ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

ა) სსიპ - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 12 განცხადება, მათ მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 5 ერთეული. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების სსიპ - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (MY.GOV.GE) მეშვეობით. ამასთან, ამავე დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება პროაქტიულად ხდება სააგენტოს ვებგვერდზე: http://www.dea.gov.ge/?action=page&p_id=229&lang=geo.

ბ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სააგენტოში შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 6 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 6 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ შემოსული 12 განცხადებიდან 8 შემთხვევაში სრულად გაიცა ინფორმაცია. 4 განცხადებასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სააგენტოში არ დაფიქსირებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებზე რეაგირებისათვის სააგენტოში განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ნატა გოდერძიშვილი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.

გ) ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომელიც წარმოადგენს საჯარო სექტორში არსებული მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების ერთიან კატალოგს (მონაცემების სისტემატიზებული სია ან ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მათ აღწერილობას). ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აწარმოებს ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს, რისთვისაც შექმნილია ერთიანი ვებ-რესურსი - „რეესტრთა რეესტრის პორტალი“ http://ror.dea.gov.ge/. ამასთან, დასახელებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაცემთა გაცვლის სააგენტო არ ახორციელებს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის გარჩევას, დამუშავებას ან შეცვლას რაიმე ფორმით. ის ინარჩუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს.

სსიპ - „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სააგენტოს დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა მონაცემების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების, შეგროვებასა და შენახვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, კანონით დადგენილი დამუშავების პრინციპების დაცვით. სააგენტოში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე - მატერიალური სახით. სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული მართვის სისტემაში, ასევე, ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, უშუალოდ აქვთ მინიჭებული ამგვარი მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება. ელექტრონული მართვის სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. სააგენტო თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას (მათ შორის, შეგროვებას და შენახვას) აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის კანონიერი მიზნიდან გამომდინარე, ამ მიზნის პროპორციულად.

დ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თანამშრომლების მხრიდან არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავის დარღვევისა და ამ საფუძვლით დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი. 

ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

თავმჯდომარე                                                           ირაკლი გვენეტაძე