საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2016 წელი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 2016 წელი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 113 განცხადება, მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 3 ერთეული. საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის MY.GOV.GE-ის მეშვეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნით არცერთი განცხადება არ შემოსულა.

ბ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ არ წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას.

გ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ შემოსული განცხადებებიდან:

● 1 განცხადებაში მითითებული საკითხი სრულად მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და, შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;

● 112 განცხადება განეკუთვნებოდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ კომპეტენციას და საჯარო ინფორმაცია:

√ მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა 72 შემთხვევაში;

√ 23 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

√ 11 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;

√ 6 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 66 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 24 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია, 12 მოთხოვნა შემოვიდა სხვა საჯარო დაწესებულებიდან, ხოლო 11 მოთხოვნა - კომპანიებიდან.

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი (2016 წლის 16 მაისიდან მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი) მანანა ცინაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, მონაცემთა და ინფორმაციის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი (2016 წლის 16 მაისიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2016 წლის 17 ნოემბრიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსი) დავით დევიძე. ამასთან, 2016 წლის 17 ნოემბერს სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის შესახებ ინფორმაციას.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 72 შემთხვევიდან, 69 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა დავით დევიძემ, 2 განცხადება - მანანა ცინაძემ, 1 განცხადება - ვახტანგ ბოხაშვილმა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის/ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ამავე პირების მიერ.

დ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, შენახვასა და გადაცემას შემდეგი პროგრამული (ელექტრონული) ბაზების მეშვეობით: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრი, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი, სამისამართო რეესტრი, საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზა, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს). სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, შენახვასა და გადაცემას ახდენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. სააგენტოში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს პერსონალურ მონაცემებზე არაუფლებამოსილ პირთა წვდომას.

ე) 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე არ გამოვლენილა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის და, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

ვ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ დებულება.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებას:

● განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული არ იყო (4 შემთხვევა), ხოლო 2 შემთხვევაში არ იყო სისტემატიზებული.

ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის (ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების) შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე სააგენტოში წარმოდგენილი იქნა 2 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთა განხილვაზეც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-80 მუხლის მე-4 ნაწილისა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის (ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების) შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით არ გასაჩივრებულა.

თ) საანგარიშო პერიოდში სააგენტოს არ ჰქონია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, არ მომხდარა სააგენტოსთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრება.