სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2016 წელი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ანგარიში  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2016 წელი

1. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 95 განცხადება . „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა “და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ “საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად , 2013 წლის სექტემბრიდან უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს “მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE – მეშვეობით . აღნიშნული სერვისის საშუალებით 2015 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 4 მოთხოვნა .

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული .

2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან :

ა ) 80 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად ;

ბ ) 3 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ;

გ ) 8 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ;

დ ) 4 განცხადება განხილვის პროცესშია , მიმდინარეობს საქმისწარმოება .

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმისა ან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველი იყო ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში არარეგისტრირებული ნორმატიული აქტის ან ინდივიდუალურ -სამართლებრივი აქტის მოთხოვნა , რომელიც სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “არ არის დაცული .

 4. სააანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 95 განცხადებიდან 48 შემთხვევაში განმცხადებელი იყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული პირი , არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი იქნა 9 განცხადება , მოქალაქეების მხრიდან 16 განცხადება , ხოლო სხვა დანარჩენი განხცხადებების ავტორები იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საჯარო დაწესებულებები , ნორმატიული აქტის მოქმედების , მისი ძალადაკარგულად ცნობის , აქტის გამოქვეყნებისა და ასლის მოთხოვნასთან დაკავშირებით .

 5. საანგარიშო პერიოდში სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სასამართლო წესით არ გასაჩივრებულა .

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან /და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას , საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს .

საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ არ შემოსულა . ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების შეგროვება , დამუშავება და შენახვა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “საქართველოს კანონის შესაბამისად .

● საანგარიშო პერიოდში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნების დარღვევისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა .

● საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა – ლევან ხარაიშვილმა .

● სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე “ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად .

● სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას , დამუშავებასა და შენახვას . ამასთან , დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული , ისე მატერიალური სახით . აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს , რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე , მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება .

● საანგარიშო პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან , აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ხარჯებს , მათ შორის , მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების დაკისრებას ადგილი არ ჰქონდა .

სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                          ნიკა ახალბედაშვილი