საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წლიური ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავის 49-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით.

 

ა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საჯარო ინფორმაციის რაოდენობის თაობაზე

 

2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 486 განცხადება. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, განცხადებების ელექტრონული ფორმის წარმოდგენით ოფიციალური ვებ-გვერდის www.supremecourt.ge მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის # 1/225 გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ფარგლებში სასამართლო ყოველ კვარტალში აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკასა და ყოველწლიურად ანთავსებს სტატისტიკურ კრებულს - “მართლმსაჯულება საქართველოში”.

 

2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

 

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის თაობაზე

 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან:

 

8 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;

 

 

იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას (478), საჯარო ინფორმაცია:

●მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა 434 შემთხვევაში;

●22 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

●2 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;

●20 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგმა საჯარო მოსამსახურეებმა:

 

1. გოჩა დიდავამ - სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 20, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 14, ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ - 3, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 3 (1 მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს, 2  შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე).

 

2. მაია ოშხარელმა - სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის მ/შ - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 27, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 26, ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ - 1.

 

3. ვანო ბოლქვაძემ - ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 192; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

4. თეა თავხელიძემ - სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 99, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 92, ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ - 2, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 5 (4  შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე, ხოლო 1 შემთხვევა არ შედიოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში).

 

5. ლია მჭედლიშვილმა - ანალიტიკური განყოფილების მთავარმა კონსულტანტმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 94, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 69, ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე - 13, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 11 (თერთმეტივე მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა), ხოლო 1 მოთხოვნაზე გაიგზავნა შუალედური პასუხი.

 

6. ივანე კაპანაძემ - საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 2; ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

7. გულიკო ორთოიძემ - თავმჯდომარის ბიუროს მთავარმა კონსულტანტმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 8, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 6, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 1 (მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე), ხოლო 1 მოთხოვნაზე გაიგზავნა შუალედური პასუხი.

 

8. მაია გუგავამ - სადისციპლინო პალატის სამდივნოს მთავარმა კონსულტანტმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 2; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

9. მარინე კვაჭაძემ - ანალიტიკური განყოფილების უფროსმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 30, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 27, ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ - 3.

 

10. შორენა კობახიძემ - მთავარმა კონსულტანტმა კადრების სექტორში - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 4; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

გ) პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ

 

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოების მიზნებისთვის მონაცემების შეგროვებისას ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო აპარატის თანამშრომელთა მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

 

დ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დარღვევის თაობაზე დისციპლინური პასუხისმგებლობა

 

საქართველოს უზენაეს სასამართლოში თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.

 

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციას“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:

 

1. განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოში დაცული არ იყო (1 შემთხვევა);

2. სასამართლოს მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას (12 შემთხვევა), ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა;

3. განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა პერსონალური სახის ინფორმაციას და განმცხადებელს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლის მიხედვით არ წარმოუდგენია იმ პირთა თანხმობა ვის შესახებ ინფორმაციასაც ითხოვდა (7 შემთხვევა).

 

ვ) ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების თაობაზე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე არ ყოფილა გასაჩივრებული სასამართლოში.

 

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების საფასური - 712 ლარი და 95 თეთრი - დარეგისტრირებულია სასამართლოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში.