოგი.
მუხლი 23🔗
ხალხური რეწვის ადგილობრივი (რეგიონული) ცენტრების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,
შესაბამისი პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ატარებს ტენდერს.
მუხლი 24🔗
პედაგოგთა შერჩევა განხორციელდება ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის მიზანია დადგინდეს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში (რეგიონებში) ხალხური რეწვის ისტორიულად ჩამოყალიბებული პროფესიები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის საფუძველზე გამოავლინოს ხალხური რეწვის ოსტატი-პედაგოგები.
მუხლი 25🔗
ტენდერში გამარჯვებულმა პროფესიულმა სასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ყველა რეგიონიდან თბილისში ჩამოსულ პედაგოგთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
მუხლი 26🔗
ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის 70% მაინც.
მუხლი 27🔗.
ტენდერში გამარჯვებულმა პროფესიულმა სასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მომზადებულ პედაგოგთა 100%-იანი დასაქმება.
მუხლი 28🔗
ხალხური რეწვის ადგილობრივი (რეგიონული) ცენტრების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭიროა – 175000 ლარი.
აქედან:
– რეგიონებში ჩატარებული კვლევისა და გამოფენის ხარჯები – 25000 ლარი;
– 300 პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლების ღირებულება – 75000 ლარი;
– 300 პედაგოგის უზრუნველყოფა თბილისში საცხოვრებელი პირობებით – 75000 ლარი.