ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
2016 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 94 განცხადება, დაკმაყოფილდა 94 მოთხოვნა;
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია;
2016 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ;
2016 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 35.50 (ოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაავით ჯიქია