საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის უმაღლესი სკოლის
ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
(2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე)
1. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ , მონაცემები საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
2016 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 13 განცხადება (მომართვა). აქედან, 11 შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულად გაიცა. ერთ შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ეხებოდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას და არ არსებობდა შესაბამისი პირების თანხმობები. ამასთან, ერთი განცხადება გადაიგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არ ინახებოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, გიორგი ჭეხანმა, ვერიკო ზათიაშვილმა და დავით ჯაიანმა.
სსიპ − იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოთხოვნა საანგარიშო პერიოდში არ შემოსულა.
2. ინფორმაცია კოლეგიური ორგანოს სხდომათა დახურვის შესახებ
საანგარიშო პერიოდში დახურულად გამოცხადდა სსიპ − იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 8 (რვა) სხდომის გარკვეული ნაწილი, კერძოდ:
√ 2015 წლის 14 დეკემბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის მსმენელთა ნაწილის (6-თვიანი კურსი) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი; სსიპ − იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
√ 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის მსმენელთა ნაწილის სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
√ 2016 წლის 15 იანვრის სხდომის ის ნაწილები, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის მსმენელთა ნაწილის (6-თვიანი სასწავლო კურსი) საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებისა და დამოუკიდებელი საბჭოს მიერ აღნიშნულ მსმენელთა შეფასების საკითხები. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
√ 2016 წლის 5 აპრილის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის მსმენელთა (10-თვიანი კურსი) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი; სსიპ − იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
√ 2016 წლის 22 აპრილის სხდომის ის ნაწილი, სადაც განსახილველი საკითხი შეიცავდა იუსტიციის მსმენელთა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. ასევე, სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის მსმენელთა (10-თვიანი კურსი) ნაწილის სკოლის მორიგი (დამატებითი) დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი; სსიპ − იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
√ 2016 წლის 18 მაისის სხდომის ის ნაწილები, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის მსმენელთა (10-თვიანი სასწავლო კურსი) საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებისა და დამოუკიდებელი საბჭოს მიერ აღნიშნულ მსმენელთა შეფასების საკითხები. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
√ 2016 წლის 3 ნოემბრის სხდომის ის ნაწილები, სადაც განსახილველი საკითხები შეიცავდა იუსტიციის მსმენელთა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას; ასევე, სადაც განსახილველი საკითხი შეიცავდა სკოლის მასწავლებლობის კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებს. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
√ 2016 წლის 18 ნოემბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განსახილველი საკითხი შეიცავდა იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის ყოფილი მსმენელის პერსონალურ მონაცემებს. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავებისა და გაცემის შესახებ
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის ფუნქციებიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში, შეგროვდა და დამუშავდა იუსტიციის 20 (ოცი) მსმენელის შესახებ პერსონალური მონაცემები. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სასამართლოს მოხელეთა (მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, სასამართლოს სხვა მოხელეები) სპეციალურ სასწავლო კურსზე განცხადებების მიღებისას შემოვიდა სულ 29 (ოცდაცხრა) განაცხადი, შესაბამისად, შეგროვდა მათი პერსონალური მონაცემები. აქედან სასწავლო კურსზე ჩაირიცხა 26 (ოცდაექვსი) მსმენელი.
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მიზნებისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა 11 (თერთმეტი) მსმენელის (მათივე თანხმობით) პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს შესაბამისად, შეგროვებულ იქნა ინფორმაცია 49 (ორმოცდაცხრა) თანამშრომლის (მათ შორის 44 შტატგარეშე: მასწავლებლები, მოწვეული სპეციალისტები) და 2 (ორი) სტაჟიორის შესახებ. აგრეთვე, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურსზე წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, შეგროვდა ინფორმაცია 523 აპლიკანტის შესახებ.
საანგარიშო პერიოდში, ასევე შეგროვდა სკოლის მასწავლებლების/ტრენერების, იუსტიციის მსმენელების, მოსამართლეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების პირადი მონაცემები, რაც აუცილებელი იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებპორტალში მათი რეგისტრაციისა და მათ მიერ ვებპორტალით სარგებლობისათვის. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში დაემატა 120 ახალი მომხმარებელი. ამ ეტაპზე ვებპორტალში სულ რეგისტრირებულია 864 მომხმარებელი (აქტიური).
4. ინფორმაცია თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში სსიპ − იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლების მიმართ დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
5. მონაცემები ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევების შესახებ
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან ყველა დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი განცხადება, რაც არ გასაჩივრებულა.