ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ეროვნული არქივის წლიური ანგარიში 2016 წელი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის ანგარიში

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ წლიურ ანგარიშს:

ა) საქართველოს ეროვნულ არქივში 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 26 განცხადება.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს  №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივიდან“ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის მეშვეობით შემოსულია 13 განცხადება.

2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეროვნულ არქივში შემოსული განცხადებებიდან:

1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 8 შემთხვევაში;

2. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 13 შემთხვევაში;

3. განხილვის პროცესშია 5 განცხადება.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 8  შემთხვევიდან, განცხადებები განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილების უფროსმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, გიორგი სოფრომაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში შემოვიდა - 6 განცხადება, ფიზიკური პირების მხრიდან - 3 განცხადება, ხოლო სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ან დაწესებულებებიდან - 4 განცხადება.

გ) საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ამავე სტრუქტურული ერთეულების დებულე ბები თ დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ იმ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება“. ხსენებული დოკუმენტები შეიცავს სხვადასხვა სახის პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად: პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების და გარდაცვალების წლები, მშობლების ვინაობა, სამუშაო სტაჟის, განათლების შესახებ და სხვა ინფორმაციას. დოკუმენტების შენახვა ან/და დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნული არქივის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

ე)  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას საქართველოს ეროვნული არქივი ეყრდნობოდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ზემოთ მოყვანილ 13  შემთხვევაში ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული არ იყო.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

ზ) საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ეროვნული არქივისთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

გენერალური დირექტორის მოადგილე                              სოფიო ლონდარიძე