საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წლიური 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

(2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე)

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ოქტომბრის №05/72 ბრძანებით, დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.

საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია მოქალაქის პორტალის − MY.GOV.GE და სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული მისამართის – mc@culture.gov.ge მეშვეობით.

1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 179 განცხადება, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიღებული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 99 ერთეული.

2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოსული 179 განცხადებიდან:

● მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია სრულად გაიცა 147 შემთხვევაში, ხოლო 4 განცხადებაზე დღევანდელი მდგომარეობით არ ამოწურულა ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადა;

● 16 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მათ შორის 6 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ იყო დაცული სამინისტროში, 9 შემთხვევაში ინფორმაციის ნაწილი შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, ხოლო დარჩენილ 1 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ დაექვემდებარა არქივში მოძიებას მისი მოცულობისა და ვადის გათვალისწინებით, რამაც შეუძლებელი გახადა მოთხოვნილი ინფორმაციის სრული სახით მომზადება და დამუშავება;

● 10 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;

● 2 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ერთ შემთხევაში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არქივში არ იყო დაცული, ხოლო მეორე შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს;

● საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული 179 განცხადებიდან ინფორმაციის გაცემა და განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდა დაუყოვნებლივ ან/და კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში, მათ შორის 12 შემთხვევაში სამინისტრომ ნაწილობრივი ინფორმაციის დამუშავების მიზნით მოითხოვა დამატებითი ვადა, რის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა განმცხადებელს.

3. 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;

4. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 179 შემთხვევიდან, ყველა განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო გადილიამ;

5. 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით;

6. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი;

7. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციას“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს;

8. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს ან სამინისტროს არქივში არ იყო დაცული;

9. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს ელექტრონული კანცელარია, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია. სამინისტროს არ გააჩნია ცალკე საჯარო მონაცემთა ბაზა;

10. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირდა 2 ადმინისტრაციული სარჩელი, საიდანაც ერთ შემთხვევაში მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ შესაბამისად სარჩელი განუხილველი დარჩა, ხოლო მეორე შემთხვევაში დავა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში;

11. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის არ გაცემისათვის ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა;

12. სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სამინისტროსათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას;

13. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის მოსაკრებელი მოთხოვნილია სულ 17 შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ გადახდილი მოსაკრებლის საფასური ჯამში შეადგენს 56.90 ლარს.

მინისტრის მოაგდილე                                                       გიორგი ბაქრაძე