სსიპ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე წარსადგენი ანგარიში

 

(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით)

 

1.   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ პუნქტები

●მიმდინარე წლის განმავლობაში, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოვიდა 49 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, საიდანაც დაკმაყოფილდა 26 განცხადება (ამასთან, 6 განცხადებაზე გაკეთდა შესაბამისი განმარტება), 7 განცხადება არ დაკმაყოფილდა(ამასთან, 1 განცხადებაზე გაკეთდა შესაბამისი განმარტება), 6 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 10 განცხადებაზე გაკეთდა შესაბამისი განმარტებები(გადაწყვეტილებები მიღებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, დიმიტრი ბერძენიშვილის მიერ).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამ მუხლის „ნ“ პუნქტის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ  საიდუმლოებას. ამავე კოდექსის 44(1) მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებლები ითხოვდნენ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული პერსონალური მონაცემების/კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ არსებობდა ან არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას. გარკვეულ შემთხვევებში ერთი და იმავე ფიზიკური პირის მიმართ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ასევე ის გარემოებაც, რომ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მას მანამდე არაერთხელ ჰქონდა გადაცემული (ასეთ შემთხვევებში საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებდა შესაბამის განმარტებებს საკითხთან დაკავშირებით).

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ“ და „ნ“ პუნქტების, ასევე, 44(1) მუხლის თანახმად, არ არსებობდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

●მიმდინარე 2016 წლის განმავლობაში სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ სამეურვეო საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

2 .   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “გ“ პუნქტი

●სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საჯარო და პერსონალური მონაცემები ს შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში და შესაბამის განყოფილებებში არსებულ სათავსოებში. მონაცემები ასევე ინახება კომპიუტერში სპეციალური პროგრამის საშუალებით.

 

3 .   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “დ“ პუნქტი

●მიმდინარე 2016წლის განმავლობაში სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლის“თანამშრომლებ ი ს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა.

●შესაბამისად, სსიპ„საზოგადოებრივი მაუწყებლის“თანამშრომლებს არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

4 .   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ვ“ პუნქტი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ფიზიკური პირების მიერ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ 2016 წელს წარმოდგენილი იქნა ჯამში 5 ადმინისტრაციული საჩივარი, საიდანაც 4 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, 1 ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთან, მიმდინარე 2016 წელს, ფიზიკური პირის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა სარჩელი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2015-2016 წლებში მიღებული 7 გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარების მოთხოვნით. სასამართლოს განჩინებით, სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება (განჩინება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში).

 

5 .   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტი

●მიმდინარე 2016წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49(ზ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდას სსიპ“საზოგადოებრივი მაუწყებლის“მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი                                                                  დიმიტრი ბერძენიშვილი